ირანი არ გაჩერდება მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი “ბოდიშს” არ მოიხდის, მძიმე შეცდომისთვის – ამის შესახებ, ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მან, ტრამპის მიმართ გაკეთებულ კომენტარებში, რომელსაც თან ახლდა “ჰეშთეგი” “TrumpMustPay”, უარყო მოსაზრება, რომ აშშ ომს სწრაფად მოიგებდა.
“ტრამპი ამბობს, რომ სწრაფ გამარჯვებას ეძებს. ომის დაწყება მარტივია, მაგრამ მისი მოგება რამდენიმე “ტვიტით” შეუძლებელია,” – განაცხადა ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.

