ხუთშაბათი, თებერვალი 5, 2026

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს კეთილგონივრული გადაწყვეტილებებით და შეთანხმებით დავით გარეჯის სადავო ნაწილებს შემოვიერთებთ

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, განსაკუთრებით დავით გარეჯის სამონასტრო კომლექსთან არსებული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ქართული არხის“ გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ შესაძლებლობაზეც ისაუბრა, რასაც ორ მჭიდროდ გადაჯაჭვულ, ურთიერთთამოკიდებულ სახელმწიფოს შორის განხეთქილება შეეძლო გამოეწვია.

„უცხო ქვეყანა, ამ შემთხვევაში ვთქვათ რუსეთი, რა შემთხვევაში და რა ფორმით შეიძლება იყოს დაინტერესებული ორ მეზობელ და მეგობარ, ძალიან მჭიდროდ გადაჯაჭვულ სახელმწიფოებს შორის განხეთქილებით? ჩვენ, აზერბაიჯანი და საქართველო ურთიერთდამოკიდებული სახელმწიფოები ვართ. გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობა და მეგობრობა. რა შემთხვევაში შეიძლება გამოეწვია ამ ურთიერთობებს შორის რაიმე დიდი განხეთქილება? ერთ-ერთი საკითხი შესაძლოა ყოფილიყო სწორედ ის, რაც სააკაშვილმა, მისმა მთავრობამ ჩაიდინა. ანუ ჩვენი სიწმინდის – დავით გარეჯის ნაწილი შეუთანხმეს და აღმოჩნდა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ 2007 წელს. მე კითხვას ვსვამ – ეს არის შეგნებული, გააზრებული პროვოკაცია სააკაშვილის და მისი მთავრობის მიერ ჩადენილი? მაშინ ემთხვევა თუ არა რუსეთის ინტერესები?! მე ასე მიმაჩნია“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა დავით გარეჯის სამონასტრო კოპლექსთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო საკითხზე აზერბაიჯანული მხარის პოზიციაზეც ისაუბრა. მან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩევლის ჰიკმედ ჰაჯიევის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მეგობრები არიან და აზერბაიჯანული მხარე მზად არის დიალოგისთვის.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად კონსტრუქციულად არის განწყობილი აზერბაიჯანული მხარე. უფრო მეტიც, ჩვენი კარტოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი პოლკოვნიკი ხორბალაძე, რომელიც კომისიის სხდომას ესწრებოდა, მიყვება ასეთ ისტორიას – „ჩვენ აზერბაიჯანელებთან როცა ვიყავით კომისიის სხდომაზე და დავაყენეთ ამ რუკის საკითხი რატომ არ მივყვებით ამ ჩვენი პრეზიდენტების შეთანხმებას და რატომ ვარღვევთ, აზერბაიჯანელები დარჩნენ გაკვირვებულები, საერთოდ პირველად გვესმის თქვენგან. თქვენი ინიციატივით ხდებოდა იმ რუკებით შეთანხმება სახელმწიფო საზღვრების“. აქედან გამომდინარე ყველაფერი ცხადია – ეს არის რუსული ინტერესი. მჯერა, რომ უფლის დახმარებით, ჩვენი მთავრობის და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს კეთილგონივრული გადაწყვეტილებებით და შეთანხმებით, დავით გარეჯის ამ სადავო ნაწილებს შემოვიერთებთ. ეს მოხდება და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს კიდევ უფრო გაამყარებს სამუდამოდ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობას“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის სადავო საკითხზე საქართველოს პოზიციაზეც იმსჯელა. როგორც მან აღნიშნა, ქართული მხარე განსაკუთრებულს, ზედმეტს არ ითხოვს მოძმე ხალხისგან, მეგობარი სახელმწიფოსგან. ხელისუფლება მიყვება იმ შეთანხმებას, რომელიც საქარველოსა და აზერბაიჯანს შორის დაიდო.

„ჩვენ გვაქვს ყველა ის ბერკეტი, არგუმენტი და მტკიცებულებები, რომელიც ამყარებს ქართული მხარის პოზიციებს ჩვენს მეგობრებთან ამ მოლაპარაკებებში. კიდევ ვიმეორებ, რომ სხვა არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს რუკა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მხოლოდ ამ რუკას გამოვიყენებთო. სხვა რუკაზე არ ყოფილა საუბარი, ბუნებაში. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საერთაშორისო წესების მიხედვით რაც არის მსოფლიოში დადგენილი, როცა ასეთი რაღაც ხდება და ის შეთანხმება შედგება, ის უნდა შესრულდეს. მე მაქვს მყარი საფუძველი იმისა, რომ ვთქვა, დასრულდება ძალიან პოზიტიურად ძალიან მშვიდად, ძალიან წყნარად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კირილ დმიტრიევი – უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხში პროგრესია, წინსვლა პოზიტიური მიმართულებით მიდის, ევროპიდან და ბრიტანეთიდან ომის მომხრეები ცდილობენ ამ პროცესში ჩარევას

უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხში პროგრესია, წინსვლა კარგი და პოზიტიური მიმართულებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.დმიტრიევის თქმით, „ევროპიდან და ბრიტანეთიდან ომის მომხრეები გამუდმებით ცდილობენ ამ პროცესში ჩარევას“.„რაც უფრო მეტი ასეთი მცდელობა ხდება, მით უფრო მეტად ვხედავთ, რომ, რა თქმა უნდა, პროგრესი არსებობს“, – აღნიშნა კირილ დმიტრიევმა.

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები ხვალ იხსნება. საქართველოს ნაკრები თამაშებზე 8 სპორტსმენით არის წარმოდგენილი - 6 მოციგურავე და 2 მოთხილამურე.პირველები ასპარეზში მოციგურავეები ჩაერთვებიან. ხვალ მილანში ფიგურულ ციგურაობაში გუნდური შეჯიბრი დაიწყება. მოკლე პროგრამას მოცეკვავეები, ქალები და წყვილები შეასრულებენ. ტურნირი თბილისის დროით 12:55 საათზე დაიწყება.გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება კი საღამოს, მილანის სან სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, სადაც საქართველოს მედროშეები იქნებიან მოციგურავეები: ლუკა ბერულავა და დიანა დევისი. კორტინაში კი მოთხილამურეები: ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.

მოლაპარაკება თუ იძულება – ისტორიული პარალელებით რატომ ეწინააღმდეგება ზოგიერთი სახელმწიფო მოლაპარაკებას? არსებობს კი რეალური ალტერნატივა დიალოგისთვის? -ირანის ელჩი ირანი აშშ-ის ურთიერთობებზე

,,როცა დრო საბოლოო მსაჯულია: ირანისა და ამერიკის მოლაპარაკებათა საკითხის ანალიზიბოლო წლებში, გლობალური მოვლენები და რეგიონული კრიზისები კვლავაც აქცევს „მოლაპარაკებას“ და „დიპლომატიას“ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დისკუსიებში ერთ-ერთ მთავარ თემად. საუბრებისას, რომლებიც მიმდინარეობს ოფიციალურ პირებთან, პოლიტიკურ ელიტასა და ჩვეულებრივ მოქალაქეებთან სხვადასხვა ქვეყნებში, ერთი და იგივე კითხვა რამდენჯერმე იბადება: რატომ ეწინააღმდეგება ზოგიერთი სახელმწიფო მოლაპარაკებას? არსებობს კი რეალური ალტერნატივა დიალოგისთვის? ამ კითხვებზე პასუხი, თუ გავცდებით დღევანდელ პოლიტიკას, ბევრად უფრო შორსაა საძიებელი, ვიდრე მხოლოდ სახელმწიფოთა შორის მიმდინარე ურთიერთობებში – ის საძიებელი იქნება ისტორიულ გამოცდილებაში. დიპლომატიის ისტორია გვიჩვენებს, რომ მთავარი საკითხი ხშირად არა „მოლაპარაკების პრინციპი“, არამედ „მოლაპარაკების მეთოდია“. როცა დიალოგი გარდაიქმნება ერთპიროვნული ნების თავზე მოხვევის საშუალებად, თუნდაც ოფიციალური შეთანხმების ხელმოწერით დასრულდეს, ჩვეულებრივ არ ქმნის მდგრად ლეგიტიმურობას და არც მხარეებს შორის ნამდვილ ნდობას. 1812 წელს, საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი ცდილობდა რუსეთი პოლიტიკურად საკუთარი ნებისთვის დაემორჩილებინა. რუსეთმა, ნაცვლად თავს მოხვეული პირობების მიღებისა, აირჩია წინააღმდეგობის სტრატეგია, რომელმაც სერიოზული დანახარჯები მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ ნაპოლეონის არმიის მარცხით და მისი იმპერიის დასასრულის დასაწყისით დასრულდა. კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს ვერსალის ხელშეკრულება (1919), რომელიც I მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად დაიდო, მაგრამ ამ ხელშეკრულების ხასიათისა და გერმანიაზე განხორციელებული ეკონომიკური და პოლიტიკური წნეხის გამო, ვერ დამყარდა მდგრადი მშვიდობა. პირიქით, ამან მოამზადა საფუძველი შემდგომი არასტაბილურობისა და ექსტრემიზმისთვის. ვიეტნამის ომმა აჩვენა, რომ თუნდაც ბირთვული იარაღის მქონე გლობალური სუპერ-სახელმწიფო, თუ მორალურ და კულტურულ რეალობას უგულებელყოფს, გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეძლებს საკუთარი ნების განმტკიცებას. 1975 წელს საიგონის დაცემა გახდა სიმბოლო თავს მოხვეული ძალის შეზღუდვისა ეროვნული წინააღმდეგობის მიერ. 2020 წლის ავღანეთის გამოცდილებით იგივე გაკვეთილი აშშ-სა და ნატოსთვის კიდევ ერთხელ განმეორდა. ქართველი ხალხისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითები ქვეყნის ისტორიიდან ჩანს. დავით IV შიდა რეფორმებითა და წინააღმდეგობით შეძლო 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში სელჯუკების განადგურება და დასაბამი დაუდო საქართველოს ოქროს ხანას. კიდევ ერთი მაგალითია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელიც დაიდო ისეთ პირობებში, როცა ქართლ-კახეთის სამეფო სუსტ პოზიციაში იყო. მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხის ისტორიაში წარუშლელად დარჩა ეროვნული იდენტობისა და დამოუკიდებლობის იდეის შენარჩუნება. 2025 წლის ზაფხულში, სამხედრო მოქმედებებისას ისრაელმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ, რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის საჰაერო სივრცე გამოიყენეს. ირანმა 12-დღიანი წინააღმდეგობის სტრატეგიით შეძლო მოულოდნელობის ეფექტის გაქარწყლება, ინიციატივის შენარჩუნება და საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თავს მოახვია აგრესორ ძალებს. ამ გამოცდილების მნიშვნელობა არ ეხება მხოლოდ სამხედრო ასპექტს, არამედ პოლიტიკურ გზავნილს: წინააღმდეგობას შეუძლია იძულების გზა რეალურ მოლაპარაკებათა გზად აქციოს. ისტორია უცვლელად არ მეორდება, თუმცა მისი გაკვეთილების უგულებელყოფა დიდ ძალებს კიდევ ერთხელ აყენებს შეცდომების გამეორების შესაძლებლობის წინაშე. მსოფლიოში, სადაც კვლავ ვაწყდებით გლობალურ კრიზისებს, დიპლომატიის უმთავრესი რესურსს შესაძლოა არა სამხედრო ძალა, არამედ ისტორიული მეხსიერება და ხალხთა გამოცდილების ღრმად გააზრება წარმოადგენდეს-''–ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ მედიაში წერს.

დავით სონღულაშვილი საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩს ტეოდორიკო ნანის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩს ტეოდორიკო ნანის შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.საუბარი ასევე შეეხო მინისტრის იტალიელ კოლეგასთან დაგეგმილი ვიზიტის მოსამზადებელ საკითხებს და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებს.დავით სონღულაშვილის განცხადებით, ერთობლივი ინიციატივების განხორციელება ხელს შეუწყობს  ქვეყანაში აგროსექტორის განვითარებას, თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმინდა საყდართან და მალტის სუვერენულ ორდენთან დავით მექვაბიშვილი,  სამინისტროს  საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის  დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და მალტის სუვერენული ორდენის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი – ევროპელები პირად საუბრებში ძალიან მეგობრულები არიან და მზად არიან, ბევრ დათმობაზე წავიდნენ, საჯაროდ კი თავს გვესხმიან, ეს ყველაფერი სიყალბეა

ევროპელები პირად ურთიერთობებში ძალიან მეგობრულები არიან, საჯაროდ კი თავს გვესხმიან, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მეგინ კელისთან ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, ევროპელები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ბევრ დათმობაზე წავლენ, საჯაროდ კი სხვანაირად საუბრობენ.„ევროპელები პირად საუბრებში ძალიან მეგობრულები არიან და მზად არიან, ბევრ დათმობაზე წავიდნენ, შემდეგ კი საჯაროდ გვესხმიან თავს და ამბობენ: „ჩვენ არ ვაპირებთ ამერიკელებთან მუშაობას. ჩვენ ამერიკელებთან არაფერს ვაპირებთ“. მაპატიეთ, მაგრამ ეს ყველაფერი სიყალბეა. იდეა, თითქოს მზად არიან, ამერიკასთან ურთიერთობის თვალსაზრისით დათმობებზე წავიდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ბოლო სიახლეები