,,დაუმთავრებელი სიყვარულის ისტორია — საქართველოსში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადზე
მხოლოდ ერთი კვირა რჩებოდა მათ ქორწილამდე…
საქორწილო კაბა მზად იყო, მოსაწვევები — გაგზავნილი, ოჯახები კი ბედნიერ დღეს ელოდნენ…
მაგრამ უეცრად, ამერიკისა და ისრაელის თავდასხმის შედეგად ისფაჰანში, სიძე-პატარძალი, თავიანთ მშობლებთან ერთად, სიცოცხლეს გამოესალმნენ.
ისინი იყვნენ წარმოშობით ქართველი ირანელები — ცოცხალი ხიდი ორ კულტურას, ორ ქვეყანას, ორ იდენტობას შორის.
დღეს ეს ხიდი, მათზე გლოვის ნიშნად, დათალხულია…
ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია;
ეს არის ჭრილობა ყოველი ადამიანის გულზე — ჭრილობა, რომელიც საზღვრებს სცდება და გულებს აერთიანებს.
ვიწვევთ საქართველოს მოქალაქეებს
პარასკევს, 3 აპრილს, 10:00-დან 16:00 საათამდე,
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში, რათა დატოვონ ჩანაწერი სამძიმრის წიგნში, გამოხატონ სოლიდარობა და თანაგრძნობა ირანელი ხალხის, განსაკუთრებით კი ფერეიდანის ქართული წარმოშობის თემისადმი.
სამძიმრის წიგნი, მას შემდეგ, რაც მასში აისახება ქართველი ხალხის სიტყვები,გადაეცემა ფერეიდანის მუზეუმს,რათა ეს სოლიდარობა დარჩეს ჩვენი ორი ხალხის საერთო ისტორიაში.
მოდით, ერთად ვიყოთ სიცოცხლის, თანაგრძნობისა და ჰუმანიზმის ხმა”-ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი სეიედ ალი მოჯანი.

