პარასკევი, მარტი 6, 2026

ისრაელმა კვლავ შეინარჩუნა მეორე ადგილი

ცნობილმა ინგლისურმა კორპორაცია RC Components იანვრის ბოლოს მეცნიერებაში
ლიდერი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებენ
მეცნიერული შრომების, პატენტების, მეცნიერ-მკვლევართა რაოდენობას ქვეყნის 1000
მაცხოვრებელზე, ქვეყნის შიდა პროდუქტის რაოდენობა, რომელიც მეცნიერების
გავითარებისათვის გამოიყენება.
რეიტინგის თანახმად უკვე მრავალი წელია აშშ ლიდერობს, ქვეყანა რომელშიც ყველაზე
მეტი მეცნიერული შრომა ქვეყნდება, არა მხოლოდ აშშ-დან არამედ მთელი მსოფლიოს
ქვეყნებიდან. აგრეთვე ყველაზე მეტი პატენტი რეგისტრირდება.
ისრაელმა ამ რეიტინგის თანახმად ისრაელმა მეორე ადგილი დაიკავა. ქვეყანა ლიდერია
1000 მოსახლეზე მეცნიერთა რაოდენობით. დაკ ონკურენციას უწევს სამხრეთ კორეასმ
ეცნიერებაში ინვესტირებული თანხების რაოდენობით.
სამხრეთ კორეა რეიტინის თანახმად მესამე ადგილზეა და ის იაპონიასა და შვედეთსაც
უსწრებს. ქვეყნების პირველ ათეულში აგრეთ დანია, ფინეთი, გერმანია, შვეიცარია და
ავსტრიაა.
რუსეთი რეიტინგის თანახმად 31-ე ადგილს იკავებს ლუქსემბურგსა და სლოვაკიას
შორის.
RC Components საიტის ილუსტრაცია

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში რელიგიური ლიდერის არსებობის წინააღმდეგი არ არის, მთავარია, ახალ ხელმძღვანელობას კარგი ურთიერთობა ჰქონდეს აშშ-თან, ისრაელთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში რელიგიური ლიდერის არსებობის წინააღმდეგი არ არის, მთავარია, ახალ ხელმძღვანელობას კარგი ურთიერთობა ჰქონდეს აშშ-თან, ისრაელთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთანროგორც ტრამპმა აღნიშნა, არ ღელავს იმაზე, გახდება თუ არა ირანი დემოკრატიული სახელმწიფო.„ირანი აღარ არის იგივე ქვეყანა, როგორიც ერთი კვირის წინ იყო. ერთი კვირის წინ ისინი ძლიერები იყვნენ, ახლა კი ისინი მართლაც ნეიტრალიზებული არიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა „სიენენთან“ სატელეფონო ინტერვიუში.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მარტივი იქნება ახალი ლიდერის არჩევის პროცესი, რომელშიც თავად აუცილებლად უნდა იყოს ჩართული.„ეს ძალიან მარტივად იმუშავებს. იმუშავებს ისე, როგორც ვენესუელაში. ჩვენ იქ შესანიშნავი ლიდერი გვყავს. ის ფანტასტიკურ საქმეს აკეთებს. ეს იმუშავებს ისევე, როგორც ვენესუელის შემთხვევაში“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.მისივე თქმით, ის ღია იყო ირანში რელიგიური ლიდერის არსებობის საკითხში.„რელიგიური ლიდერების წინააღმდეგი არ ვარ. ბევრ რელიგიურ ლიდერთან მაქვს ურთიერთობა და ისინი ფანტასტიკურები არიან. მე ვამბობ, რომ უნდა იყოს ლიდერი, რომელიც სამართლიანი იქნება და კარგ საქმეს გააკეთებს. კარგად მოეპყრობა აშშ-სა და ისრაელს, ასევე ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს – ისინი ყველანი ჩვენი პარტნიორები არიან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა აქვს და აღნიშნა, რომ ისინი ამერიკისთვის იბრძვიან.„მე ძალიან დავმეგობრდი ამ ქვეყნებთან, სწორედ ამიტომ ისინი ჩვენთვის იბრძვიან. ვიდრე მე ჩავერთვებოდი, ჩვენ არც კი გვისაუბრია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და საუდის არაბეთთან. იცით, ბაიდენმა და ობამამ საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი გარიყეს. ისინი ჩინეთისკენ აპირებდნენ წასვლას, მე კი ძალიან მოკლე დროში ჩავერთე და ისინი ჩემი მეგობრები გახდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის მასკატიდან დამატებითი სპეციალური რეისი დაინიშნა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, სპეციალური რეისი განხორციელდება მასკატიდან (ომანის სასულთნო) – თბილისის მიმართულებით 7 მარტს, 23:00 საათზე.„საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს: საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი): ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335; ტელეფონი: +971 2 553 36 83; ელფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge.საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა): ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071; ტელეფონი: +974 44 739 499; ელფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის თავდაცვის მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით,  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.„მათ მეზობელ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო კავშირების მნიშვნელობა აღნიშნეს.კოლეგებმა ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

კაია კალასი – ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში რეპრესიების წარმომადგენლების ადგილი არ არის

მთავრობა თუ თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოს უკვე ჩამოართვა დაფინანსება „დემოკრატიული უკუსვლის გამო“.„დღეს ევროპა ხელს უშლის მჩაგვრელ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის ქართველ დიპლომატებს ევროკავშირში თავისუფლად მოგზაურობაში. ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში რეპრესიების წარმომადგენლების ადგილი არ არის“, – განაცხადა კაია კალასმა.

შოკის მომგვრელი ამბავი თბილისის ცენტრში – შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა. გაუჩინარებულ დედას მხოლოდ მაშინ მიაგნეს, როცა შვილიც გარდაიცვალა...

შოკის მომგვრელი ამბავი თბილისის ცენტრში - შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა. გაუჩინარებულ დედას მხოლოდ მაშინ მიაგნეს, როცა შვილიც გარდაიცვალა - რა მოხდა საიდუმლოებით მოცულ ბინაში?!“კურიერი P.S “- კვირას, 8 მარტს 21:00 საათზე "რუსთავი2-ზე"წყარო:http://facebook.com/reel/1475598324172480/?s=single_unit

ბოლო სიახლეები