ირანმა ისრაელის მიმართულებით მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა.
Times of Israel-ის ცნობით, თეირანის სამიზნე გახდა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დასახლებები.
გარდა ამისა, ირანის იერიშის შედეგად დაზიანდა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელი სახლები.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელზე დარტყმების დროს, სავარაუდოდ, კლასტერული საბრძოლო მასალა გამოიყენა.

