,,დღეს ტვიტერზე გამოვაქვეყნე პოსტი ერთი „იდუმალი ძალის“ შესახებ, რომელიც რეგიონული მშვიდობის დარღვევას ცდილობს. სულ რამდენიმე საათის წინ, ტაკერ კარლსონმა ახალ ვიდეოში ისაუბრა ისრაელის მიერ გაჩაღებული ომების მიზნებსა და მიზეზებზე რეგიონში და ახსნა, თუ რატომ ერთვება ზოგჯერ შეერთებული შტატები ომებში, რომლებსაც ნათელი დასასრული არ აქვთ.
ამან გამახსენა ერთი ისტორიული გადმოცემა:
ბაღდადის ცნობილი ხალიფას, ჰარუნ არ-რაშიდის, მმართველობის პერიოდში — ქალაქისა, რომელიც ლეგენდებში „ათას ერთი ღამის“ ქალაქითაა სახელითაა ცნობილი — შუაღამისას ერთმა კაცმა ბაღდადის ერთ-ერთი მეჩეთის მინარეთიდან ხმამაღლა წარმოთქვა აზანი მაშინ, როდესაც ნამაზის დრო არ იყო.
თითქოს შუა პარასკევს უეცრად დიდი ეკლესიის ზარს ჩამოერეკოს.
ხალიფას გამოეღვიძა, ის კაცი სასახლეში იხმო და ჰკითხა:
რატომ წარმოთქვი აზანი ამ დროს?
კაცმა მიუგო: „ხალიფავ, მოვედი, რომ შეთქმულების შესახებ გაცნობო, — შეთქმულებისა, რომელსაც ძალუძს შენს ხალიფობას ბოლო მოუღოს“.
ეს გადმოცემა არაერთი დღევანდელი ანალიტიკოსის, ჟურნალისტისა და თვით დიპლომატების ამბავს მოგვაგონებს, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოებრივი აზრის ყურადღება მიაპყრონ მათ გარშემო წარმოქმნილ საფრთხეებს.
ზოგჯერ აზანი, რომელიც შეუფერებელ დროს გაისმის, მხოლოდ ხმა არ არის; მოწოდებაა.
მსგავსი გაფრთხილებები ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს”- ამის შესახებ წერს ალი მოჯანი პლატფორმა X-ზე წერს

