შაბათი, ივნისი 14, 2025

ისრაელის თავდაცვის ძალები – ისრაელმა ირანზე დარტყმისთვის ღამით 200 მოიერიშე გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, სამხედრო და ბირთვული პროგრამის სამიზნეებზე შეტევა გრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.

მისი თქმით, ისრაელელი პილოტები ჯერ კიდევ უტევენ ირანის სხვადასხვა რაიონში სამხედრო და ბირთვული პროგრამის სამიზნეებს.

„დარტყმები ზუსტი და სინქრონიზებული ოპერაციის ნაწილი იყო. პილოტები ჯერ კიდევ უტევენ სამხედრო და ბირთვული პროგრამის სამიზნეებს ირანის სხვადასხვა რაიონში“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა, ეფიმ დეფრინმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში  25 წლამდე გოგონების სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში  25 წლამდე გოგონების სიცოცხლე ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს სამი გარდაცვლილი დახვდა.ადგილობრივების ცნობით, და­ღუ­პუ­ლე­ბი 25-წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნე­ბი არი­ან.ად­გილ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ გადამზიდ სატვირთოს შეეჯახა.დაშავებულები კლინიკა "ბიემსიში" არიან გადაყვანილები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდებათ საჭირო კვლევები.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ძალიან მალე თქვენ იხილავთ ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს თეირანის ცაში, ჩვენ დავარტყამთ აიათოლას რეჟიმის ყველა სამიზნეს

ისრაელი დაარტყამს ირანის თითოეულ ობიექტსა და სამიზნეს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, ისრაელმა უზარმაზარი დარტყმა მიაყენა ურანის გასამდიდრებელ ობიექტს.ჩვენ მივაყენეთ უზარმაზარი დარტყმა ირანის მთავარ ურანის გასამდიდრებელ ობიექტს და თუ საჭირო იქნება კიდევ დავარტყამთ. უდიდესი საფრთხეა ბალისტიკური რაკეტებიდან, ჩვენ მივიღეთ ზომები ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობების გასანადგურებლად. ძალიან მალე თქვენ იხილავთ ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს თეირანის ცაში. ჩვენ დავარტყამთ აიათოლას რეჟიმის ყველა სამიზნეს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ამ დრომდე განხორციელებული დარტყმები არაფერია იმასთან შედარებით, რაც მომდევნო დღეებში იქნება.

ვახტანგ გომელაური შსს-ში საკადრო ცვლილებებზე – პენსიაზე გავედით, პატარები ხომ არ ვართ, 50 წლისები ვართ – ბიძინა ივანიშვილთან მქონდა თუ არა წასვლასთან დაკავშირებით საუბარი?...

პენსიაზე გავედით, პატარები ხომ არ ვართ, 50 წლისები ვართ - ძალიან კარგი ახალი მინისტრი დაინიშნა, ჩემი მეგობარი და ოჯახის წევრია,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებზე, მათ შორის მისი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) თანამდებობიდან წასვლაზე.ვახტანგ გომელაური, რომელიც გელა გელაძემ შს მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა, მიიჩნევს, რომ გელა გელაძე „ბევრ კარგს გააკეთებს“, თუმცა კითხვა - შეათანხმა თუ არა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, გომელაურმა უპასუხოდ დატოვა.„პენსიაზე გავედით, პატარები ხომ არ ვართ, 50 წლისები ვართ. ძალიან კარგი ახალი მინისტრი დაინიშნა, მინდა წარმატებები ვუსურვო, ჩემი მეგობარი და ოჯახის წევრია, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ კარგს გააკეთებს, რაც მე გავაკეთე...ბიძინა ივანიშვილთან მქონდა თუ არა წასვლასთან დაკავშირებით საუბარი? - ვინ გეკითხებათ?“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენგომელაურმა დაადასტურა, რომ პროკურატურაში ჩორჩანასთან 2019 წელს პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით იკითხებოდა.„გიდასტურებთ, რომ გამოკითხვა ეხებოდა ჩორჩანას საქმეს. ჰქონდათ კითხვები, რადგან მაშინ ვიკავებდი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას. მოგეხსენებათ, საოკუპაციო მიმართულებით ყველა მნიშვნელოვანი თემა. რა თქმა უნდა, გადის უსაფრთხოების სამსახურთან. ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესწრება აიპიემის შეხვედრებს და ა.შ.ჩაგვაყენეს თუ არა საქმის კურსში და შევთანხმდით თუ არა საგუშაგოს აღმართვაზე, გიდასტურებთ რომ შეთანხმება არ ყოფილა, ჩვენ შეთანხმებული არ გვქონდა, გავიგეთ პოსტფაქტუმ. მთავარი არ არის, ვიყავი თუ არა საქმის კურსში, მთავარია, რომ საგუშაგო არ უნდა დადგა იქ, სადაც გინდა. ჩვენი ტერიტორია, რა თქმა უნდა, ჩვენია აქეთაც და იქითაც, თუმცა სამწუხაროდ ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ. ხდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმება. ისინი საერთო ფორმატში ათანხმებდნენ. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, რომ კი ბატონო გააკეთეთ, ჩვენ პრობლემა არა გვაქვს იქითა მხრიდან. ასე რომ, მარტო უშიშროების ხელმძღვანელი ან თუნდაც ვინმე დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩააყენო საქმის კურსში, ესე არ ხდებოდა. ეს ხდებოდა უკვე კომპლექსურად, საქმის კურსში უნდა ჩაგეყენებინა პრემიერ-მინისტრი, უსაფრთხოების სამსახური. ჩვენ მერე საქმის კურსში ვაყენებდით ევროკავშირის მისიას. ესე ხდებოდა ყველაფერი, თუნდაც გაძლიერება ამა თუ იმ მიმართულებით. ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა, გავიგეთ პოსტფაქტუმ. გავიგეთ უკვე, რომ დაიწყო გზის დამუშავება და ერთ დღეში ხომ არ გაკეთდა ეს საგუშაგო, გზის გაყვანა, მოსწორება. პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში იყო თუ არა, მე როგორც ვიცი, არ იყო საქმის კურსში და, როგორც მახსოვს, ჩვენ მოვახსენეთ“, – განაცხადა გომელაურმა.

დაღუპულები 25 წლამდე გოგონები არიან – გონიოში მომხდარი ავარიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს სამი გარდაცვლილი დახვდა.ადგილობრივების ცნობით, და­ღუ­პუ­ლე­ბი 25-წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნე­ბი არი­ან.ად­გილ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ გადამზიდ სატვირთოს შეეჯახა.დაშავებულები კლინიკა "ბიემსიში" არიან გადაყვანილები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდებათ საჭირო კვლევები.გარდაცვლილთა ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს.შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ბოლო სიახლეები