ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025

ირანის შაჰის მემკვიდრე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

ირანის შაჰის მემკვიდრემ, პრინცმა რეზა ფეჰლავიმ, რამდენიმე წუთის წინ, ირანის მოსახლეობას საგანგებო განცხადებით მიმართა.

„ისლამური რესპუბლიკის დასასრული დადგა და იგი ინგრევა. რაც დაიწყო, შეუქცევადია. მომავალი ნათელია და ერთად გადავშლით ისტორიის ახალ ფურცელს. ახლა დადგა დრო, ავდგეთ ფეხზე — დადგა დრო, დავიბრუნოთ ირანი. დაე, მალე თქვენთან ვიყო“, – განაცხადა პრინცმა რეზა ფეჰლავიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ილია სულამანიძე იჭიდავებს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირის მეექვსე დღეს კაცები – 100 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალები -78 კგ-ში გამოვლენ.100 კგ-ში ილია სულამანიძე მეორე წრიდან იჭიდავებს და პირველ შეხვედრას უნგრელ სომბორ ვეგთან ჩაატარებს. გამარჯვების შემთხვევაში ქართველის სავარაუდო მეტოქე, ესპანეთის სახელით გამომასვლელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (90 კგ-ში) ქართველი ნიკოლოზ შერაზადაშვილი იქნება.წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ბრიტანეთის საელჩო – მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს ოდირის ყველა რეკომენდაცია

დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ერთობლივ ვალდებულებას, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივ თანამშრომლობაში, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.საელჩოს განცხადების თანახმად, ეს ვალდებულება ასახულია 2019 წელს ორივე მთავრობის მიერ ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში.„კერძოდ, შეთანხმების მე-4 მუხლი ავალდებულებს მხარეებს, ითანამშრომლონ დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობისა და ეფექტიანობის გასაძლიერებლად, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, სასამართლო რეფორმის ხელშეწყობისთვის. შეთანხმების 341-ე მუხლი ასევე ავალდებულებს ორივე მხარეს, უზრუნველყონ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობებში და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. სწორედ ამის საფუძველზე დიდი ბრიტანეთი ბევრი წელია, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, მათ შორის ამომრჩეველთა საგანმანათლებლო აქტივობებს, აფინანსებს ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, და მონაწილეობას იღებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) სადამკვირვებლო მისიებში საქართველოში. საქართველოს მთავრობა თავად უჭერდა მხარს ამ საქმიანობას და ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ საქმიანობის აღწერას, როგორც „პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსებას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად.„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. ქართველი ხალხის იმედები და მისწრაფებები მიმართულია დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ, და ვიმედოვნებთ, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს თანამშრომლობა, ისევე როგორც საქართველოს თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუტებთან, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ მიზნების მიღწევას“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

ირანის სულიერი ლიდერი – ბრძოლა იწყება

ღირსეული ჰაიდარის სახელით, ბრძოლა იწყება, – ამის შესახებ ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი სოციალურ ქსელში წერს.ირანის სულიერი ლიდერის პოსტს თან ერთვის სურათი, სადაც ნაჩვენებია კაცი ხმლით ხელში, რომელიც კარიბჭეში შედის.მანამდე, ირანმა თელ ავივისა და ჰაიფის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ხოლო ისრაელმა განაცხადა, რომ თეირანში მნიშვნელოვან სამიზნეებზე დარტყმას გეგმავდა და თეირანის იმ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, სადაც ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს განახორციელებდა, ევაკუაციისკენ მოუწოდა.

მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა თელ-ავივის, ჰაიფის, იერუსალიმისა და ზედა გალილეის მიმართულებით, იტყობინება ირანული სააგენტო IRNA.„ირანული რაკეტები გაუშვეს თელ-ავივზე, ჰაიფასა და გალილეაზე,“ — ნათქვამია განცხადებაში.მანადემ, ისრაელის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია ირანიდან რაკეტების გაშვების შესახებ და მოუწოდა მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლა, რასაც თან ახლდა შეტყობინებები მობილურ ტელეფონებზე.

NBC – დონალდ ტრამპი აშშ-ის მხრიდან ირანზე დარტყმას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზე აშშ-ის დარტყმას განიხილავს.ადმინისტრაციის ამჟამინდელმა და ყოფილმა წარმომადგენლებმა ტელეარხ NBC News-ს განუცხადეს, რომ სიტუაციურ ოთახში ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის შესაძლო დარტყმას.როგორც მედია წერს, დონალდ ტრამპისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა თეთრი სახლის საგანგებო სიტუაციების ოთახში დასრულდა.შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.

ბოლო სიახლეები