,,ახლახან ერთმა ევროპელმა დიპლომატმა მკითხა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც ეხებოდა იმ პირთა დაკავებას, რომლებიც, როგორც ითქვა, ისრაელისკენ მიმავალ ენერგოგადამცემ ხაზებზე დივერსიების მოწყობას გეგმავდნენ.
საპასუხოდ, ავუხსენი, რომ როდესაც ლეგიტიმური თავდაცვის ფარგლებში შესაძლებელია მტრის სამხედრო მიზნებზე რეაგირება, რა საჭიროა დივერსიული და ფარული ქმედებები?
ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის ხაზს უსვამდა პასუხისმგებლიან და გამჭვირვალე მიდგომას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ამავდროულად, აშკარაა, რომ ირანის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას პირდაპირი, პროპორციული და გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება.
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და რეგიონული სტაბილურობა ის საკითხია, რომელიც ყველა აქტორისგან პასუხისმგებლობას მოითხოვს.
არ დაგავიწყდეთ, ომი ჩვენ არ დაგვიწყია”–ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ facebook- ზე წერს.

