ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ შევძელით ის, რომ 2021 წელი, მაშინ, როცა საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები თვლიდნენ, რომ ქვეყანას ელოდებოდა დეფოლტი, დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით

ჩვენი კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მთავრობის მიერ გადადგმული სწორი და ეფექტური ნაბიჯების შედეგად, ასევე ბატონი კობას ძალიან კონსტრუქციული მიდგომების შედეგად, ჩვენ შევძელით ის, რომ 2021 წელი, მაშინ, როცა საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები თვლიდნენ, რომ ქვეყანას ელოდებოდა დეფოლტი, დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა.

„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები ბატონ კობა გვენეტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, პატივცემულ ელჩებს, ბიზნესის წარმომადგენლებს. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კობას, თქვენი ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ შევაჯამოთ საქართველოს წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და საფინანსო სისტემის მიღწევები, რაშიც რა თქმა უნდა, ბატონ კობა გვენეტაძეს თავისი წვლილი მიუძღვის, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა. გახსოვთ პანდემიის შედეგად მიყენებული უზარმაზარი ზარალი, შემდეგ უკვე გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც არის ურთულესი. ამ ორი დიდი გამოწვევის მიუხედავად, ბოლო ორი წელია, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მინდა ძალიან მოკლედ გავიხსენო, თუ რა ვითარებაში გავიცანი ბატონი კობა ორი წლის წინ. მაშინ მახსოვს, ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. ამას ემატებოდა პანდემია. ვაქცინების არარსებობა. ძალიან მოკლედ შეგახსენებთ იმ მდგომარეობას, რომელიც დამხვდა, ეს იყო ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის 10%-მდე. ქვეყნის ვალი 60%-ზე მეტი იყო მშპ-სთან მიმართებაში. ლარის კურსი თითქმის 3,4 შეადგენდა დოლართან მიმართებაში. გვქონდა ეკონომიკური ვარდნა, 6%-იანი. არ გვქონდა ვაქცინები, ეკონომიკა იყო სრულ “ლოქდაუნში” და ამას ემატებოდა პოლიტიკური კრიზისი. ასეთ ვითარებაში გავიცანი ბატონი კობა ორი წლის წინ და მახსოვს ჩვენი პირველი შინაარსიანი, ხანგრძლივი საუბარი და მახსოვს ის პროგნოზები, რომელიც მაშინ კეთდებოდა, როგორც ეროვნული ბანკის მენეჯმენტის მხრიდან, ასევე ის პროგნოზები, რომელიც დაგვხვდა ჩვენ მთავრობაში. მაგრამ ჩვენი კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მთავრობის მიერ გადადგმული სწორი და ეფექტური ნაბიჯების შედეგად, ასევე ბატონი კობას ძალიან კონსტრუქციული მიდგომების შედეგად, ჩვენ შევძელით ის, რომ 2021 წელი, მაშინ, როცა საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები თვლიდნენ, რომ ქვეყანას ელოდებოდა დეფოლტი, დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა კობა გვენეტაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დღეს უკვე ბიუჯეტის დეფიციტი გვაქვს 2.8 პროცენტი, შარშან ასევე გვქონდა 10 %-ანი ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვნად შევამცირეთ საგარეო ვალი, თითქმის 38 %-მდე ჩამოვწიეთ. Gdp, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, წელს იქნება 25 მლრდ დოლარი, შესაბამისად 80 მლრდ ლარამდე. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8 000 დოლარს მიაღწევს მშპ და ლარი არის სტაბილური 2.6-2.65 ფარგლებში, დოლართან მიმართებაში. ამასთან, უმუშევრობა გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე, სიღარიბე გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე და რაც მთავარია, ამ ორი წლის ეკონომიკურმა ზრდამ მისცა საშუალება ბატონ კობას და მის მენეჯმენტს, ხელმძღვანელობას, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები ასევე ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს არის მოკლე შეჯამება მთავრობის და ეროვნული ბანკის მეტად კონსტრუქციული და კოორდინირებული მუშაობისა.ბატონმა კობამ თავის გამოსვლაში აღნიშნა ეროვნული ბანკის მნიშვნელობა და გაიხსენა ისტორია. ასევე მინდა ჩემი მხრიდან დავადასტურო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ბანკის დამოუკიდებლობას, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, მთავრობას და ეროვნულ ბანკს ჭირდება მეტად კოორდინირებული, ჯანსაღი თანამშრომლობა. სწორედ ამის შედეგია ის, რაც მოგახსენეთ. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ კობა გვენეტაძეს. ჩვენ არაერთი საუბარი გვქონია, ყოფილა განსხვავებული შეხედულებებიც, ჯანსაღი კამათიც, კრიტიკაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ვთანხმდებოდით მთავარზე – ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. რა ჭირდებოდა და რა ჭირდება ქვეყანას მოცემულ მომენტში და მოცემულ დროს. ამ სულისკვეთებითა და პასუხისმგებლობით ვიმუშავეთ ჩვენ ერთად 2 წელი და ხედავთ, რომ შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სწორედ ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც მდგრადი ეკონომიკის წინაპირობა და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ბატონი კობას მიზანმიმართული, ქმედითი და კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით ეროვნული ბანკის მუშაობა იყო უაღრესად დადებითი. კიდევ ერთხელ მადლობა, ბატონო კობა, გაწეული სამსახურისთვის. თქვენ ნამდვილად საპასუხისმგებლო თანამდებობა გეკავათ ბოლო 7 წლის განმავლობაში, თქვენ არაერთი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალეთ და მე ახლა გემშვიდობებით. გისურვებთ წარმატებას, დიდი მადლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. ასევე მოისმინეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოლ ჰილბერსის, სომხეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მარტინ გალსტიანის და მოლდოვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ოქტავიან არმაშუს ვიდეო მიმართვები.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკნონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მტკვარში მანქანა გადავარდა – ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს

თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში მანქანა გადავარდა.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იმყოფება ავტომობილში. დეტალები დგინდება.

გურამ კაშია-კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი… ბავშვებს კვარას გამო უნდათ ფეხბურთელობა… ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!

„კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი. პატარა ბავშვებს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უნდათ ფეხბურთელობა. ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!“ - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია საუბრობს.ვრცლად ↓

ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის – რა ელის კაცობრიობას

ბულგარელი ნათელმხილველის, ვანგას ერთ-ერთი პროგნოზით, კაცობრიობა 5079 წლამდე არ განადგურდება,- წერს New York Post .მისტიური მკურნალი 1996 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი მიმდევრები ჯერ კიდევ ელიან სიკვდილამდე მის მიერ გაკეთებულ წინასწარმეტყველებებს.ვანგას პროგნოზები - კაცობრიობის დასასრულის ვადებინათელმხილველის მიერ გაკეთებული პროგნოზების თანახმად, კაცობრიობას სხვადასხვა წლებში ელის:2025 წელი - ევროპაში კონფლიქტი გაანადგურებს კონტინენტის მოსახლეობას;2028 - ადამიანები დაიწყებენ ვენერას შესწავლას, როგორც ენერგიის წყარო;2033 წელი - პოლარული ყინულის ქუდები დნება, რის გამოც მთელს მსოფლიოში ზღვის დონე ამაღლდება უზარმაზარ სიმაღლეებამდე;2076 წელი - კომუნიზმი გავრცელდა მსოფლიოს ქვეყნებში;2130 - ადამიანები დაუკავშირდებიან უცხოპლანეტელებს;2170 - გვალვა ანადგურებს მსოფლიოს უმეტეს ნაწილს;3005 წელი - დედამიწა ომში წავა მარსის ცივილიზაციასთან;3797 - ადამიანებს მოუწევთ დედამიწის დატოვება, რადგან ის საცხოვრებლად აღარ ვარგა;5079 - სამყარო დასრულდება.

ცნობილი რეჟისორი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი რობერტ ბენტონი 92 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ინფორმაციას მედია მის მენეჯერზე დაყრდნობით ავრცელებს.ბენტონმა გადაიღო ისეთი ფილმები, როგორებიცაა „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“, „ადგილები გულში“ და იყო „ბონის და კლაიდისა“ და „სუპერმენის“ სცენარისტი. მის ნამუშევრებს 3 „ოსკარი“ აქვს მიღებული.

სტალინის ჩაის საიდუმლო

ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორ მოახერხა იოსებ სტალინმა, გამკლავებოდა ცხოვრების გიჟურ ტემპს და სიფხიზლე შეენარჩუნებინა ღამის შეხვედრებისა და სტრესული დღეების მიუხედავად? ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მას ძილის წინ სპეციალური რიტუალი ჰქონდა, რომელიც ეხმარებოდა, სწრაფად დაეძინა და რამდენიმე საათში მშვიდად სძინებოდა. ამბობენ, რომ სვამდა სპეციალურ ჩაის, რომელიც ნერვულ სისტემას ამშვიდებდა და ენერგიით ავსებდა მთელი დღის განმავლობაში. რა არის ეს სასმელი და რატომ ღირს მისი გასინჯვა დღესაც? სტალინის საყვარელი ჩაი, რომელიც ამშვიდებს საუბარია მონარდასგან დამზადებულ ჩაიზე, რომელიც ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით. ხალხი მას "ბერგამოტს" უწოდებს თავისი უჩვეულო არომატით პიტნის, ციტრუსის და მსუბუქი სანელებლების ნოტებით. ეს ჩაი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ აქვს მრავალი სასარგებლო ეფექტი:ეხმარება გაუმკლავდეს სტრესს და შფოთვას. მონარდა შეიცავს ბუნებრივ კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ მოდუნებას და ძილის ნორმალიზებას. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. კუჭის პრობლემები ხშირად გვიშლის ხელს დაძინებაში და ეს სასმელი პრობლემას ნაზად და ბუნებრივად აგვარებს. მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ისინი ეხმარებიან ორგანიზმს გაუმკლავდეს ანთებას, გააძლიეროს იმუნური სისტემა და შეანელოს დაბერების პროცესიც კი. მას აქვს ანტისეპტიკური თვისებები. მონარდას ჩაის ხალხურ მედიცინაში იყენებენ გაციებისა და ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად. აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ზოგიერთი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ამ ჩაის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს არტერიულ წნევასა და გულის მუშაობაზე.როგორ მოვამზადოთ მონარდას ჩაი სწორად მაქსიმალური სარგებელი და მდიდარი გემო რომ მიიღოთ, საჭიროა მონარდას ჩაის სწორად მოხარშვა. ამისათვის შესაფერისია ახალი ან გამხმარი ფოთლები და ყვავილები. 200 მლ წყლისთვის საკმარისია 1–2 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი. მათ ასხამენ მდუღარე წყალს და აჩერებენ 5-7 წუთის განმავლობაში. თუ უფრო მდიდარი გემო გსურთ, შეგიძლიათ ცოტა ხანს დატოვოთ, მაგრამ არ გადააჭარბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაი ძალიან მჟავე გახდება. გემოს გასაუმჯობესებლად კარგია თაფლის, ლიმონის ან პიტნის ფოთლების დამატება. ამ სასმელის დალევა განსაკუთრებით სასარგებლოა ძილის წინ.მართალია, რომ სტალინი ამ ჩაის სვამდა?არ არსებობს ზუსტი ისტორიული მტკიცებულება იმისა, რომ სტალინი რეალურად რეგულარულად სვამდა მონარდას, მაგრამ ხალხური ლეგენდები აქტიურად გადასცემენ ამ ფაქტს თაობიდან თაობას. ერთი რამ ცხადია: წარსულში ადამიანები ბევრად უფრო ხშირად იყენებდნენ ბუნებრივ საშუალებებს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.მონარდას ჩაი შეიძლება იყოს კარგი ალტერნატივა თანამედროვე საძილე აბებისა და ანტიდეპრესანტებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ სამკურნალო მეთოდებს. მისი სარგებელი დასტურდება არა მხოლოდ პოპულარული შეხედულებებით, არამედ თანამედროვე კვლევებითაც. სცადეთ ამ სასმელის ჩართვა თქვენს საღამოს რიტუალში და ნახეთ, როგორ მოქმედებს ის თქვენს ძილსა და მთლიან კეთილდღეობაზე.

ბოლო სიახლეები