ორშაბათი, თებერვალი 9, 2026

ირანის ელჩი ალი მოჯანი-„ხმალი ქარქაშში, მაგრამ არა ცარიელი – ირანის გზავნილი დასავლეთს

,,ხმალი ქარქაშში, ხელი ვადაზე. სეიედ ალი მოჯანი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ვაშინგტონისა და ზოგადად დასავლური სამყაროს თვალსაზრისით, გასულ პარასკევს მასკატში გამართულ მოლაპარაკებებში ყველაზე მეტად გამორჩეული არა საუბრების შინაარსი იყო, არამედ ირანის ქცევის ფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად გამოიყურებოდა. ეს ქცევა თანდათან გამოჰკვეთს ირანის ახალ იმიჯს დასავლეთის აღქმაში — იმიჯს, რომელიც შორდება „მხოლოდ კონფრონტაციული მოთამაშის“  ძველ სტერეოტიპს და მიისწრაფვის უფრო რთული და დახვეწილი მოდელისკენ. ირანის ისლამური რესპუბლიკა აჩვენებს, რომ არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია დიალოგი და ამავე დროს არ არის მზად წინასწარ განსაზღვრული და იძულებით დაკისრებული წესები მიიღოს. ამერიკისთვის ირანის თავდაცვითი შესაძლებლობები არ ახალია.  წლებია, ამ  ფაქტს პენტაგონის გათვლებში თავისი ადგილი უკავია. ახალი რეალობა ისაა, რომ ირანი ხდება „დამოუკიდებელი“ პოლიტიკური სუბიექტი. კავკასიის ხალხები კარგად იცნობენ ამირანის ეპოსს. ამ ეპოსმა აჩვენა, რომ ლეგიტიმური ძალა წინააღმდეგობიდან მოდის. ირანმაც 2025 წლის ზაფხულში, ისრაელისა და ამერიკის აგრესიის წინააღმდეგ 12-დღიანი თავდაცვითი ომის შემდეგ, დაამტკიცა, რომ არ არის უბრალოდ „უსაფრთხოების საკითხი“, არამედ გეოპოლიტიკური რეალობაა. მისი ძალა მხოლოდ სიმტკიცისადმი რიდზე არ არის აგებული, არამედ გარკვეული რბილი ძალის კაპიტალზეა დაფუძნებული. ირანის დღევანდელი ძალა ისტორიული იდენტობის, ხანგრძლივი ზეწოლის გამოცდილებისა და კოლექტიური პოლიტიკური რაციონალობის შერწყმითაა წარმოქმნილი. დასავლეთის სტრატეგიულ ლიტერატურაში ასეთი ტიპის ძალის მოთოკვა გაცილებით რთულია, ვიდრე სამხედრო ძალისა. რაკეტას შეიძლება თვალ-ყური ადევნო, ბაზას — თავს დაესხა მაგრამ საზოგადოება, რომელიც ერთდროულად ეუბნება „არას“ არაკონვენციურ იარაღსა და ატომურ ბომბს, და უცხო პოლიტიკის თავს მოხვევასაც ეწინააღმდეგება, შედის გეოპოლიტიკური ძალის იმ სივრცეში, სადაც დასავლეთის ტრადიციული შეკავების ინსტრუმენტები შეზღუდულ ეფექტს იძლევა. ამ კუთხით, ირანის ისლამური რესპუბლიკის გზავნილი დასავლეთისთვის ორმაგი იყო: პირველი ფენა — ღია გზავნილი: ირანი მოლაპარაკებას აწარმოებს, მაგრამ ზეწოლის ქვეშ გარიგებას არ დათანხმდება, ანუ ეთანხმება დიალოგს, მაგრამ წინასწარ განსაზღვრულ, ცალმხრივ მოდელს არ იყაბულებს. მეორე ფენა — ფარული, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი გზავნილი: ირანი წარმოადგენს „არაკონვენციური იარაღის გარეშე ძალის“ მოდელს; ძალას, რომლის ლეგიტიმაცია არა ბირთვული მუქარიდან, არამედ სოციალურ-პოლიტიკური წინააღმდეგობის უნარიდან მოდის. ეს მეორე ფენა სწორედ ისაა, რაც დასავლეთის უსაფრთხოების ლოგიკაში პარადოქსს ქმნის: როგორ უნდა გაუმკლავდე მოთამაშეს, რომელსაც არც ატომური ბომბი აქვს, არც ამ ბომბის შექმნას ცდლობს, მაგრამ ამავე დროს უარს ამბობს სუსტის პოზიციას დაჯერდეს? ეს სიტუაცია ამერიკას რომელ გამოცდილებას ახსენებს? კუბას რევოლუციის პირველ ათწლეულებში თუ ვიეტნამს ომის შემდეგ პერიოდს?! პასუხი მარტივია: ირანი ქვეყანაა, რომელსაც ერთდროულად ესმის საერთაშორისო სისტემის ენა, ამავე დროს კი არ სურს მთლიანად მასში გაითქვიფოს. ამ გაგებით, ირანის ქცევა ბოლო მოლაპარაკებებში უფრო მეტად მიანიშნებს „შორსმჭვრეტ რბილ ძალაზე“, ვიდრე მხოლოდ სამხედრო სიმტკიცეზე. ეს ძალა უფრო საზოგადოებიდან იკვებება და არა მხოლოდ სამხედრო საწყობებიდან. თამარ მეფის ეპოქის სიტყვებით რომ ვთქვათ, ხმალი ქარქაშშია, მაგრამ არავინ უნდა დაივიწყოს, რომ ეს ქარქაში ცარიელი არ არის- ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ მედიაში წერს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

საქართველოს მთავრობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის.შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. კობახიძემ ბრიფინგი განათლების მინისტრთან ერთად გამართა.ბრიფინგამდე კობახიძე სტუ-ის რექტორსა და პროფესორ - მასწავლებლებს შეხვდა.ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 29 იანვარს გახდა. გადაწყვეტილებას ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა ახლდა. განცხადება გაავრცელა თსუ-ის სენატმა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების ინიციატივა არ იყო დასაბუთებული და მიზანშეწონილი. ასევე, თსუ-ს წარმომადგენლობითი ორგანო მიიჩნევდა, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყვეტილიყო და გაგრძელებულიყო მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია. თავის მხრივ კი, განცხადება გაავრცელა სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ. მათი განმარტებით, არ ეთანხმებოდნენ უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, მათ შორის თსუ-თან შესაძლო შერწყმის გზით. საბჭო ასევე სთხოვდა მთავრობას, შეეჩერებინა პროცესი, ვიდრე არ შედგებოდა განხილვა და არ იქნებოდა უნივერსიტეტის თანხმობა.

ია მეტრეველი: რეჟიმის დანაშაულის სიმბოლო- ზურა ვაზაგაშვილი დღეს 42 წლის იქნებოდა

,,დღეს, ჯალათი სააკაშვილის, მკვლელი რეჟიმის მიერ ,სასტიკად მოკლული ზურა ვაზაგაშვილის დაბადების დღეა .დღეს 42 წლის ვაჟკაცი იქნებოდა მის გვერდით კი საუკეთესო მამა, ბატონ იური ვაზაგაშვილი იქნებოდა, რომ არა ის ავადსახსენებელი რეჟიმი. ნათელში ამყოფოს უფალმა მათი განწირული სულები. უფლის რისხვას და მის სასამართლოს კი ვერსად გაექცევა სააკაშვილი და მისი მკვლელების ხროვა '' წერს ია მეტრეველი სოციალურ ქსელში.

პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.უწყების ცნობით, მელიამ მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სასამართლო სხდომაზე, ნიკანორ მელიამ სასამართლოს უპატივცემულობა ჩაიდინა, რაც მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატა.ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ვინაიდან, ნიკანორ მელია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, პროკურატურა სასამართლოს წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ჩაინიშნა. ირაკლი კობახიძე განცხადებას 17:00 საათზე გააკეთებს.ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში, 15:00 საათიდან, სტუ-ს რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი განიხილება.

ტყიბულის შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა

ტყიბულში, ერთ-ერთ შახტში, ერთი ადამიანი დაიღუპა.თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში გვერდმა „მაღაროელი“ გაავრცელა. მათი ცნობით, სავარაუდოდ, დაღუპულია შახტში დასაქმებული.

ბოლო სიახლეები