ირანმა ისრაელის ორ ტელეარხს ევაკუაციისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს.
ირანმა ისრაელის ტელეარხებს ევაკუაციისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობაზე შეტევა განახორციელა.
„ირანმა ისრაელის N12 და N14 ტელეარხებისთვის ევაკუაციის გაფრთხილება გასცა. ეს ბრძანება ირანის სახელმწიფო მაუწყებლის წინააღმდეგ მტრულ თავდასხმაზე პასუხია“, – განაცხადეს ირანის სახელმწიფო ტელევიზიაში, რომელსაც ისრაელის მედია ციტირებს.