ხუთშაბათი, აგვისტო 21, 2025

ირინოლა ჩარკვიანი-წავიდა ჩვენი სიკეთე და სიყვარული…. შენ აფეთქდები და იცოცხლებ ყველა ბგერაში, სტრიქონში…სტროფში…. მა, ჩემო ძვირფასო ბიჭო, ჩემო თვალისჩინო… ჩემ სევდას გულში შევინახავ და მეყვარები სამარადისოდ

,,სიცარიელე… სევდის სინაზე… 😓
…წავიდა ჩვენი სიკეთე და სიყვარული…. 💔
შენ აფეთქდები და იცოცხლებ ყველა ბგერაში, სტრიქონში…სტროფში….
მა, ჩემო ძვირფასო ბიჭო, ჩემო თვალისჩინო…
ჩემ სევდას გულში შევინახავ და მეყვარები სამარადისოდ
“ახლა რა ვუყო…”-წერს მამუკა ჩარკვიანის ქალიშვილი ირინოლა ჩარკვიანი.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამდენი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ განხორციელებულა და ეს მხოლოდ დასაწყისია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამდენი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ განხორციელებულა და ეს მხოლოდ დასაწყისია, პრემიერმაც ისაუბრა, რომ ჩვენს ქალაქს ბევრი სპორტული ობიექტი შეემატება. ასევე, რეგიონებში იგეგმება ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ახალი საფეხბურთო ცენტრის „ავაზას“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო.მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მერს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას პროექტის განხორციელების პროცესში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.„დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და დედაქალაქის მერს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს სკოლა დაბრუნებოდა საზოგადოებას და ჩვენს ახალგაზრდა თაობას. ემოციურად ვარ განწყობილი, 12 წლის ასაკში, თბილისში სწორედ აქ დავიწყე ფეხბურთელის კარიერა. მახარებს დღეს განახლებულ საფეხბურთო სკოლას რომ ვხედავ. დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს სკოლა გაიხსნა, მაშინ ვინც დაიწყო აქ ფეხბურთის თამაში, უკვე შვილიშვილები ჰყავთ  და ტრადიცია, რომელიც საფეხბურთო სკოლა ავაზას ჰქონდა გაგრძელდება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.როგორც სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, 2012 წელთან შედარებით ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია. პრეზიდენტის განმარტებით, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგ, ფეხბურთის თამაშის მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.„გვსურს, მოსახლეობა ჯანსაღი ცხოვრების წესით იყოს დაკავებული. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. მუდმივად ვსაუბრობთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრთან, რომ ეს პროცესი იყოს განგრძობადი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს სპორტში ჩართული“,- განაცხადა პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სწორედ მსგავსი პროექტების განხორციელებაა იმ წარმატებების საფუძველი, რასაც  ქართველმა ფეხბურთელებმა მიაღწიეს. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ნაკრებს უახლოეს მომავალში მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიხილავთ.მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს UEFA -ს ეროვნული ასოციაციების სამმართველოს დირექტორის მოადგილე ტიერი ფავრიმ და   FIFA-ს რეგიონულმა კოორდინატორმა მარკო ფერიმ მიმართეს.კომპლექსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ისა UEFA-ს პროგრამა Hattrick-ის დაფინანსებით განხორციელდა. მის მოვლა-პატრონობას ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.ახალი ინფრასტრუქტურის გამოყენებას ბავშვთა ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები უფასოდ შეძლებენ.

თბილისში მარში სახელწოდებით – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ გაიმართა

თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში გაიმართა.მარშს ლოზუნგით –  „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა.„მედიის თავისუფლებას აქვს არსებითი მნიშვნელობა. სადაც არ არის თავისუფალი მედია, იქ არც თავისუფლებაა, არც დემოკრატია და არც თავისუფალი საზოგადოება. ინფორმაციის გარეშე არაფერი და არავინ ვართ, ამიტომ ეს უნდა შევიგნოთ და მგონი, რომ ეს შეგნებაც ჩანს დღეს. კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვა მედიის დასაცავად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.აქციის მონაწილეები ანთებული ფანრებით რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ და პარლამენტის წინ აქციას შეუერთდნენ.

კახა კალაძე – ყველა განცხადება, რომელსაც ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით, ემსახურება იმას, რომ დააზიანონ ქვეყნის იმიჯი და საქართველოს ხელისუფლება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ  „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებას, სადაც საუბარია  დაპატიმრებული პირების, მათ შორის მზია ამაღლობელის ინტერესებისთვის ბრძოლაზე, კონკრეტული მიზანი გააჩნია.„მე არ ვიცი, რას ემსახურება ამ ტიპის უაზრო განცხადებები, სხვანაირად ამას ვერ შეაფასებ, რადგან არსებობს კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული მტკიცებულებები, როდესაც  ადამიანები ჩადიან დანაშაულს. ამ ფონზე მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ ვიღაცები გადაარწმუნონ, აზრი შეუცვალონ, მაგრამ რას უშვრებიან დაკავებულთა კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებს? ყველამ  ნახა, მაგალითად, ქალბატონი მზია ამაღლობელი  როგორ ურტყამს ხელს პოლიციელს. ასეთი ქმედებებისთვის ევროპული პოლიცია როგორ მოქმედებს, ჩვენ ვიცით“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.მისი თქმით, მსგავსი განცხადებების მიზანია ქვეყნის იმიჯის, საქართველოს ხელისუფლების დაზიანება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება.„ყველა განცხადება, რომელსაც ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ დააზიანონ ქვეყნის იმიჯი და საქართველოს ხელისუფლება. მაგრამ ყველაზე მთავარი არის საქართველოს მოსახლეობის აზრი და ამაში უშვებენ ძალიან დიდ შეცდომას. ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რა ხდება რეალურად, ძალიან კარგად აფასებს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც გარედან გაგიჟებულები იბრძვიან ვითომ საქართველოს დემოკრატიისთვის, თითქოს ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე გული შესტკივათ. რეალურად მათი მთავარი ამოცანა და მიზანი არის ის, რომ როგორმე ხელისუფლების სადავეები ხელში ჩაიგდონ იმისთვის, რომ მაშინვე ქვეყანა ჩართონ ომში რუსეთის წინააღმდეგ და გააღვივონ ის პროცესები, რაც ხდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტობისას, ნიკა გვარამია „მაკკეინის ინსტიტუტის“ დავალებით შეიწყალა, როგორც ამაზე „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაშია საუბარი, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს გამორიცხული არ არის.„არაფერია გამორიცხული, ნუ გაგიკვირდებათ. სალომე ზურაბიშვილი არის ისეთივე ჩვეულებრივი აგენტი, როგორც დანარჩენი რადიკალები – გვარამია და სხვები. არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ჩვეულებრივი აგენტურაა – ჰყავთ თავიანთი პატრონები და რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. არც ეს არის გამორიცხული, რაზეც თქვენ ხაზი გაუსვით, რომ სალომე ზურაბიშვილს მიაღებინეს ეს გადაწყვეტილება, უბრძანეს, დაავალეს, რომ ის ყოფილიყო გათავისუფლებული“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე – არანაირი ინტერესი არ მაქვს, ვისაუბრო ოპონენტებზე, მე ვესაუბრები მოსახლეობას

ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და გადავლახოთ ყველა პრობლემა, რომელიც დღეს დედაქალაქში არსებობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, მას ოპოზციის მერობის ერთიან კანდიდატზე საუბრის ინტერესი არ აქვს.„მე არანაირი ინტერესი არ მაქვს, ვისაუბრო ოპონენტებზე. მე ვესაუბრები მოსახლეობას, თბილისში მცხოვრებ ადამიანებს, ვსაუბრობ იმ პროექტებზე, რაც გავაკეთეთ, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც. არც იმის გვერიდება, რომ ვისაუბროთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც თბილისში ძალიან ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქისთვის ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. თბილისში, თავისი სიძველიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს.ბევრი ადამიანი, შესაძლოა, ამ პრობლემებს ვერ ამჩნევს, ვერ ხედავს, თუმცა ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და გადავლახოთ ყველა პრობლემა, რომელიც დღეს დედაქალაქში არსებობს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ეთელ კატერჰემი 116 წლის ასაკში გარდაიცვალა

ეთელ კატერჰემი 1909 წლის 21 აგვისტოს, ტიტანიკის ჩაძირვამდე 3 წლით ადრე დაიბადა. ბრიტანელი ქალი უკანასკნელი ადამიანია, რომელიც ედუარდ VII-ს მეფობას მოესწრო, რომლის შვილთაშვილის შვილმა, მეფე ჩარლზ მესამემ, კატერჰემს სპეციალური მისალოცი ბარათი გამოუგზავნა.

ბოლო სიახლეები