,,ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ფაილი, რომელიც ირანის მასშტაბით ბოლო მოვლენების შედეგად დაღუპული ყველა პირის სახელებს მოიცავს, ხოლო მათი საერთო რაოდენობა 2986 ადამიანს შეადგენს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის შეფასებით, ამ ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაღუპულები მხოლოდ ციფრები არ არიან და თითოეული ეს მსხვერპლი წარმოადგენს უდიდეს დანაკარგს საზოგადოებისათვის.
თითოეული ირანელი ჩვენთვის მთელი ირანის ტოლფასია. პრეზიდენტი, იმ ზნეობრივი ვალისა და აღთქმის საფუძველზე, რომელიც მან ხალხს მისცა, საკუთარ თავს მათი უფლებების დამცველად მიიჩნევს.
ამ მოვლენებისა და ბოლო არეულობების ყველა მსხვერპლი ამ ქვეყნის შვილები იყვნენ. არც ერთი დაღუპულის ოჯახის წევრი არ უნდა დარჩეს უნუგეშოდ და უყურადღებოდ”-ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ მედიაში წერს.

