ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით ბოლო რვა წლის განმავლობაში დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კუთხით იმაზე მეტი გაკეთდა ვიდრე დანარჩენი 19 წლის განმავლობაში

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ბოლო რვა წლის  განმავლობაში დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კუთხით იმაზე მეტი გაკეთდა ვიდრე დანარჩენი  19 წლის განმავლობაში მთლიანად გაკეთებულა.

,,ჩვენ დევნილ მოსახლეობასთან ერთად ვიზიარებთ სიხარულს, წარმატებას და წარუმატებლობასაც, რა თქმა უნდა ჩვენ ერთნი ვართ.  ჩვენ ვართ ზუგდიდელები და ერთად ვაშენებთ ზუგდიდს” განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა თავის მიმართვაში.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“. რეალურად ბოლო რვა წლის  განმავლობაში რაც განხორციელდა ჩვენი დევნილი მოსახლეობისათვის, ჯამში აღემატება ყველა იმ პროგრამას, რომელიც 19 წლის განმავლობაში საქართველოში გატარებულა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კვლავაც გვრჩება დევნილი მოსახლეობა, რომელიც არის და აქვს საჭიროება, დაკმაყოფილდეს საჭირო საცხოვრებელი ფართებით. ეს არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა და ჩვენ ამ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ მომავალ წელს. ათასამდე დევნილს  გადაეცეს ბინა  და რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო ზღვარი. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია,  ვიზრუნო ჩვენს დევნილ საზოგადოებაზე  და შევძლო მათთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა, თუმცა აქ არის მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან” განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ახლო მომავალში არსებით ცვლილებას არ ველოდებით, საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურები მნიშვნელოვანი სტრუქტურებია, ამ საკითხზე თავისი პოზიცია ჰქონდა ფინანსთა მინისტრს და გავიზიარეთ

ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში, მათ შორის საგამოძიებო სამსახურში და შემოსავლების სამსახურში, სადაც გაზიარებული იქნა ფინანსთა მინისტრის პოზიცია.„არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში. საგამოძიებო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ფინანსთა სამინისტროს ქვეშ ფუნქციონირებს, ანალოგიურად, შემოსავლების სამსახურიც. თავისი პოზიცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და ეს პოზიცია გავიზიარეთ, შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე. შესაბამისად, განხორციელდა საკადრო ცვლილებები. ასევე, დღეს განხორციელდა საკადრო ცვლილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამ შემთხვევაში იყო ბატონი გეკა გელაძის შესაბამისი პოზიცია და თამაზ ბორაშვილი პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ დაიკავებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას. ეს არის ცვლილებები, რაც განხორციელდა და ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით. დასანიშნია კულტურის მინისტრი. ამასთან დაკავშირებით სიახლეს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს

გეკა გელაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.„თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.დღეს ცნობილი გახდა, რომ გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა თამაზ ბორაშვილი წარადგინა.

ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა.შესაბამისი განცხადება კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ში, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.აღსანიშნავია, რომ თამაზ ბორაშვილი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

მიხეილ სააკაშვილი – გარჩევების დრო არ არის, ჯერ ესენი მოვიშოროთ და მერე იქნებ ჩემით გაგშორდეთ და კისერიც გიტეხიათ – რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეს,...

დღეს ახალი პარტიები ჩნდებიან სოკოსავით, რომლებიც ამბობენ, “ჯერ მიშა უნდა მოვაშოროთ და შემდეგ ივანიშვილიო. მეგობრებო, ახლა არ არის ერთმანეთთან დაპირისპირების, გარჩევების დრო. ვიდგეთ ერთად, ჯერ ეს მოვაშოროთ და მერე იქნებ, ჩემით გაგშორდეთ და მერე კისერიც გიტეხიათ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.მან სასამართლოს მიმართა, “7 ნოემბრის საქმე დაასრულონ”.“მინდა სასამართლო შემადგენლობას ვუთხრა, რომ იმდენი წელია ეს პროცესი მიმდინარეობს, რომ ტკბილად შევაბერდით ერთმანეთს ყველა. ამასობაში, გამიჩნდა შვილი, რომელიც დღეს სკოლაში წავიდა, გამიჩნდა შვილიშვილი, ბევრი რამ შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში. თქვენთანაც შეიცვალა ან თმები დაგცვივდათ და მაინც, მრავალი წელია ვაგრძელებთ აქციებს. მინდა მივმართო ივანიშვილს, რომელიც ამ პროცესით იკმაყოფილებს ჩემდამი სადისტურ ლტოლვას. ბიძინა, იშოვე ფული, დაიმკვიდრე თავი, როგორც დიქტატორმა მსოფლიოში, შენც გაგიჩნდა შვილიშვილები, გახდი ბაბუა და არ დადგა დრო, რომ ეს ცირკი დაასრულო?საქმე, რომელზეც მასამართლებთ, შედგენილია “ეფ-ეს-ბეს” აგენტის, ოთარ ფარცხალაძე- რომანოვის მიერ. მხოლოდ ამის გამო, რომ “ეფ-ეს-ბეს” ნომრიანმა აგენტმა მოამზადა (ჩემი საქმე) და ხელი მოაწერა მერე მისმა ხელქვეითმა, ნორმალურ სიტუაციაში ეს საქმე უნდა იყოს შეწყვეტილი, მაგრამ ჩვენ არ ვართ ნორმალურ სიტუაციაში”, - განაცხადა სააკაშვილმა.სააკაშვილი გამოეხმაურა გიორგი ბარამიძის დაკავებასაც.“გია ბარამიძე სამშობლოს ღალატისთვის გაამწესეს ციხეში. ამაზე მეტი ანეკდოტი არ არსებობს. ეს კაცი თავზე გვაფურთხებს, გვასკლინტავს და ჩვენ ვისხდეთ? “ნაზი ბულბული გალიაშია დატყვევებული” - პაატა ბურჭულაძე. (ციხესთან) დილით, გარეთ, 6 საათზე, იკრიბებიან ყვავები და სწორედ 6 საათზე, პაატა ბურჭულაძე უსმენს ყვავების ჭყავილს.გვეუბნებიან, რომ მშვიდობაა მთავარი და ამაზე ვინ კამათობს, მშვიდობა აუცილებელია ქართველი ხალხისთვის, მაგრამ თუ შევეგუებით კორუფციას, კრიმინალს და ა.შ. აი, ეს არის თურმე მშვიდობა. ეს არის წარმოუდგენელი დაცინვა ქართველი ხალხისთვის. არასდროს, არასდროს, არასდროს! საქართველო არ ყოფილა ერთი ადამიანის საკუთრება...გუშინ ტელევიზორში მოვისმინე, “იამაყეთ ჩვენი ეროვნული პროდუქტით, წვენით”. რა წვენი ხალხო?! აი, ეს უნდათ ამათ - “წვენის, ტყლაპის ინოვაციით დაიკმაყოფილეთ თავი, იამაყეთ თქვენო ელარჯით”, - განაცხადა სააკაშვილმა.ამასთან, სააკაშვილმა ისაუბრა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიაზეც. მისი თქმით, ამბიცია არის მშვიდობა, მაგრამ არა ღირსების შელახვის და “ბოდიშების მოხდის ფონზე”.“ჩვენ აფხაზეთში არ ვაპირებთ ვინმეს გაყრას. ჩვენ ვაპირებთ მშვიდობით შესვლას. ქართველ ხალხს ძალიან არ უყვარს მოღალატეები, ამიტომ ყველანი უნდა დავირაზმოთ. “სხვათა შორის” ბრძოლა არ გამოვა. 2012 წლიდან ივანიშვილი ცდილობს გაანადგუროს “ნაციონალური მოძრაობა” და ეს ხან გამოსდის ფულით და .... დღეს ახალი პარტიები ჩნდებიან სოკოსავით, რომლებიც ამბობენ, ჯერ მიშა უნდა მოვაშოროთ და შემდეგ ივანიშვილიო. მეგობრებო, ახლა არ არის ერთმანეთთან დაპირისპირების, გარჩევების დრო. ვიდგეთ ერთად, ჯერ ეს მოვაშოროთ და მერე იქნებ, ჩემით გაგშორდეთ და კისერიც გიტეხიათ.2012 წელს ციხე შიგნიდან გატყდა და მე არ ვიხსნი ამაზე პასუხისმგებლობას, სხვანაირად უნდა მემოქმედა, მაგრამ ვიღაცები გაიყიდნენ და ბიძინას მოსვლაში დაეხმარნენ”, - განაცხადა სააკაშვილმა.

გელა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ გელაძე სოციალურ ქსელში თავად წერს.როგორც გელაძე აღნიშნავს, საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს.„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ.მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ.მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას“, - წერს გელაძე სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები