ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

ისრაელის მედია – აბას არაღჩიმ სტივ უიტკოფთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მოჯტაბა ხამენეიმ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მხარი დაუჭირა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ისრაელის მედია მაღალი რანგის ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.

Ynet-ის ინფორმაციით, უიტკოფისა და არაღჩის საუბარი 19 მარტს გაიმართა.

ამასთან, ისრაელი ვაშინგტონსა და თეირანს შორის პირდაპირი კონტაქტების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.

გამოცემის წყაროს თქმით, არაღჩისთვის მნიშვნელოვანი იყო აშშ-ისთვის ეჩვენებინა, როგორ არის მოწყობილი ძალაუფლება ირანში და ამერიკელებს სცოდნოდათ, რომ თავად არაღჩიც მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელია.

საუბრის დროს არაღჩიმ განაცხადა, რომ ხამენეი მზად არის ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის, თუმცა მხოლოდ თეირანის პირობების შესრულების შემთხვევაში.

Ynet-ი აღნიშნავს, რომ საუბარია დაახლოებით ისეთსავე პირობებზე, რომლებიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ჟენევაში ომამდე გამართულ მოლაპარაკებებზე განიხილებოდა.

კერძოდ, ირანი მზად არის, განიხილოს გამდიდრებული ურანის რუსეთში გატანა, თუმცა არ არის მზად, სრულად თქვას უარი ბირთვულ პროგრამასა და ბალისტიკურ რაკეტებზე.

ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებებზე 23 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც ისაუბრა. მან მოლაპარაკებებს „ძალიან კარგი და პროდუქტიული“ უწოდა. ამის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა პენტაგონს დაავალა, ხუთი დღით გადაედო ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები.

ირანი უარყოფს, რომ აშშ-თან რაიმე მოლაპარაკებებს მართავდა.

გამოცემა „აქსიოსი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებებში შუამავლების როლს თურქეთი, ეგვიპტე და პაკისტანი ასრულებდნენ. ორი დღის განმავლობაში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცალ-ცალკე გამართეს შეხვედრები როგორც ამერიკულ, ისე ირანულ მხარესთან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს 14:00 საათზე (ხონი, ხვიჩიას I-ელი შესახვევი, N13)

დონალდ ტრამპი – ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული, ჩვენ ეს ომი მოვიგეთ

ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია. ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „ნიუ იორკ თაიმსი“.„კითხულობთ „ნიუ იორკ თაიმს“ და გგონიათ, რომ ომს ვერ ვიგებთ მაშინ, როცა ირანს არც ფლოტი აქვს, არც საჰაერო ძალები და საერთოდ არაფერი გააჩნიათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ჯონი ხეცურიანი – სახელმწიფოს ცალმხრივად ჰქონდა უფლება, ეკლესია დაექვემდებარებინა, ეს შეიზღუდა კონსტიტუციური შეთანხმებით, ხელისუფლებები რაიმეს ვერ შეცვლიან, თუ ეკლესიას არ მოელაპარაკნენ

სახელმწიფოს ცალმხრივად ჰქონდა უფლება, ეკლესია დაექვემდებარებინა, კონსტიტუციური შეთანხმების შემდეგ კი, ეს უფლება შეიზღუდა, – ამის შესახებ აკადემიკოსმა, ჯონი ხეცურიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.„ყველაზე დიდი ზიანი სახელმწიფოსგან მიადგა ეკლესიას და ეს მოხდა სწორედ სამართლებრივი აქტების მეშვეობით. ეს შიშის კონსტიტუციაა, შიშისგან გამოწვეული, რომ არ მოხდეს ისევ ისტორიის განმეორება, რაც დაემართა ჩვენს ერს, სახელმწიფომ ცალმხრივად რომ არ იმოქმედოს. ხელისუფლებები იცვლებიან, სხვადასხვა შეხედულების, იდეოლოგიის ადამიანები მოდიან და რა ვიცით, ვინ რას გააკეთებს? ამის შედეგად, თუ რამე უნდათ, შეცვალონ, ვერ შეცვლიან, თუ ეკლესიას არ მოელაპარაკნენ. ეს არის“, – განაცხადა ხეცურიანმა.მისივე თქმით, 2022 წელს კონსტიტუციაში ჩაიწერა ნორმა, რომ კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს არა მარტო კონსტიტუციას, ჩვენს ძირითად კანონს, არამედ საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს ადამიანის უფლებების სფეროში.„შესაბამისად, თუ არ იქნება შესაბამისობა დაცული და დარღვეული იქნება ვინმეს ინტერესები ან უფლებები, მოქალაქეს უფლება აქვს, გაასაჩივროს კონსტიტუციური შეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოში. ამიტომ, კონსტიტუციური შეთანხმებისგან თუ ვინმეს ზიანი მიადგება, არსებობს სასამართლო დაცვის უფლება“, – განაცხადა ხეცურიანმა.ხეცურიანის თქმით, ასევე იყო ხმაურიანი განცხადებები დისკრიმინაციის ნაწილზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან.„ძირითადად, იყო ორი შენიშვნა, რომელსაც უფრო რეზონანსი მიეცა. ერთი, რომ თქვენ ამით ფაქტობრივად, სახელმწიფო რელიგიას ადგენთ და მეორე, ქვეყანაში სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს აყენებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და ისინი მოითხოვდნენ, მათთანაც დადებულიყო კონსტიტუციური შეთანხმება. მინდა გითხრათ, რომ აქ არავითარი სახელმწიფო რელიგიის დადგენა არ ხდება და სხვათა შორის, ასეც რომ იყოს, მსოფლიოს 43 ქვეყანაშია სახელმწიფო რელიგია გამოცხადებული; მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებშიც. ქვეყნების რიგში, სადაც სახელმწიფო რელიგია აქვთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც არიან. აქ არის, როგორც მონარქიული ქვეყნები, სკანდინავიის ქვეყნები, დანია მათ შორის, ასევე აქ არის საბერძნეთი, ბულგარეთი, პორტუგალია და ა.შ; მაგალითად, ნორვეგიის კონსტიტუციაში ასეთი მუხლია ჩაწერილი, რომ ნორვეგიაში ოფიციალური რელიგია არის ევანგელურ-ლუთერანული რელიგი და ამ აღმსარებლობის მცხოვრებნი ვალდებული არიან, ასევე აღზარდონ შვილები. ეს ძალიან მძიმე მუხლია და ჩვენ კონსტიტუციის შეთანხმებაზე როდესაც ვმუშაობდით, მე ვენეციის კომისიის წევრი გახლდით და ვთხოვე იქ, რომ განმარტება მოეცათ ამის თაობაზე. იქ მითხრეს, რომ ეს ფორმალურად წერიაო და მე ვუთხარი, რომ ჩვენც ფორმალურად ჩავწერთ, ანალოგიურად, მაგრამ ამაზე კატეგორიული წინააღმდეგი წავიდნენ, ამაზე არც იფიქროთ და რაღაცო, გვითხრეს“, – განაცხადა ხეცურიანმა.

დელსი როდრიგესი – მომდევნო კვირას ჩვენი დიპლომატიური დელეგაცია აშშ-თან პოლიტიკური დიალოგის დასაწყებად ვაშინგტონში გაემგზავრება, ტრამპს მოვთხოვეთ, მოეხსნა სანქციები ვენესუელაზე

ვენესუელის პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირას ვენესუელის დიპლომატიური დელეგაცია აშშ-თან პოლიტიკური დიალოგის დასაწყებად ვაშინგტონში გაემგზავრება.ამის შესახებ როდრიგესმა კარაკასში ინვესტორებთან შეხვედრისას განაცხადა.როგორც როდრიგესმა ინვესტორებს განუცხადა, ვენესუელა მათ გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის სამართლებრივ გარანტიებსა და პოლიტიკურ სტაბილურობას სთავაზობს.ვენესუელის ლიდერმა ასევე პირდაპირ მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს, რომ მოუხსნას ვენესუელას სანქციები.„ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს მოვთხოვეთ, არა მხოლოდ ვენესუელის, არამედ თავად ინვესტორების სახელითაც, მოეხსნა სანქციები ვენესუელაზე, მხოლოდ ლიცენზია არ იძლევა გრძელვადიანი ინვესტიციისთვის საჭირო სიცხადეს“, – აღნიშნა დელსი როდრიგესმა.

რომელ დღეებში დაისვენებენ სააღდგომოდ სკოლებსა და ბაღებში

წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს. ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: წითელი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. ამიტომ, 10-13 აპრილი ოფიციალურად უქმე დღეებია.აღსანიშნავია, რომ 9 აპრილი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე, ასევე ოფიციალურად უქმე დღეა, რომელიც წელს ხუთშაბათს ემთხვევა.შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

ბოლო სიახლეები