სამშაბათი, მარტი 3, 2026

ისრაელის ელჩი – ისრაელი ბოლო 47 წლის განმავლობაში ირანის რეჟიმის მხრიდან ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ ცხოვრობდა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, საფრთხის მოშორების მიზანს უნდა მივაღწიოთ

ისრაელი ბოლო 47 წლის განმავლობაში ირანის რეჟიმის მხრიდან მუდმივი ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ ცხოვრობდა, ისრაელის ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა დიპლომატიური საშუალების ჩავარდნის შემდეგ ერთადერთი გამოსავალი ირანის მუდმივი და ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრა იყო, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ვალიდ აბუ ჰაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ირანისგან მომავალი საფრთხის აღსაკვეთად საჭირო გახდება ირანის რეჟიმის შეცვლა, რისთვისაც აშშ და ისრაელი არიან მზად, რადგან უკან დასახევი გზა არ არსებობს.

ელჩის თქმით, მოკავშირეები მზად არიან და მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.

„ჩვენი საჰაერო ძალების დარტყმები მიმართულია ტერორისტული სამიზნეების და ამ რეჟიმის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ. ამ საფრთხის აღმოფხვრა ამ რეჟიმის მოშორებას თუ ნიშნავს, დაე, ასე იყოს. უკან დასახევი გზა არ არსებობს. გადაწყვეტილება მიღებულია. მოგვიწევს ამ საფრთხის მოშორება. ამ რეჟიმს არ აქვს უფლება, გააგრძელოს ისრაელის მიმართ მუქარა და ტერორი რეგიონში ნებისმიერი ქვეყნის და, თუნდაც, ირანის ქუჩებში უდანაშაულო ირანელების წინააღმდეგ. იანვარში ვნახეთ, როგორ დახოცეს 36 000-ზე მეტი უდანაშაულო ირანელი, რომლებიც უბრალოდ თავისუფლებას ეძებდნენ. ვფიქრობ, ათობით მილიონი ირანელი ბედნიერი იქნება ამ საფრთხის მოხსნით. ვერ გეტყვით, რამდენი დრო დასჭირდება ამას, მაგრამ ერთი რამ ვიცი და ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ასევე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს ძალიან ნათლად განაცხადეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მიზანს უნდა მივაღწიოთ. იქნება ეს ერთი დღე, კვირა თუ კიდევ მეტი, ჩვენ მზად ვართ. ძალიან მომზადებული ვართ. ისრაელის ისტორიაში ყველა ჩვენი ომი თავდაცვითი იყო. ისრაელმა მშვიდობისთვის ხელი გაუწოდა მათ, ვისაც ახლო აღმოსავლეთში და ისრაელთან მშვიდობიანად ცხოვრება სურს. ჩვენ მშვიდობა გვაქვს სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, მაროკო, ეგვიპტე და იორდანია. ჩვენ არ შეგვიძლია ტერორისა და ძალადობის გზის ატანა, რაც ისრაელის სახელმწიფოს არსებობისთვის საფრთხის შემცველია. ამას უნდა გავუმკლავდეთ. დიპლომატია თუ ჩავარდება, სხვა საშუალებებიც გვექნება ამასთან გასამკლავებლად“, –  განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა, ვალიდ აბუ ჰაიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გაერო-ში ირანის ელჩი – ამ ეტაპზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების სარგებლიანობაში ეჭვი ძალიან გვეპარება

გაერო-ში ირანის ელჩი ალი ბაჰრეინი აშშ-თან მოლაპარაკებების პერსპექტივას ეჭვქვეშ აყენებს.„ამ ეტაპზე ჩვენ ძალიან გვეპარება ეჭვი მოლაპარაკებების სარგებლიანობაში“, – განუცხადა ალი ბაჰრეინიმ ჟენევაში ჟურნალისტებს.მისივე თქმით, ირანი გააგრძელებს თავის დაცვას აგრესიის დასრულებამდე.ამასთან, ბაჰრეინიმ აღნიშნა, რომ ირანის მეზობელ ქვეყნებში არსებული რომელიმე ბაზა თუ იქნება გამოყენებული ირანზე თავდასხმისთვის ან შეჭრისთვის, თეირანი მას „ლეგიტიმურ სამიზნედ“ მიიჩნევს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს აშშ-თან მოლაპარაკების გამართვა სურს, თუმცა ამისთვის „ძალიან გვიანია“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გამართვა სურს, თუმცა ამისთვის „ძალიან გვიანია“.„მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და ხელმძღვანელობა აღარ არსებობს. მათ საუბარი სურთ. მე ვთქვი: „ძალიან გვიანია““, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.ამასთან, ტრამპი აზიარებს „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიას სახელწოდებით: „ჩვენ ტრამპის დოქტრინის დაბადების მოწმენი ვართ“.„რეიგანის მსგავსად, პრეზიდენტმაც იპოვა გზა, რომ შეეცვალა მსოფლიო სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე“, – აღნიშნულია „ვაშინგტონ პოსტის“ პოსტში.

საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, ჟან-ნოელ ბარომ ჩინელ კოლეგასთან ირანში მიმდინარე ომზე ისაუბრა, მხარეები დეესკალაციის მიმართულებით მუშაობაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ სატელეფონო საუბარი გამართა ჩინელ კოლეგასთან, ვან ისთან, ირანში მიმდინარე ომის საკითხზე.საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ორივე მხარე შეთანხმდა დეესკალაციის მიმართულებით მუშაობაზე.განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრები შეთანხმდნენ პოლიტიკური გადაწყვეტის ძიებაზე, რომელიც უზრუნველყოფს კოლექტიურ უსაფრთხოებას და გაითვალისწინებს ირანელი ხალხის მისწრაფებებს.საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანი პასუხისმგებელია მიმდინარე ესკალაციაზე, მას შემდეგ, რაც „თეირანმა რეგიონში რამდენიმე ქვეყანას უსამართლოდ შეუტია“.ბარომ ასევე გააკრიტიკა ირანი იმის გამო, რომ თეირანმა არ დაიცვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები. კერძოდ, ბირთვულ პროგრამასთან, ბალისტიკურ აქტივობებთან და უკანონო შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ასევე კეთილსინდისიერი მრავალმხრივი მოლაპარაკებების უარყოფისთვის.საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ იყო ჩართული შეერთებული შტატებისა და ისრაელის ქმედებებში და მათ შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონია.მისივე თქმით, ქვეყნებმა „პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ საერთაშორისო ინსტიტუტებს დავების მოსაგვარებლად და საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენების დროსაც“.ორი ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე დიალოგს გააგრძელებენ.

„ყოველ კონცერტზე დედა იჯდა პირველ რიგში. დღეს ეს სკამი სიმბოლურად ცარიელია” – ანრი ჯოხაძის ემოციური მიმართვა

რუსთაველის თეატრის სცენაზე ანრი ჯოხაძის შემოქმედებითი საღამო შედგა, რომელიც მომღერალმა დედის ხსოვნას მიუძღვნა. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა მომენტი, როდესაც ანრი ჯოხაძემ „ყვავილების ქვეყანა“ შეასრულა. შესრულებამდე მან ემოციური სიტყვები წარმოთქვა.„ყოველ კონცერტზე დედა იჯდა პირველ რიგში, პირველ სკამზე. დღეს ეს სკამი სიმბოლურად ცარიელია… ეს მისი ადგილი იყო. მე მინდა შევასრულო სიმღერა, რომელთანაც განსაკუთრებული ემოციური ბმა მაქვს. როდესაც მამა ციხიდან გამოვიდა და სახლში 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა, დედა გამოვიდა და მას „ყვავილების ქვეყანა“ უმღერა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ოჯახში სიყვარულის ასეთი ახსნა დავინახე და გავიგე. დღეს ამ გენიალურ სიმღერას კონკრეტულად დედას ვუძღვნი," - თქვა ანრიმ.

ისრაელმა ირანის ექსპერტთა ასამბლეის შენობას დაარტყა, რომელიც ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი, – ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელმა საჰაერო თავდასხმის შედეგად გაანადგურა ირანის მთავარი პოლიტიკური შენობა, სადაც „ექსპერტთა ასამბლეის“ წევრები იკრიბებოდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.„ექსპერტთა ასამბლეა“ ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი.მედიის ცნობით, თავდასხმას ადასტურებს ისრაელის თავდაცვის სამინისტროც.ირანის ექსპერტთა ასამბლეა 88 წევრისგან შედგება და მას ახალი უზენაესი ლიდერის არჩევა ევალება. უცხოური მედიის ცნობით, ამ ეტაპზე გაურკვეველია, რამდენი მათგანი იმყოფებოდა შენობაში დარტყმის დროს.

ბოლო სიახლეები