კვირა, ივნისი 15, 2025

ირანის საგარეო უწყება – უცნობია, დავესწრებით თუ არა აშშ-თან მოლაპარაკებებს, ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერამ მოლაპარაკებები უაზრობად აქცია

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, დაესწრებიან თუ არა თეირანის წარმომადგენლები, 15 ივნისს აშშ-თან დაგეგმილ მოლაპარაკებებს.

უწყების პრესსპიკერის, ისმაილ ბაღეის თქმით, ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერამ ეს მოლაპარაკებები „უაზრობად“ აქცია.

„შეუძლებელია, ერთდროულად მოლაპარაკებების წარმოებაზე  საუბრობდე და რასისტულ რეჟიმს ირანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საშუალებას აძლევდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ისრაელის მხრიდან ირანზე დარტყმების დაგმობისკენ მოუწოდებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმებში აშშ ისრაელის პარტნიორია და ამბობს, რომ აშშ-მა „საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“.აბას არაღჩის თქმით, თავდასხმები არასდროს მოხდებოდა აშშ-ის მიერ ისრაელისთვის „მწვანე შუქის“ ანთებისა და მხარდაჭერის გარეშე.„ჩვენ მივიღეთ შეტყობინებები სხვადასხვა არხიდან, რომ აშშ-ს ამ თავდასხმაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ჩვენ არ გვჯერა ამის და გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამას“, – განაცხადა არაღჩიმ.

„თამაშის დროს სარდაფში შუშის ნამსხვრევზე დაეცა…“ – თბილისში მეოთხე კლასის მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპა

თბილისში მოზარდი, მეოთხე კლასის მოსწავლე, ნინო ჩორგოლაშვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი თამაშის დროს სარდაფში შუშის ნამსხვრევზე დაეცა, რის შემდეგაც დაიღუპა.ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, N142 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის IVდ კლასის მოსწავლე, ნინო ჩორგოლაშვილი. ეს ტრაგედია დიდ ტკივილს გვაყენებს ყველას, ვინც მას იცნობდა – დამრიგებელს, მასწავლებლებს, თანაკლასელებს, სკოლის თითოეულ წევრს. ნინო იყო ნათელი, კეთილი და გულთბილი, რომელიც ყოველთვის სიყვარულითა და სითბოთი ავსებდა ირგვლივ მყოფებს. მისი მოულოდნელი წასვლა უდიდესი დანაკლისია ჩვენი სკოლისთვის. სკოლის თითოეული წევრი ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას“, – ნათქვამია სკოლის მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.

ყველაზე რთული, ძნელი და აუტანელი გზა შვილების სასაფლაოებისკენ მიმავალი გზაა. რამდენს უძლებ ადამიანო!!!-რამაზ დავლაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა – 26 მაისის ქუჩაზე 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო 3 ბავშვი. გარდაცვლილებს შორის 4 ადამიანი რამაზ დავლაძის ოჯახის წევრი იყო, მან მომხდარი ტრაგედიის დროს მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაკარგა.10 ივნისს სოციალურ ქსელში რამაზ დავლაძემ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც პირველ შვილს ვერ შესრულებული 13 წლის იუბილე მიულოცა. როგორც რამაზი სოციალურ ქსელში წერს „ყველაზე რთული, ძნელი და აუტანელი გზა შვილების სასაფლაოებისკენ მიმავალი გზაა“.„ყველაზე რთული, ძნელი და აუტანელი გზა შვილების სასაფლაოებისკენ მიმავალი გზაა. რამდენს უძლებ ადამიანო!!! ღმერთო ყველა დაიფარე ასეთი განსაცდელისგან. ვერ შესრულებული 13 წელი! შენ გენაცვალე ჩემო ტასუნა! ჩემო პირველო მერცხალო!“, – წერს რამაზ დავლაძე.

დონალდ ტრამპი – ჩვენ შეგვიძლია, მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი

ჩვენ შეგვიძლია მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.„აშშ-ს არაფერი საერთო არ ჰქონია დღეს ღამით, ირანზე განხორციელებულ თავდასხმასთან. თუ ირანი რაიმე ფორმით თავს დაგვესხმება, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა თქვენსკენ გამოემართება, ისეთ დონეზე, როგორიც აქამდე არ გინახავთ. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია, მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი!”,- წერს დონალდ ტრამპი.

10 დაღუპული და 200-მდე დაშავებული, მაშველები დაბომბილ შენობებში ადამიანებს ისევ ეძებენ – ბოლო ცნობები ისრაელიდან

ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაშავდა; მაშველები დაბომბილ შენობებში 20-მდე დაკარგულის პოვნას ამ დრომდე ცდილობენ. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.ბატ იამში შენობა დაიბომბა, ექვსი ადამიანი დაიღუპა ტამრას ჩრდილოეთით მდებარე ქალაქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.გავრცელებული ცნობით, წუხელ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა და საწვავის საწყობები დაბომბეს.

ბოლო სიახლეები