კვირა, ოქტომბერი 26, 2025

ის იკადრეს, რაც არ უნდა ეკადრებინათ, უბრალოდ, „გადამაგდეს“ – რას ჰყვება ზურა ნიჟარაძე

რა ასაკიდან გახდა მსახიობი ზურა ნიჟარაძე ფინანსურად დამოუკიდებელი, როგორი მხარჯველია ის და რა ეხმარება მას ფინანსების სწორად გადანაწილებაში – ამ კითხვებზე მსახიობი ჟურნალ „თბილისელებს“ პასუხობს.

ზურა ნიჟარაძე: პირველი ანაზღაურება პირველ კურსზე ავიღე. ეს იყო რეკლამის თუ ფილმის მასობრივი სცენის გადაღება. ის ფული ბიჭებთან ერთად დავხარჯე. ბევრი არ იყო, მაგრამ ამ ამბის აღსანიშნად გვეყო.

ფინანსური დამოუკიდებლობა ცოტა გვიან მოვიდა. მაშინ უკვე სტუდენტი აღარ ვიყავი. 2006 წლიდან ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა თეატრი, რეკლამები, ფილმები. მაშინ მთავარი და დიდი როლები არ მქონდა, მაგრამ პატარ-პატარა სცენებში მიღებდნენ. არაფერს ვთაკილობდი. მარტო მაშინ არა, ახლაც ასე ვარ. ჩემთვის მთავარია, ვინ იღებს მას, ფინანსებს და როლის მასშტაბს არ აქვს მნიშვნელობა.

– როცა თვითონ გჭირდებათ ფული, დახმარებისთვის პირველი ვინ გახსენდებათ?

– ძალიან არ მიყვარს ფულის სესხება. ჩემს სიცოცხლეში 3-4-ჯერ მექნება ნასესხები. თუ ძალიან მიჭირდა, მერჩივნა, შავი პური მეჭამა, მაგრამ არავის ვალი არ მქონოდა.

იმ ერთეულ შემთხვევებშიც, მხოლოდ მაშინ მიმიცია ჩემი თავისთვის სხვისგან ფულის თხოვნის უფლება, როცა ზუსტად მცოდნია, რომ დასაბრუნებელი ფული, ეჭვგარეშე, მალე მექნებოდა. ვინმეს ფული იმის იმედად გამოვართვა, რომ მერე რამე გამოჩნდება, ჩემთვის ეს გამორიცხულია.

– ფული ყველაზე წარმატებულად რაში დაგიხარჯავთ?

– რაც ჩამიფიქრებია, ძირითადად, ყველაფერი გამოსულა. დიდი ბიზნესმენი მე არ ვარ, მაგრამ რაღაც ალღო მაქვს ამ საქმეში. რამდენიმე საქმეში წამიგია, მაგრამ არა ჩემი მიზეზით. უბრალოდ, „გადამაგდეს“. ის იკადრეს, რაც არ უნდა ეკადრებინათ და მერე მსგავსი ტექსტებით იმართლებდნენ თავს – „თუ გინდა მომკალი, რა ვქნა!?“ მართლა ხომ არ მოვკლავდი ადამიანს?! თორემ, ჩემი უნიჭობის გამო ფული არასდროს დამიკარგავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ახალი წლიდან ხელფასები და პენსია იზრდება – ცნობილია ვინ რამდენი ლარით მეტს მიიღებს

2026 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში ხელფასები ისევ იზრდება - ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტში.კერძოდ, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, ხელფასები 10%-ით გაეზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს. შედეგად, როგორც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, ბოლო 4 წლის განმავლობაში საჯარო სექტორში ხელფასები 46%-ზე მეტით გაიზრდება.უფრო კონკრეტულად, განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ 1-ელი იანვრიდან ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ:პოლიციელებს;ჯარისკაცებს;საჯარო სკოლების მასწავლებლებს;ბაღის თანამშრომლებს;პირველადი ჯანდაცვის პერსონალს.ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, საჯარო სკოლების მასწავლებელთა საშუალო ხელფასის ზრდა 700-800 ლარის ფარგლებში მოხდება, ხოლო საბავშვო ბაღების პერსონალის საშუალო ხელფასის 400-500 ლარით.აღსანიშნავია, რომ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის შესაბამისად, მომავალი წლიდან გაიზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურებაცაქვე შეგახსენებთ, რომ 2026 წლის იანვრიდან გაიზრდება ასაკობრივი პენსიაც. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება.აღსანიშნავია, რომ ეს არის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.

წითელ წიგნში შეტანილი მურა დათვის მოკვლის კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა – გარემოს დაცვის დეპარტამენტი ბრაკონიერის მიმართ გამოძიების დაწყებას გეგმავს

უკანონო ნადირობა - კადრები, რომელმაც მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, როგორ კლავს ტყეში უცნობი პირი წითელ წიგნში შეტანილ მურა დათვს. ჩანს თოფიც, საიდანაც მან ცხოველს რამდენჯერმე ესროლა.ფაქტზე, სავარაუდოდ, გამოძიება დაიწყება. გარემოს დაცვის დეპარტამენტმა შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.უწყება სავარაუდო დანაშაულზე საუბრობს, რომელსაც შესაბამის კვალიფიკაციას სამართალდამცავი ორგანოები მიანიჭებენ. მათივე ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის, მამაკაცს, დაახლოებით 50 000 ლარიანი ჯარიმაც დაეკისრება.წითელ წიგნში შეტანილი რამდენიმე მურა დათვი თბილისის ზოოპარკშიც ბინადრობს. დედაქალაქის ზოოლოგიური პარკის დირექტორი ამბობს, რომ ისინი მათთან მსგავსი შემთხვევების შედეგად მოხვდნენ. უკანონო ნადირობის დროს მარტო დარჩენილი რამდენიმე ბელი მათთან მოქალაქეებმა მიიყვანეს. როგორც ზურაბ გურიელიძე ამბობს, განსაკუთრებული საფრთხე წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებს ექმნებათ.უკანონო ნადირობა, ცხოველის დატყვევება და ვაჭრობა, საქართველოში როგორც სისხლის სამართლის კოდექსის, ასევე ადმინისტრაციული წესით ისჯება. სასჯელის ზომა და ჯარიმის ოდენობა დანაშაულის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება. განსაკუთრებით მკაცრი რეგულაციებია წითელ წიგნში შეტანილი სახეობების დასაცავად.გარემოს დაცვის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, არ დაარღვიონ კანონი. ზედამხედველობის დეპარტამენტი მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში ატარებს. მუშაობს ცხელი ხაზიც, რომელზეც მსგავს შემთხვევებში ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

შალვა პაპუაშვილი – შვედი დეპუტატი საქართველოზე საუბარს ისევ რომ ბედავს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას, არც საელჩოს ბოდიში არ მოუხდიათ, შარშან,...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ვიდეომიმართვას ეხმიანება.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მის დღევანდელ ვიდეომიმართვასაც იგივე მიზანი აქვს, რაც შარშან მაიდნისკენ მის მოწოდებას.„ის, რომ ეს შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას და არც შვედეთის საელჩოს ბოდიში არ მოუხდიათ, შარშან, მის მიერ, მაიდნის სცენარის განხორციელებით ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო.მის დღევანდელ ვიდეომიმართვასაც იგივე მიზანი აქვს, რაც შარშან მაიდნისკენ მის მოწოდებას,”- წერს პაპუაშვილი.

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 4 წლის ბავშვი გლანდების ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

თერჯოლაში გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.პატარა თომას ოპერაცია კლინიკა „გიდში“ ჩაუტარდა.კლინიკის დირექტორის დიმიტრი მხეიძე ამბობს, რომ ოპერაციის შემდეგ ბავშვი კლინიკიდან გაწერეს, თუმცა დედამ პატარა მესამე დღეს კლინიკაში სისხლდენის გამო დააბრუნა.„მეორე დღეს ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. მესამე დღეს კი ბავშვი დაბრუნდა უკან, რადგან დედამ შეამჩნია სისხლიანი ნაკერები. დილით მოვიდა, დაახლოებით 10 საათზე, და რამდენიმე საათში დაიწყო ძლიერი სისხლდენა.ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო - მათ დახმარება გაუწიეს ბავშვს. ბავშვი ვერ აღებდა პირს, რის გამოც გახდა აუცილებელი ანესთეზია. საჭირო იყო მცირე მანიპულაცია, რათა მოეწვათ სისხლძარღვი და შეეჩერებინათ სისხლდენა.ბავშვს გაუკეთდა ანესთეზია, ჩატარდა აუცილებელი პროცედურა, სისხლძარღვი მოეწვა და სისხლდენა შეწყდა, მაგრამ რამდენიმე წუთში ბავშვის გული გაჩერდა“, - ამბობს კლინიკის დირექტორი ambebi.ge-სთან საუბრისას.

ლევან იოსელიანი – იმ ადამიანების პოლიტიკაში ხილვა არ მინდა, რომლებიც ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვაში მონაწილეობდნენ, არ მინდა, ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ადამიანი, რომელიც გუშინ ციხეში...

იმ ადამიანების პოლიტიკაში ხილვა არ მინდა, რომლებიც ადამიანების უფლებების სისტემურ ფეხქვეშ გათელვაში იღებდნენ მონაწილეობას, ამ ყველაფერში იყო ჩართული და ამას ამართლებდა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.იოსელიანს „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.„ნამდვილად არ მინდა, ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, რომელიც გუშინ ციხეში ადამიანებს აწამებდა. ძალიან ბევრია, ვინც ამას ამართლებდა, ვინც ამის მონაწილე იყო. არც ის ადამიანები არ უნდა იყვნენ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებები, ვინც ასეთ რამეში იქნება მხილებული. რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებას, სარჩელს როცა ვნახავთ, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, წინასწარ ასეთ რამეზე საუბარი მიჭირს. ერთი შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი რამ მომხდარა სხვა ქვეყნებშიც. საქართველო არ იქნება პირველი შემთხვევა. გერმანიაშიც მომხდარა, ესპანეთშიც, თურქეთშიც, საქართველოშიც. ზვიად გამსახურდიამ თავის დროზე აკრძალა კომუნისტური პარტიის მონაწილეობა. სასამართლომ უნდა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება. სასამართლო თუ იქნება დაუსაბუთებელი, დარწმუნებული ვარ, შემდეგ სტრასბურის სასამართლო ამ ყველაფერზე განსხვავებულ მოსაზრებას გამოაქვეყნებს. ეს ის საკითხი არ არის, რაც, საბოლოო ჯამში, გაურკვეველი დარჩება. თუ იქნება დასაბუთებული, სტრასბურგის სასამართლოც ან არ განიხილავს, არ მიიღებს წარმოებაში ან არ გაითვალისწინებს გამსაჩივრებლის პოზიციებს. ასე რომ, ვნახოთ, დაველოდოთ პროცესს. პერსონალურად ვინმეს მიმართ წინააღმდეგობა არ მაქვს, პერსონალურად არავინ მინდა ციხეში მოხვდეს, აიკრძალოს ან სხვა პრობლემები შეექმნას, მაგრამ ადამიანების უფლებებს ვინც ფეხქვეშ თელავდა ან თელავს, ჩემი აზრით, მათ ჭკუა არ უნდა გვასწავლონ, ჩვენი მომავალი არ უნდა განსაზღვრონ და პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ბოლო სიახლეები