კვირა, მაისი 17, 2026

ირმა ხეცურიანმა პიზა 2024 მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ქალთა ნაკრებმა იტალიაში, ქალაქ პიზაში 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ასპარეზობა დაიწყო.

შეჯიბრების პირველ დღეს რაპირით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ნახევარფინალში ბელარუსი მოწინააღმდეგე ალესია ილმინსკაია 15:7 დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში კი უკრაინელ ნადია დოლოჰს 15:13 სძლია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შიო მესამე – ძმური ერთობით შევიკრიბეთ სამებაში, რათა ვადიდოთ უფალი, მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, სამღვდელოებას და ბერ-მონაზვნებს ლოცვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის

ჩვენ ძმური ერთობით შევიკრიბეთ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, რათა მშვიდობით და მადლიერებით ვადიდოთ ყოვლადმოწყალე უფალი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.შიო მესამემ მრევლს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თანადგომისა და სიყვარულისთვის.„განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს, მადლობას გიხდით აქ ჩამობრძანებისთვის. ეს არის დასტური ჩვენი ეკლესიების სულიერი ერთობის და ქრისტესმიერი სიყვარულის. გვწამს, რომ სწორედ ამ ერთობით და სისავსით განმტკიცდება ჩვენი რწმენა და ჩვენი ეკლესიების ერთობა. დღეს თქვენ წინაშე მდგარი სიმდაბლით და კრძალვით, კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლად მოწყალე უფალს კათოლიკოსპატრიარქობის დიდი პატივისთვის. ერთი მხრივ, გაცნობიერებული მაქვს ამ მოწოდების სიდიადე და ჯვრის სიმძიმე, მეორე მხრივ კი, ვგრძნობ ჩემს ადამიანურ სიმწირესა და უძლურებას, ამიტომ თქვენი ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და მხარდაჭერას მმატებს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ჩვენს სულიერ შვილებს, ჩვენს სამღვდელოებას და ბერ-მონაზვნებს ლოცვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის, ამ დღეებში რომ ასე შეგვეწეოდა, გვამხნევებდა, გვმატებდა ძალას და სიმტკიცეს“, – განაცხადა შიო მესამემ.

ცოტნე ივანიშვილი – ძალიან მტკივნეულია ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ამ ფაქტებზე წუხილს განვიცდი, ამის იქით არ არის ჩემი განსასჯელი

ძალიან მტკივნეულია ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღეზე, სამებაში განაცხადა.როგორც ჟურნალისტებს ცოტნე ივანიშვილმა გარკვეული პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ვერაფერს იტყვის აღნიშნულ საკითხზე, რადგან ეს საკითხი შესაბამისი სტრუქტურების პრეროგატივაა.„მეც განვიცდი ამ ფაქტებს. ამის იქით ეს არ არის ჩემი განსასჯელი, ამას განაპირობებს შესაბამისი უწყებები და მთავრობა. ამ ფაქტებზე მე წუხილს განვიცდი. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა სტრუქტურებმა“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

ცოტნე ივანიშვილი – პირველად ვხვდებით ოჯახის სიწმინდის დღეს პატრიარქ ილია მეორის გარეშე, განსაკუთრებულად ემოციურია დღევანდელი დღე, ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო

პირველად ვხვდებით ამ დღეს მისი დამფუძნებლის, პატრიარქ ილია მეორის გარეშე. ჩემი აზრით, ძალიან ბედნიერია მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, რომ ძალიან ღირსეული გამგრძელებელი გვყავს პატრიარქ შიო მესამის სახით, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამებაში განაცხადა.როგორც ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა, განსაკუთრებულად ემოციურია დღევანდელი დღე.„რაც შეეხება ამ დღის მნიშვნელობას, ცხადია, ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო. მშობლებისადმი პატივისცემა კი გამოხატულებაა უდიდესი მორალის და ღირსების. ძალიან მიხარია, რომ მეტი და მეტი ახალგაზრდა გამოდის და გვერდით უდგას ამ იდეას. ამით გამოხატავენ მშობლებისადმი პატივისცემას“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.ამასთან, ცოტნე ივანიშვილს კითხვა დაუსვეს საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ეკლესიისადმი გაკეთებულ განცხადებებზეც.„ნებისმიერი ქართველის პოზიცია ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს ერთიანი და ძალიან მკაცრი. მიუღებელია ეს ყველაფერი და იმდენად მძიმეა, ამორალურია, ამაზე საუბარიც რთულია. იმედი მაქვს, ეს ხალხი მოუხმობს ეთიკას, ღირსებას, მორალს და დაფიქრდებიან საკუთარ ნათქვამზე“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.​

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.17 მაისთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 10:00 საათზე საყოველთაო შეკრება დაიწყება საქართველოს 10 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, მცხეთასა და ოზურგეთში. ათივე ქალაქში საყოველთაო მსვლელობა ერთდროულად, 11:00 საათზე დაიწყება. შეკრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ლოცვა-კურთხევით იმართება.17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა.

პედიატრს არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის 130 ეპიზოდში ედება ბრალი

ბრანდენბურგის (გერმანია) ფედერალური მიწის პედიატრს ასობით დანაშაულებრივ ქმედებაში ედება ბრალი, მათ შორის - არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის მუხლით. სავარაუდო დანაშაული მან 2013-დან 2025 წლამდე პერიოდში ჩაიდინა.გლეინიკეს ხიდი პოტსდამს ბერლინთან აკავშირებს. 2025 წლის 14 ოქტომბერი რალფ ჰირშბერგერი / საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ამ შემთხვევამ შოკში ჩააგდო მთელი გერმანია და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში ბავშვთა დაცვისა და ზედამხედველობის მდგომარეობის კუთხით, საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. გერმანელი პროკურორების განცხადებით, ექიმმა-პედიატრმა, სამედიცინო შემოწმებისა და მკურნალობის სესიების დროს, სექსუალურად იძალადა რამდენიმე ბავშვზე, რომლებიც მისი პაციენტები იყვნენ.ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ბერლინის მახლობლად, ბრანდენბურგის მხარეში მდებარე კლინიკებში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულები მან, სავარაუდოდ, 12 წლის განმავლობაში ჩაიდინა. ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული, თუ რამდენი ბავშვი გახდა მისი მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.„ბრალდებულს სექსუალური თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული 130 დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. მათ შორის არის დამამძიმებელ გარემოებებში ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებები“, - აცხადებს პოტსდამის პროკურატურა. გერმანიის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ სავარაუდო დანაშაულები მოხდა 2013 წლის 1 დეკემბრიდან გასული წლის 5 ნოემბრამდე პერიოდში, უმეტეს შემთხვევაში - „პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რატენოვისა და ნაუენის საავადმყოფოებში“. 46 წლის ექიმი ნოემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მისი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთი პაციენტის დედას გაუჩნდა ეჭვი, რომ რატენოვის საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებაში მის შვილზე მკურნალობის დროს იძალადეს, და ამის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინა.იანვარში,როდესაც ეს საქმე გახმაურდა, კლინიკების ჯგუფმა, HavellandKliniken-მა განაცხადა, რომ ექსპერტების მონაწილეობით, შიდა გამოძიებას ატარებდა. შექმნილი კომისიის დასკვნით, ყოველთვის არ იყო დაცული „ოთხი თვალის პროტოკოლი“, რომლის მიხედვითაც, ბავშვის გასინჯვას ორი ადამიანი აუცილებლად უნდა ესწრებოდეს.„ეს ბრალდებები ძირს უთხრის პაციენტებისა და მათი ოჯახების ნდობას“, - განაცხადა ჯგუფის სამედიცინო დირექტორმა, მაიკ ლესნაუმ.პედიატრს, რომლის ვინაობაც კონფიდენციალურობის გერმანული კანონების გამო არ სახელდება, ბრალად ედება ბავშვებისა და მოზარდების მკურნალობის პროცესში ნდობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.ამ საქმემ გერმანიაში აღშფოთება გამოიწვია, რადგან ექიმები და პედიატრები პასუხისმგებელნი არიან ბავშვებზე ზრუნვაზე და ოჯახებს ხშირად წლების განმავლობაში უწევენ სამედიცინო დახმარებას. ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები და იურიდიული ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს ბრალდებები ხაზს უსვამს ჯანდაცვის დაწესებულებებში ბავშვთა დაცვის უფრო მკაცრი პროცედურების აუცილებლობას.გერმანიის ხელისუფლების ცნობით, ბრალდებული ექიმი ყოველგვარ დანაშაულს უარყოფს და, გერმანული კანონმდებლობის თანახმად, უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მისი ბრალეულობა სასამართლოში არ დამტკიცდება.

ბოლო სიახლეები