შაბათი, ივნისი 14, 2025

ირანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა

ისრაელის მიერ თეირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ ირანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა.

ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.

საჰაერო დარტყმების შედეგად ექვსი ირანელი ბირთვული მეცნიერი და რამდენიმე სამხედრო მეთაური დაიღუპა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანა ბუჩუკური – არცერთ ნაცს არ უთქვამს, რომ ჩორჩანას თემით „ოცნება“ ატარებს მოღალატეობრივ ნარატივს, აი, ამიტომ არის 13 წელი „ნაცმო“ სამარცხვინოდ წარუმატებელი

არცერთ ნაცს, არცერთს არ უთქვამს, რომ ჩორჩანას თემით „ოცნება“ ატარებს მოღალატეობრივ ნარატივს და ედავება ყოფილ შს მინისტრ გახარიას, რატომ დაიცავი სახელმწიფოს ტერიტორიაო, ამიტომ არის 13 წელი „ნაცმო“ სამარცხვინოდ, სასაცილოდ წარუმატებელი, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.„ნაცები წერენ, რომ გახარიას, რომელიც ერთადერთია, ვინც არჩევნებზე ღიად ამბობს, რომ იღებს მონაწილეობას, ბიძინა იჭერს იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოსო.ანუ – კაცი იძახის მონაწილეობას ვიღებო და ბიძინა იჭერს, მონაწილეობა მიიღეო, აიძულოსო.ლოგიკა, როგორც ასეთი.სინამდვილეში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის – არცერთ ნაცს, არცერთს (!) არ უთქვამს, რომ ჩორჩანას თემით ოცნება ატარებს მოღალატეობრივ ნარატივს და ედავება ყოფილ შს მინისტრ გახარიას, რატომ დაიცავი სახელმწიფოს ტერიტორიაო.აი, ამიტომ არის 13 წელი ნაცმო სამარცხვინოდ, სასაცილოდ წარუმატებელი“, – წერს ანა ბუჩუკური.საქართველოს პროკურატურაში 2019 წელს სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

ირანი აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს მათი სამხედრო ბაზებისა და გემების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს ირანის მიერ საპასუხო იერიშის ფარგლებში გაშვებული რაკეტებისა და დრონების მოგერიებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ირანის სახელმწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით ვრცელდება.აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 ივნისს, ირანზე ისრაელის იერიშების პირველი ტალღის შემდეგ Fox News-თან საუბრისას თქვა, რომ "საჭიროების შემთხვევაში" აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება. პარალელურად, მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ამერიკული ძალები ისრაელს ირანის მიერ საპასუხოდ გაგზავნილი დრონების ჩამოგდებაში ეხმარებოდნენ.საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 13 ივნისს ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისრაელს ირანის თავდასხმებისგან დაცვაში დაეხმარებოდა.გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 13 ივნისს განაცხადა, რომ მის შეიარაღებულ ძალებს ისრაელისთვის რაიმე სახის სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა დეესკალაციის საჭიროებას გაუსვა ხაზი.ამასთან, The Times-ის ინფორმაციით, გაერთიანებულმა სამეფომ ისრაელის თავდაპირველი იერიშების გეგმის შესახებ წინასწარ არ იცოდა.ცნობისთვის, ისრაელმა 13 ივნისის გამთენიისას ირანის წინააღმდეგ, ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად, მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, კოდური სახელით "აღმავალი ლომი" წამოიწყო. ოპერაციაში 200-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც დაახლოებით 330 ბომბით 100 სამხედრო სამიზნეზე ხუთ ეტაპად მიიტანეს იერიშები. ისრაელმა დაარტყა ირანის ბირთვული პროგრამის ისეთ საკვანძო ობიექტებს, როგორებიცაა ნათანზის, ისპაანისა და ფორდოს ბირთვული კომპლექსები.იერიშების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანებულია ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაც. ირანელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, თეირანის გარშემო დაბომბილია, სულ მცირე, 6 სამხედრო ბაზა."აღმავალი ლომის" სამიზნეები გახდნენ ირანის სამხედრო გენერლები, მეთაურები თუ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მაღალჩინოსნები. ოპერაციის შედეგად განეიტრალებულთა შორის არიან IRGC-ს მეთაური ჰოსეინ სალამი და საჰაერო-კოსმოსური ძალების ხელმძღვანელი ამირ ალი ჰაჯიზადე. მოკლულია რამდენიმე მეცნიერიც, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა.ირანმა საპასუხო იერიშის ფარგლებში ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და დრონი გაუშვა, რასაც ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა.

ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში  25 წლამდე გოგონების სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში  25 წლამდე გოგონების სიცოცხლე ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს სამი გარდაცვლილი დახვდა.ადგილობრივების ცნობით, და­ღუ­პუ­ლე­ბი 25-წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნე­ბი არი­ან.ად­გილ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ გადამზიდ სატვირთოს შეეჯახა.დაშავებულები კლინიკა "ბიემსიში" არიან გადაყვანილები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდებათ საჭირო კვლევები.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ძალიან მალე თქვენ იხილავთ ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს თეირანის ცაში, ჩვენ დავარტყამთ აიათოლას რეჟიმის ყველა სამიზნეს

ისრაელი დაარტყამს ირანის თითოეულ ობიექტსა და სამიზნეს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, ისრაელმა უზარმაზარი დარტყმა მიაყენა ურანის გასამდიდრებელ ობიექტს.ჩვენ მივაყენეთ უზარმაზარი დარტყმა ირანის მთავარ ურანის გასამდიდრებელ ობიექტს და თუ საჭირო იქნება კიდევ დავარტყამთ. უდიდესი საფრთხეა ბალისტიკური რაკეტებიდან, ჩვენ მივიღეთ ზომები ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობების გასანადგურებლად. ძალიან მალე თქვენ იხილავთ ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს თეირანის ცაში. ჩვენ დავარტყამთ აიათოლას რეჟიმის ყველა სამიზნეს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ამ დრომდე განხორციელებული დარტყმები არაფერია იმასთან შედარებით, რაც მომდევნო დღეებში იქნება.

ვახტანგ გომელაური შსს-ში საკადრო ცვლილებებზე – პენსიაზე გავედით, პატარები ხომ არ ვართ, 50 წლისები ვართ – ბიძინა ივანიშვილთან მქონდა თუ არა წასვლასთან დაკავშირებით საუბარი?...

პენსიაზე გავედით, პატარები ხომ არ ვართ, 50 წლისები ვართ - ძალიან კარგი ახალი მინისტრი დაინიშნა, ჩემი მეგობარი და ოჯახის წევრია,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებზე, მათ შორის მისი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) თანამდებობიდან წასვლაზე.ვახტანგ გომელაური, რომელიც გელა გელაძემ შს მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა, მიიჩნევს, რომ გელა გელაძე „ბევრ კარგს გააკეთებს“, თუმცა კითხვა - შეათანხმა თუ არა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, გომელაურმა უპასუხოდ დატოვა.„პენსიაზე გავედით, პატარები ხომ არ ვართ, 50 წლისები ვართ. ძალიან კარგი ახალი მინისტრი დაინიშნა, მინდა წარმატებები ვუსურვო, ჩემი მეგობარი და ოჯახის წევრია, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ კარგს გააკეთებს, რაც მე გავაკეთე...ბიძინა ივანიშვილთან მქონდა თუ არა წასვლასთან დაკავშირებით საუბარი? - ვინ გეკითხებათ?“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ბოლო სიახლეები