,,თითქოს, გარკვეული კავშირი არსებობს დღეს #ნახჭევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმასა და წუხელ #აფხაზეთში მომხდარი შემთხვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებსა და ჭორებს შორის.
არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ უცნობი აქტორი ცდილობს დაარღვიოს #კავკასიის სტაბილურობა და ერთმანეთს დაუკავშიროს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი და #უკრაინის ომი.
ჩემი აზრით, ექსპერტები და მედიასაშუალებები დიდი ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ამ მოვლენებს.
ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ არაერთხელ განაცხადა, რომ პატივს ვცემთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ხოლო კავკასიის უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
ამავდროულად კი ნათელია, რომ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, აგრესორთა სამხედრო და ლოჯისტიკური ობიექტები შესაძლოა თავდაცვის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენდეს”-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ facebook- ზე წერს.

