კვირა, ოქტომბერი 19, 2025

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი “ჯარის ბანაკიდან” წავა ძალიან დიდი ემოციებითა და ცოდნით, რომელიც მომავალში გამოგადგებათ

„ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ახალგაზრდებს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში. დარწმუნებული ვარ, ეს არის ძალიან კარგი თავგადასავლის დასაწყისი, რომ თითოეული თქვენგანი „ჯარის ბანაკიდან“ წავა ძალიან დიდი ემოციებითა და ცოდნით, რომელიც მომავალში გამოგადგებათ“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კოჯორში, „ჯარის ბანაკის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბანაკის მასშტაბები ყოველწლიურად ფართოვდება და მონაწილეობის მსურველთა რიცხვიც მზარდია: „ჩვენ უკვე 2300-ზე მეტ ბავშვს ვუმასპინძლებთ წელს, რაც ორჯერ აღემატება შარშანდელ მონაცემს. წელს ბანაკის დისლოკაციის ადგილები საქართველოს მასშტაბით სამ ადგილას გვაქვს და მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტისადმი ახალგაზრდებში ასეთი გამოხმაურება და დაინტერესებაა“.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს როგორც თავდაცვის ძალების, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მხარდაჭერისთვის, რამაც საზაფხულო ბანაკების მასშტაბების გაზრდის შესაძლებლობა შექმნა. მინისტრმა აღნიშნა პროექტის მხარდამჭერების – საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების როლი და მათი ჩართულობის მნიშვნელობა.

ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რომ თავდაცვის უწყებისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაცია და თავდაცვის ძალების უკეთ გაცნობა, რის საშუალებასაც იძლევა „ჯარის ბანაკი“. „დარწმუნებულები ვართ, რომ როდესაც დაბრუნდებით სახლებში, გაუზიარებთ გამოცდილებას თანატოლებს, დაფიქრდებით იმაზე, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება თქვენი ცხოვრება დაუკავშიროთ თავდაცვის ძალებს, იმიტომ,  რომ განვითარების გზაზე მდგომ თავდაცვის ძალებს სჭირდება მჭიდრო კონტაქტი ახალგაზრდებთან. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც მომავალში იქნებიან ღირსეული ოფიცრები, ღირსეული ჯარისკაცები და, რა თქმა უნდა, ემსახურებიან ყველაზე მნიშვნელოვანს, რასაც შეიძლება ადამიანი ემსახუროს – სამშობლოს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვანი, ვახო სანაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.ცნობისთვის, სანაიას შინაგან საქმეთა სამინისტრო, 18 ოქტომბრის საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.დღეს შს მინისტრმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ უწყებამ 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კიდევ 13 პირის მიმართ. მისი განმარტებით, აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა. აღნიშნული ქმედებით, აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

ნიკოლა სარკოზი – ციხის არ მეშინია, თავს მაღლა ავწევ ციხის კარიბჭის წინაც კი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ პატიმრობის არ ეშინია.სარკოზი, რომელიც 21 ოქტომბერს პარიზში, ლა სანტეს ციხეში უნდა გადაიყვანონ, ამბობს, რომ ჩემოდანი უკვე ჩაალაგა და სასჯელის მოხდის დაწყებამდე თავს მშვიდად გრძნობს.„ციხის არ მეშინია. თავს მაღლა ავწევ ციხის კარიბჭის წინაც კი“, – განაცხადა სარკოზიმ და აღნიშნა, რომ არ ითხოვს რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიებს.მისივე თქმით, ციხეში ყოფნის პერიოდის ნაყოფიერად გამოყენებას აპირებს და წიგნის დაწერას გეგმავს.საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზის ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოსახდელად 21 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა 25 სექტემბერს მიუსაჯა. ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში.სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა. ის იქნება საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ციხეში სასჯელს მოიხდის.

ტელეკომპანია „ფორმულა“ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დღეს რეჟიმის პოლიციამ „ფორმულას“ წამყვანი ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა, მას, სავარაუდოდ, ახალი რეპრესიული კანონებით, აქციაში მონაწილეობას ედავებიან, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.ტელეკომპანიის ცნობით, ვახო სანაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.„„ფორმულა“ მის დაკავებას განიხილავს, როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის მხრიდან.ამ რეპრესიულ გარემოში სამოქალაქო უფლებების უკიდურესი შეზღუდვის ფონზე მედიის თავისუფლების ხელყოფა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს ხდება მაშინ, როცა ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის მედიაზე ზეწოლას განიხილავენ.ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის, ასევე „კვირის ფორმულას“ წამყვანია და ის ახლა ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ“, – აღნიშნულია „ფორმულას“ განცხადებაში.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ განცხადებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების 4-კვირიანი შეჩერების შემდეგ, სამუშაოები ცეცხლის შეწყვეტის ადგილობრივი ზონების შექმნის შედეგად დაიწყო.„ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა ბირთვული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კომპლექსური სარემონტო გეგმის განსახორციელებლად სააგენტოსთან ორივე მხარემ კონსტრუქციულად ითანამშრომლა“, - აღნიშნა გროსიმ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და კიდევ ერთი ვადით პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების იმედი აქვს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და გამარჯვებას ელოდება.„Channel 14”-ის გადაცემაში ისრაელის პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა კიდევ ერთი ვადით კენჭისყრას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას, რაზეც ნეთანიაჰუმ დადებითი პასუხი გასცა.ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გაიმარჯვებს, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ამის იმედი აქვს.ამასთან, გადაცემაში სტუმრობისას ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ღაზაში ომი საბოლოოდ დასრულდება მაშინ, როდესაც მიღებული შეთანხმების პირობები შესრულდება.„ეს, უპირველეს ყოვლისა, პირველ ეტაპს მოიცავს, ჩვენი ყველა მძევლის დაბრუნებას. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ აზრზე, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასი“ თუ არ დათანხმდება განიარაღებას, ეს „რთული გზით“ მოხდება.„ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა „ჰამასი“ განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება, მაშინ დასრულდება ომი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ბოლო სიახლეები