ისრაელის მიერ ღაზაში განახლებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ბოლო 24 საათის განმავლობაში განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 100 ადამიანი.
ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, გარდაცვლილთა უმეტესობა ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები არიან.
საერთო ჯამში, ხუთშაბათს განახლებული ოპერაციის შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 350-ს აჭარბებს.
ამჟამად დოჰაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მიმდინარეობს.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დოჰაში მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკებები მოიცავს ომის დასრულების, ასევე ზავისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შეთავაზების განხილვას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ომის დასრულება უნდა მოიცავდეს ღაზას სექტორის დემილიტარიზაციას, ასევე ჰამასის მებრძოლების ტერიტორიიდან გადასახლებას.