ორშაბათი, მარტი 16, 2026

ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ორბანი: ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა შევინარჩუნოთ ანტისაომარი ალიანსი

„მშვიდობის მარშზე“ ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერის ათობით ათასი მომხრე გამოვიდა. პრემიერ- მინისტრის მხარდაჭერასთან ერთად, აქციის მონაწილეებმა უკრაინის მხრიდან უნგრეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობა და მილსადენ „დრუჟბის“ დაბლოკვით მანიპულირება გააპროტესტეს. წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით ვიქტორ ორბანიც გამოვიდა.„წინ 28 რთული დღე გვაქვს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა შევინარჩუნოთ ანტისაომარი ალიანსი. აპრილის არჩევნების შემდეგ, ქვეყანას არა მღელვარება, არამედ სიმშვიდე, თავდაჯერებული ლიდერი, ნათელი გონება, საიმედო ხელი, სტრატეგიული სიმშვიდე და გამოცდილება სჭირდება და ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანას მშვიდობა და უსაფრთხოება შევუნარჩუნოთ. ჩვენ ისეთი დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რომ ბრიუსელმა და კიევმა მხოლოდ თვალის დახამხამება შეძლონ“, - განაცხადა მან.

მიხეილ ყაველაშვილი – რადიკალური ფრთა ხომ ერთი და იგივე სახელებია 15-20 წელია, მარტო სახელებით, გვარებითა და პასპორტით არიან ქართველი ადამიანები, დანარჩენი არაფერი სცხიათ ამ...

ვიდრე პოლარიზაციის შემცირების პროცესი შედგება, უნდა გამოვკვეთოთ, ვინ არის ეს მეორე მხარე, რატომ ვეძახით მას მეორე მხარეს, რომელზეც ფაქტებით გვაქვს გამყარებული, რომ ეს არის გარედან მართული მეხუთე კოლონა. ეს არის აუცილებლად აღსაქმელი და დასანახი ჩვენი საზოგადოებისგან, რომ ეს არ წარმოადგენს მხარეს, ეს არის მართული ძალა, რომელიც პირდაპირ მტრობს ქვეყანას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ პოლარიზაციის შემცირებაზე საუბრისას.მისივე თქმით, ხელისუფლების განვითარებისთვის აუცილებელია ჯანსაღი ოპონირება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს უშლის.„ძალები, რომლებიც  ნეიტრალურ სივრცეში არიან, უნდათ, რომ პოლიტიკაში იყვნენ და „ნაციონალური მოძრაობა“ საშუალებას არ აძლევს. ეს გაწვდილი ხელია და ნელ-ნელა ეს პროცესი დაიხვეწება. აქ გამარჯვება-დამარცხებაზე არ არის საუბარი. უნდა იცოდნენ, რომ მაგალითის მიმცემიც შეიძლება, იყოს „ქართული ოცნება“, რომელმაც თქვა, რომ არ არის მისთვის სახარბიელო, რომ სუსტია ოპოზიცია და ოპოზიცია კონკურენციას ვერ უწევს ხელისუფლებას, რადგან ეს ხელისუფლებისთვისაც ცუდია და სახელმწიფოს განვითარებისასაც ცუდია.ამას აღიარებს ხელისუფლება, რადგან მას მარტივად შეუძლია ნებისმიერ არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ეს არ იძლევა იმის შედეგს, რომ ჩვენ უფრო სწრაფი ტემპით განვვითარდეთ და აუცილებელია ჯანსაღი ოპონირება, ამ ეროვნულ ღირებულებებზე შექმნილი ჯგუფებისა და პარტიების მხრიდან. ეს გრძელვადიან პროცესში უნდა დაინახოს ამ ხალხმა და არ უნდა მოხდეს მათი გაკიცხვა, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რადიკალური ფრთა გარე ძალებისგან არის მართული და ისინი მარტო სახელებით, გვარებითა და პასპორტით არიან ქართველები.„რადიკალური ფრთა ხომ ერთი და იგივე სახელებია დაახლოებით 15-20 წელია, არც იცვლებიან. დღეს უკვე ხუმრობს საზოგადოება, რომ გადიან-შემოდიან, იშლებიან, ისევ ერთიანდებიან. მათ არავინ ეკითხება, მათ დაუკვეთენ, ეყოლებათ სალომე ზურაბიშვილი ლიდერი, დაუკვეთენ, ახლა ჰყავთ გვარამია, დაუკვეთენ, ეყოლებათ სააკაშვილი და ა.შ. ამიტომაც გვაქვს მათ გარე პატრონებთან პოლემიკა და საუბარი. ამათ აღარაფრად ვთვლით და არც უნდა ჩათვალოს საზოგადოებამ.ისინი არიან მარტო სახელებით, გვარებითა და პასპორტით ქართველი ადამიანები, დანარჩენი არაფერი სცხიათ ამ ქვეყნისა, იმდენად დეგრადირდნენ. როგორი ჩასაფრებული არიან. როგორ შეიძლება, ეს ადამიანები იყვნენ ამ ქვეყნის პატრიოტები. რადგან ერთხელ ხელი მოაწერეს, უკვე დაკვეთას ასრულებენ და ეს დაკვეთა იმაში მდგომარეობს, რომ აბსოლუტურად სხვა რამ უნდა მოხდეს საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმირებული მოქალაქე არის ამ ქვეყნის უსაფრთხოების დამცველი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მისივე თქმით, არ არსებობს არც ერთი ჩატარებული არჩევნები, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას ეღიარებინა.„რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება – ეს კასტა, რომელიც ზემოდან უყურებს მთელ საზოგადოებას. ყველა ჩვენგანი ვართ საზოგადოება და ესენი განსაკუთრებული არიან – სამოქალაქო საზოგადოება. პროფესია აქვთ სამოქალაქო აქტივისტი. რას ნიშნავს სამოქალაქო აქტივისტი? რას ნიშნავს? ვინ ხარ? რა გაგიკეთებია? რას წარმოადგენ, რომ ასეთი გონორით ესაუბრებოდე შენს მოქალაქეებს, შენს ხელისუფლებას, პარლამენტის წევრებს?! ეს როგორ შეიძლება.ჩვენ ხომ ვიცით, აკერმანის წინასწარ შედგენილი გეგმებია, რომ ეს ხალხი გადმოდის ხელისუფლებაში, როგორც ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს ბოკერიები და უგულავები პირდაპირ გახდნენ ხელისუფლების წევრები და რა დამართეს ქვეყანას. იმის გამოძახილია, რომ ეს საცეცები კიდევ ვერ მოვიცილეთ.ნაბიჯი, რომელიც ახლა გადაიდგა პოლარიზაციის დასრულებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც შესაძლოა, არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ ამ ქვეყნის პატრიოტია და ვცდილობთ, რომ მათგან, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ერთმანეთს პატივი ვცეთ და საზოგადოებას ვცეთ პატივი, ჩვენი აზრები მივაწოდოთ მათ და ეს პროცესი არ შეჩერდება“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოებს თავს დაესხნენ

ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოებს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ „ბიბისი“ გაერო-ზე დაყრდნობით იუწყება.მედიის ინფორმაციით, ლიბანში მშვიდობისმყოფელებს ცეცხლი სავარაუდოდ არასახელმწიფო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა გაუხსნეს. ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების (UNIFIL) ინფორმაციით, თავდასხმები გაერო-ს სამ სხვადასხვა ბაზაზე – იატარში, დეირ კიფასა და კალაკიაში განხორციელდა.მათივე ცნობით, გასროლა ერთ-ერთ ადგილას მშვიდობისმყოფელებისგან ხუთი მეტრის მოშორებით განხორციელდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.UNIFIL არის სამშვიდობო მისია, რომელიც 1978 წელს შეიქმნა საომარი მოქმედებების მონიტორინგისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის მიზნით.

დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ ბრიტანეთი, მოკავშირეებთან ერთად, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე მუშაობს

დიდი ბრიტანეთი, მოკავშირეებთან ერთად, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე მუშაობს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მდივანმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.ედ მილიბენდმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დეესკალაცია სრუტის ხელახლა გახსნის საუკეთესო გზაა და მისი ქვეყანა გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებას.„სრუტის ხელახლა გახსნა ყველას ინტერესებშია. ასევე, ვიტყვი, რომ ჩვენც გვჭირდება ამ კრიზისის დეესკალაცია, რადგან სრუტის ხელახლა გახსნის საუკეთესო და ყველაზე დამაჯერებელი გზა ამ კონფლიქტის დასრულებაა. დიდი ბრიტანეთის თვალსაზრისით, ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ვფიქრობთ, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რომ პუტინს ამ საკითხებთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ. მაგრამ უფრო ფართო სურათი ის არის, რომ ჩვენ უნდა ვცადოთ ამ კონფლიქტის დასრულება, არავის ინტერესებშია, რომ ეს კონფლიქტი კვირების და თვეების განმავლობაში გაგრძელდეს“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მდივანმა.

ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის

ინდოელი ასტროლოგისა და ვედური წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლის შესახებ ახალი ტალღით გავრცელდა სოციალური მედიისა და YouTube-ის არხებზე ბოლო თვეებში. მის მიხედვით, მომავალი წელი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი გარდამტეხი პერიოდი, როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ დონეზე.ანანდი 2026 წელს ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით იმ პერიოდის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელიც შეიძლება გამხდარიყო ოთხსაუკუნოვანი ციკლის გადამწყვეტი ეტაპი.მისი პროგნოზის თანახმად, ეს წელი კრიტიკული მოვლენების, სიფრთხილის საჭირო პერიოდებისა და გლობალური ცვლილებების წლისპირია.ვიდეოში, წინასწარმეტყველს დასახელებული აქვს ქვეყნები და თვეები, სადაც შესაძლო არასტაბილურობა უფრო მეტად გაიზრდება: მათ შორის ჩინეთი, ფილიპინები, ჩრდილოეთ კორეა და იაპონია.ხოლო ყველაზე ამაღელვებელ თვეებად — აპრილი, ივლისი და ნოემბერი დაასახელა.მისი ვარაუდით, ეს პერიოდები ასტროლოგიური გავლენებით განისაზღვრება და შეიძლება გამოიწვიოს:აპრილი — დაძაბულობის პიკი და კონფლიქტური სიტუაციების გაძლიერება;ივლისის ბოლო — სწრაფი ცვლილებები, როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ დარგში;ნოემბერი — სტრუქტურული და სტრატეგიული გადაწყვეტილებების პერიოდული ცვლილებები, რომელმაც შესაძლოა გრძელვადიანი შედეგები მოიტანოს.2026 წელი, ანანდის მიხედვით, შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი პერიოდი მედიცინის განვითარებისთვის. განსაკუთრებით – დიაგნოსტიკის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიღწეულ პროგრესში.ასევე, მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ზოგიერთ დარგში — მათ შორის ფუნდამენტურ მეცნიერებებში — დაიწყოს მნიშვნელოვანი სიახლეები.

ბოლო სიახლეები