ოთხშაბათი, დეკემბერი 4, 2024

ირინა იმერლიშვილი – მოსამართლე ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში უნდა დარჩეს მიუკერძოებელი, არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპატიებით, ამის დასტურია ბევრი ჩემი გადაწყვეტილება

არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების წარმოებაში მიღების კანონისმიერი საფუძვლის არარსებობაში დავეთანხმე მოსამართლეთა უმრავლესობის სამართლებრივ არგუმენტებს, ვიხელმძღვანელე მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველო ევროპაა! ევროპული ღირებულებები, უპირველესად, განსხვავებული აზრის პატივისცემაა. ქართველები ემოციურები ვართ, ცხელ გულზე გვჩვევია დასკვნების გამოტანა, რაც მოსამართლეობისას არაერთხელ მაქვს პირადად გამოცდილი.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს როდესაც არ დავეთანხმე, მაშინ მომნათლეს „ნაციონალების“ მომხრე მოსამართლედ; როდესაც უგულავას სარჩელი არ დავაკმაყოფილეთ, მაშინ „ოცნების“ მომხრედ გამომაცხადეს; მელიას ან/და „რუსთავი 2“-ის სარჩელზე განსხვავებულ აზრზე დარჩენის შემდგომაც „ნაციონალი“ ვიყავი. უსასრულოდ შეიძლება საქმეების ჩამოთვლა… ახლა, როდესაც არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების წარმოებაში მიღების კანონისმიერი საფუძვლის არარსებობაში დავეთანხმე მოსამართლეთა უმრავლესობის სამართლებრივ არგუმენტებს, ვიხელმძღვანელე მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად. მოსამართლე ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში, ყოველთვის უნდა დარჩეს მიუკერძოებელი. საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპატიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება.

ვერთგულებ მხოლოდ მოსამართლის ფიცს.

მჯერა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი! ჩვენ კი, საქართველოს თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ჩვენთვის დაკისრებულ მოვალეობებს და ჩვენი უფლემოსილების ფარგლებში ვიმოქმედებთ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, – წერს ირინა იმერლიშვილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდებოდა, წარმოებაში არ მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს გამოაქვეყნა.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს შემდეგმა მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ირინა იმერლიშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ, ვასილ როინიშვილმა.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, განჩინებას დაერთვება მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრებები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

VIDEO: ოპოზიციას, რითაც შეუძლიათ დაბლოკილი აქვთ იდეა და აზრს არ აჟღერებენ, რაშიც ქოცები ჯობიან… – იაგო ხვიჩია

„ოპოზიციას, რითაც შეუძლიათ დაბლოკილი აქვთ იდეა და აზრს არ აჟღერებენ, არიან ემოციების და ტყუილების იმედად,  რაშიც ქოცები ჯობიან...“ - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

ლევან სანიკიძე: “ამ ხუთ ადამიანს ხელი არ დაედოს, არავინ არ დავუთმობთ ამ ადამიანებს”

“ჩვენ ვართ ერთი ოჯახი და არავინ გაბედოს და ამ ხუთ ადამიანს ხელი არ დაედოს. რაც დღეს ხდება ქვეყანაში, რუსეთი მეტი კი არაფერი არ არის. ჩვენი ქვეყნის დროშა წაიღეს, როგორც ნივთმტკიცება, ამ დროშას შეეწირა ის გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც გმირსაც ვერ უწოდებენ ის ე.წ. სამართალდამცველები.” - ამის შესახებ  “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. “ჩვენ ვართ ერთი ოჯახი და ნეტა “ქართულ ოცნებაში” თუ იციან რა არის ან ოჯახი, მეგობრის პატივისცემა, რა არის სამშობლოსთვის ბრძოლა? ჩვენ ვიცით! ამ ხუთ ადამიანს ხელი არ დაედოს, არავინ არ დავუთმობთ ამ ადამიანებს. ხომ როგორი მონები ხართ ყველა მოსამართლე და იმათი განჩინებაც კი არ ჰქონდათ. ფორმალურადაც არ დაიცვეს ამ ქვეყნის არცერთი კანონი და რა გგონიათ თქვენ, რომ მართლა მოლოტოვის კოქტეილს ვინახავთ პოლიციის გვერდით? ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო ივანიშვილმა, რომელსაც აქვს კონკრეტული დავალება. პოლიციელები რომ იდგნენ გარეთ და მოქალაქე რომ ეკითხებოდა არის თუ არა გიორგი ანწუხელიძე გმირი, პასუხი არ ჰქონდათ და პოლიციელები არიან ისინი? პოლიციელების შვილებო, ოჯახში რომ დაბრუნდებიან კარი არ გაუღოთ. ხანდახან უარი უნდა თქვათ ზოგჯერ მამაზე, ზოგჯერ დედაზე. არ დავუთმობთ ამ ქვეყანას, ვერ მოესწრება ივანიშვილი ამას და რა გგონია რომ შეგვეშინდება? ვერ შეგვაშინებს. ყველა მისნაირი ვირთხა არ არის, კობახიძის მსგავსი ლაჩარი არ არის. სად არის გომელაური? პასუხი არ გექნებათ არაფერზე და მალე გადაითელებით ამ ქვეყნის გარუსებისთვის, სახელმწიფო გადატრიალებისთვის და იმ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის, რომელშიც ჩვენ ვართ. ხომკანონიერად გვექცევით? ჰო და ყველას იმავეს გისურვებთ როგორც ჩვენ ვართ ახლა, რა მდგომარეობაშიც არიან ხუთი ბიჭის დედ-მამა და მეგობრები. რაც დღეს ხდება ქვეყანაში, რუსთაველზე, მეტროებში, რუსეთი მეტი კი არაფერი არ არის და ჩვენი ქვეყნის დროშა წაიღეს, როგორც ნივთმტკიცება, აქ არის ის დროშა და ამის გამო შეეწირა ის გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც გმირსაც ვერ უწოდებენ ის ე.წ. სამართალდამცველები და ქრისტიანები ხართ თქვენ? - განაცხადა ლევან სანიკიძემ

„მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი დააკავეს

„აიპრესის“ ინფორმაციით, ელისაშვილი "საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის" თავმჯდომარეზე ალი ბაბაევზე თავდასხმისთვის არის დაკავებული. შს სამინისტროს ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს.

გიორგი ვაშაძე: სულ რომ ყველა დაგვიჭირონ, მზად უნდა ვიყოთ, ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ

"ძალადობის ახალ ეტაპს, რასაც ჩვენ ველოდით თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან, ვუპირისპირებთ ერთიანობას", - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერების კონსულტაციების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი ვაშაძის თქმით, ახლა საჭიროა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო დაუმორჩილებლობა/გაფიცვა მოხდეს და ხალხმა "ოცნება" ერთიანი ბრძოლით დაასრულოს. "ძალადობის ახალ ეტაპს, რასაც ჩვენ ველოდით თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან, ვუპირისპირებთ ერთიანობას. დავიცავთ ყველა ახალგაზრდას ყველა მექანიზმით. დარწმუნებული ვარ, საბოლოო გამარჯვებამდე მივალთ. რაც მთავარია, ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ არა მხოლოდ გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ საყოველთაო დაუმორჩილებლობა/გაფიცვა მოხდეს მთელს საქართველოში. ეს არის ჩვენი ამოცანა, რაც ყველამ კოორდინირებულად უნდა შევასრულოთ. სულ რომ ყველა დაგვიჭირონ, მზად უნდა ვიყოთ, ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

VIDEO: ჩხრეკა ოფისებსა და ბინებში – შსს კადრებს აქვეყნებს

სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შსს ვიდეო მტკიცებულებებს აქვეყნებს:

ბოლო სიახლეები