კვირა, ივნისი 15, 2025

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

ირანი აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს მათი სამხედრო ბაზებისა და გემების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს ირანის მიერ საპასუხო იერიშის ფარგლებში გაშვებული რაკეტებისა და დრონების მოგერიებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ირანის სახელმწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით ვრცელდება.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 ივნისს, ირანზე ისრაელის იერიშების პირველი ტალღის შემდეგ Fox News-თან საუბრისას თქვა, რომ “საჭიროების შემთხვევაში” აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება. პარალელურად, მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ამერიკული ძალები ისრაელს ირანის მიერ საპასუხოდ გაგზავნილი დრონების ჩამოგდებაში ეხმარებოდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 13 ივნისს ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისრაელს ირანის თავდასხმებისგან დაცვაში დაეხმარებოდა.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 13 ივნისს განაცხადა, რომ მის შეიარაღებულ ძალებს ისრაელისთვის რაიმე სახის სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა დეესკალაციის საჭიროებას გაუსვა ხაზი.

ამასთან, The Times-ის ინფორმაციით, გაერთიანებულმა სამეფომ ისრაელის თავდაპირველი იერიშების გეგმის შესახებ წინასწარ არ იცოდა.

ცნობისთვის, ისრაელმა 13 ივნისის გამთენიისას ირანის წინააღმდეგ, ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად, მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, კოდური სახელით “აღმავალი ლომი” წამოიწყო. ოპერაციაში 200-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც დაახლოებით 330 ბომბით 100 სამხედრო სამიზნეზე ხუთ ეტაპად მიიტანეს იერიშები. ისრაელმა დაარტყა ირანის ბირთვული პროგრამის ისეთ საკვანძო ობიექტებს, როგორებიცაა ნათანზის, ისპაანისა და ფორდოს ბირთვული კომპლექსები.

იერიშების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანებულია ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაც. ირანელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, თეირანის გარშემო დაბომბილია, სულ მცირე, 6 სამხედრო ბაზა.

“აღმავალი ლომის” სამიზნეები გახდნენ ირანის სამხედრო გენერლები, მეთაურები თუ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მაღალჩინოსნები. ოპერაციის შედეგად განეიტრალებულთა შორის არიან IRGC-ს მეთაური ჰოსეინ სალამი და საჰაერო-კოსმოსური ძალების ხელმძღვანელი ამირ ალი ჰაჯიზადე. მოკლულია რამდენიმე მეცნიერიც, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა.

ირანმა საპასუხო იერიშის ფარგლებში ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და დრონი გაუშვა, რასაც ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ირანმა და ისრაელმა უნდა დადონ შეთანხმება და დადებენ, ზუსტად ისე, როგორც ინდოეთსა და პაკისტანს დავადებინე, ბევრს რამეს ვაკეთებ და არ ველოდები...

ირანმა და ისრაელმა უნდა დადონ შეთანხმება და დადებენ, ზუსტად ისე, როგორც ინდოეთსა და პაკისტანს დავადებინე, იმ შემთხვევაში ეს მოხდა აშშ-სთან ვაჭრობის გამოყენებით, რათა მიგვეცა მიზეზი და საღი გონება მოლაპარაკებებისთვის იმ ორი შესანიშნავი ლიდერის მონაწილეობით, რომლებმაც სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილება და ყველაფერი შეწყვიტეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი აღნიშნავს, მისი ჩარევის შედეგად, ისრაელსა და ირანს შორის მალე მშვიდობა იქნება.„ჩემი პირველი ვადის დროს, სერბეთი და კოსოვო ებრძოდნენ ერთმანეთს, როგორც ეს ათწლეულებია, ხდება და ამ ხანგრძლივ კონფლიქტს უკვე ომში გადაზრდა ემუქრებოდა. მე ეს შევაჩერე! (ბაიდენმა გააფუჭა გრძელვადიანი პერსპექტივები ძალიან სულელური გადაწყვეტილებებით, მაგრამ მე ამას ისევ გამოვასწორებ!). კიდევ ერთი საკითხია ეგვიპტე და ეთიოპია და მათი დაპირისპირება დიდ კაშხალთან დაკავშირებით, რაც დიდ გავლენას ახდენს მშვენიერ ნილოსის მდინარეზე. ახლა მშვიდობაა, ჩემი ჩარევით და ასე გაგრძელდება! იგივე მოხდება ისრაელსა და ირანს შორის, მალე მშვიდობა იქნება! ახლა უამრავი ზარი და შეხვედრა მიმდინარეობს. ბევრს რამეს ვაკეთებ და არ ველოდები დიდ ყურადღებას ან მადლობას, მაგრამ ეს არაფერია, ხალხმა იცის, რაც ხდება. გავხადოთ ახლო აღმოსავლეთი კვლავ დიდებული!“, – წერს დონალდ ტრამპი.

ISSA – საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, 53% ემხრობა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი გაგრძელდეს

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (53%) ემხრობა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი გაგრძელდეს, ხოლო მესამედი (32%) ამ მოთხოვნაში კატეგორიულია.კვლევის მიხედვით, რეგიონებში პროტესტის გაგრძელების მომხრეთა წილი (46.5%) აჭარბებს მოწინააღმდეგეთა წილს (36.5%), თუმცა კატეგორიულად მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა წილები თითქმის იდენტურია.სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. რესპონდენტებთან შედგა პირისპირ ინტერვიუ. რაც შეეხება შერჩევის ცდომილებას, განსაზღვრულია ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით განახორციელა.

ინდოეთში ხიდის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთში, მაჰარაშტრაშის შტატში, ქალაქ პუნაში ხიდის ჩამონგრევას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება. რკინის ხიდის ნგრევის მიზეზი სავარაუდოდ, წყალდიდობა გახდა, რომელიც ძლიერ წვიმას მოჰყვა.ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ISSA – შაბათს რომ იმართებოდეს ადგილობრივი არჩევნები, ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“ – 35,2%, „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 16,9%, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ – 14,6%, „ძლიერი...

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, კითხვაზე, "ამ შაბათს რომ იმართებოდეს არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ" მოსახლეობის განწყობა ასე განაწილდა:„ქართული ოცნება“ – 26,5%;„კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 10,8%;„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 8,6%;„ძლიერი საქართველო“ – 7,4%;„გახარია საქართველოსთვის“ – 6,4%;გირჩი - 1,1%;არ მივცემდი ხმას - 7,4%;ცარიელს დავტოვებდი - 1,7%;სხვა პარტიები - 3,8%;არ ვიცი - 16,9%;მირჩევნია არ ვუპასუხო - 9,3%.თბილისსა და რეგიონებს შორის მონაცემები განსხვავებულია. კერძოდ:„ქართული ოცნება“ - თბილისი - 16,7%; რეგიონი 30,6%;„კოალიცია ცვლილებისთვის“ - თბილისი - 13,7%; რეგიონი 9,7%;„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - თბილისი - 6,9%; რეგიონი 9,4%;„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, მოქალაქეები“ - თბილისი - 7,3%; რეგიონი 7,5%;„გახარია საქართველოსთვის“ - თბილისი - 10,3%; რეგიონი 4,8%;„გირჩი“ - თბილისი - 2,7%; რეგიონი 0,4%.სხვა პარტიები - თბილისი - 4,7%; რეგიონი 3,5%;არ ვიცი - თბილისი - 18,7%; რეგიონი 16,1%;მირჩევნია არ ვუპასუხო - თბილისი - 6,2%; რეგიონი 10,6%;„ოპოზიციური პარტიები 5%-იან ბარიერს ლახავენ შემდეგი თანმიმდევრობით: „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“; „ძლიერი საქართველო“ ; „გახარია საქართველოსთვის“.კვლევის თანახმად, თბილისში ეს თანამიმდევრობა გარკვეულწილად იცვლება: „გახარია - საქართველოსთვის“ გადაინაცვლებს მეორე ადგილზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ შემდეგ.რეგიონებში „კოალიცია საქართველოსთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი თითქმის იდენტურია. „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური „წონა“ კი რამდენადმე სუსტდება. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა გაცილებით მაღალია რეგიონებში (31%), ვიდრე თბილისში (17%)“, - ნათქვამია კვლევაში.როგორც კვლევაშია ნათქვამი, ალოკაციის შედეგად, პოლიტიკურ ძალთა რეიტინგები იმეორებს ალოკაციის გარეშე გამოვლენილ ტენდენციებს.კერძოდ, კითხვაზე ამ შაბათს რომ იმართებოდეს ადგილობრივი არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ? (ალოკაცია), პასუხების შედეგები ასეთია:საქართველოს მასშტაბით:„ქართული ოცნება“ - 35,2%;„კოალიცია ცვლილებისთვის“ - 16,9%;„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 14,6%;„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, მოქალაქეები“ - 13,4%;„გახარია საქართველოსთვის“ - 12,4%;„გირჩი“ - 2,3;სხვა პარტიები - 5,1.თბილისსა და რეგიონებს შორის მონაცემები განსხვავებულია. კერძოდ:„ქართული ოცნება“ - თბილისი - 24,6%; რეგიონი 39,7%;„კოალიცია ცვლილებისთვის“ - თბილისი - 20,6%; რეგიონი 15,4%;„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - თბილისი - 13,9%; რეგიონი 15,0%;„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, მოქალაქეები“ - თბილისი - 14,2%; რეგიონი 13,1%;„გახარია საქართველოსთვის“ - თბილისი - 17,2%; რეგიონი 10,4%;„გირჩი“ - თბილისი - 3,7%; რეგიონი 1,7%სხვა პარტიები - თბილისი - 5,8%; რეგიონი 4,9%.სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. რესპონდენტებთან შედგა პირისპირ ინტერვიუ. რაც შეეხება შერჩევის ცდომილებას, განსაზღვრულია ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით განახორციელა.

მთელი ისრაელის მასშტაბით საჰაერო განგაშის ხმა ისმის – ირანმა მორიგი სარაკეტო თავდასხმა დაიწყო

მთელი ისრაელის მასშტაბით საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა დაიწყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ცახალი" წერს.ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი უკვე მესამე დღეა გრძელდება. ისრაელმა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყა, რის შემდეგაც ირანმა ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა დაიწყო.

ბოლო სიახლეები