ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026

ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა

ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, მაშინ, როცა ქართველი ხალხისთვის ხსნა აღარ იყო, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა  თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მეგობრებო, რა თქმა უნდა, ჩემს გამოსვლაში გვერდს ვერ ავუვლი უცხო ქვეყნების მსახური აგენტურის „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიეროვნულ, ბოროტ რეჟიმს, რომელმაც საქართველოს და ქართველ ხალხს მოუტანა საშინელი უბედურებები, ჩაგვრა, ძალადობა, ტერორი, შიში, ომი, ტერიტორიების დაკარგვა და გაჩუქება, 300 ათასი გასამართლებული ჩვენი თანამოქალაქე, ათასობით გაუბედურებული ოჯახები, რეჟიმის მიერ ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდები, უდანაშაულო პატიმრები, მათ მიერ შექმნილ ჯოჯოხეთურ ციხეებში ადამიანების წამება ფაშისტური და ბოლშევიკური მეთოდებით, ტანჯვა, გაუპატიურება ადამიანების, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, მედიის მიტაცება და დახურვა, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ბიზნესის რეკეტი, ქონებების წართმევა, მოქალაქეებისთვის ღვთისგან ბოძებული თავისუფლების წართმევა და სხვა უამრავი სისტემური დანაშაულები, რაც ყოველდღიურობა იყო 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. ქვეყანაში გამეფებული იყო სრული უსამართლობა და სრული უიმედობა. ამ ყველაფერს, მეგობრებო, ემატებოდა მათი ლობისტების და მფარველების მიერ წახალისებული, აღვირახსნილი პროპაგანდა და მათ მიერ შექმნილი სიმულაციური რეალობა, თითქოს მანიაკი სააკაშვილი და სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული ღირებულებების სიმბოლო და დემოკრატიის შუქურა იყო, რაც ჩვენი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა იყო. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს წაართვა თავისუფლება და ღირსება შეულახა, გაასამართლა 300 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, პოლიტიკური ველიდან ფაქტობრივად გააქრო ოპოზიცია, ყველა მედია საშუალება ერთ ხმაში აალაპარაკა და საზოგადოება სრულ ნიჰილიზმამდე მიიყვანა, ჩვენს ხალხში მაშინ უიმედობამ დაისადგურა, თითქოს ხელისუფლების შეცვლა უკვე შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ გავიმეორებ, ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, მაშინ, როცა ქართველი ხალხისთვის ხსნა აღარ იყო, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანელ კოლეგას მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენისთვის იმუშაოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის მოუწოდა, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენისთვის იმუშაოს.ვანგ ის განცხადებით, ირანის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება სრუტეში დაცული უნდა იყოს, თუმცა ამავდროულად გარანტირებული უნდა იყოს ნავიგაციის თავისუფლება და უსაფრთხოება.„სრუტის გახსნა ყველას საერთო ინტერესია. ჩინეთი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას და მოლაპარაკებების განახლებას“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება.როგორც ტრამპმა განმარტა, ის ისრაელსა და ლიბანს შორის დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს.„ვცდილობ გარკვეული სივრცე შევქმნა ისრაელსა და ლიბანს შორის. ძალიან დიდი დრო გავიდა, რაც ორ ლიდერს ერთმანეთთან არ უსაუბრია, დაახლოებით 34 წელი. ეს ხვალ მოხდება“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, გასულ ღამეს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ლიბანში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ისრაელის ოფიციალურმა პირმა მედიას განუცხადა.ლიბანელი ოფიციალური პირების ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა, მალე გამოცხადდეს.

კატარის ემირმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განიხილა რეგიონში მზარდი დაძაბულობის გავლენა ენერგეტიკულ ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ჯაჭვებზე

კატარის ემირმა, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.ემირის ოფისის ცნობით, მხარეებმა განიხილეს რეგიონში მზარდი დაძაბულობა და მისი გავლენა ენერგეტიკულ ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ჯაჭვებზე.„საუბრისას ემირმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას, რათა რეგიონი შემდგომი ესკალაციისგან დაცული იყოს. კატარის ემირმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია დიპლომატიური საშუალებების გამოყენება რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი – სირთულეს შეიცავს პატრიარქობის კანდიდატთა კენჭისყრა, თუმცა არაფერია ისეთი, რაც ხელს შეუშლის სულისკვეთებას, მშვიდობიანად მოხდეს გადაწყვეტილების მიღება

ეპისტოლე, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის უკვე ჩვენთან არყოფნის დროს დაიწერა, ვფიქრობ, სწორი მიმართებით დაიწერა, – ამის შესახებ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„კიდევ ერთხელ მოხდა პატრიარქის შრომისა და ლოცვითი ღვაწლის გახსენება. ამ დროს, ალბათ, ამაზე მეტი არც უნდა თქმულიყო, რადგან მთელი ჩვენი შინაგანი გონება, ფიქრი და საქმე დაკავშირებულია იმ სამწუხარო ფაქტთან, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩვენთან არ არის. ის, რომ ერთობა მნიშვნელოვანია, ყველა დროის იერარქები, მით უმეტეს კათოლიკოს-პატრიარქები, ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდნენ. ერთობა არის ღვთივმოცემული მადლი და ძალა, რომლითაც შეიძლება, ყველა ხილული თუ უხილავი განსაცდელის დაძლევა. ამიტომ ჩვენთვისაც, მით უფრო, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღარ არის ჩვენ გვერდით, ეს სიტყვები კიდევ უფრო მკაფიოდ ჟღერს, რომ ეს არის ის ძალა და იარაღი, რომლითაც შეიძლება, ყველაფერი მშვიდობის სულისკვეთებით, ერთმანეთისადმი პატივის მიგებითა და სიმშვიდით გადავწყვიტოთ. ვფიქრობ, ამ ეპისტოლემ თავისი მთავარი მისია შეასრულა. კიდევ ერთხელ გაგვახსენა კათოლიკოს-პატრიარქი და ის მთავარი გზავნილი, რაც არა მხოლოდ მღვდელმთავრების სიტყვებში, არამედ წმინდა წერილშიც არის გადმოცემული, რომ ერთობით ყველაფერი შესაძლებელია ადამიანებისთვის“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დავითმა.ამ განცხადებით მიტროპოლიტმა დავითმა გადაცემის წამყვანის კითხვას უპასუხა, რა გზავნილები იკითხებოდა წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეში. თამთა სანიკიძის კითხვაზე, როდის უნდა ველოდოთ წმინდა სინოდის სხდომას, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ, მიტროპოლიტმა დავითმა განაცხადა, რომ საორგანიზაციო საკითხები რადგან ვნების შვიდეულის მძიმე მსახურებებს დაემთხვა, თავდაპირველად დასახელებული 24 აპრილი კვლავ ძალაში რჩება.„ამ მხრივ ცვლილება არ არის, რადგანაც ითქვა, რომ პატრიარქის მეორმოცე დღის ხსენება 25 აპრილს არის, ხოლო წინა დღეს გაიმართება სინოდის სხდომა. თუ რაიმე მიზეზით, მაგალითად, ეპარქიებიდან დელეგაციები დროულად ვერ ჩამოვლენ, მაშინ შეიძლება ცვლილებაც, თუმცა თარიღის დაზუსტებისთვის შესაძლოა, დამატებითი შეკრებაც გაიმართოს, სადაც გავივლით დეტალებს და საბოლოოდ განისაზღვრება სინოდის კრების ჩანიშვნის დრო. სინოდის კრებაზე ეს პროცედურული საკითხები კიდევ ერთხელ განიხილება, რადგან გაერთიანებული კრება არც თუ ისე მარტივი მოსამზადებელია. დაახლოებით 2 000 დელეგატია და საჭიროა დოკუმენტაციის აღწერა, შეკრება, ყველაფერი შრომატევადი საქმეა. ამიტომ, შესაძლებელია, 24 აპრილამდე კიდევ ერთი შეკრება გაიმართოს და ამის შემდეგ გამოცხადდეს გაერთიანებული სინოდის ჩატარებისა და საერთო დიდი კრების ჩატარების საბოლოო თარიღი. ჯერჯერობით, სავარაუდოდ, 24 აპრილი ძალაში რჩება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დავითმა.თამთა სანიკიძის კითხვაზე, რამდენად რთული იქნება სამი კანდიდატის შერჩევა არსებული განწყობებისა და პოზიციების გათვალისწინებით, მიტროპოლიტმა დავითმა აღნიშნა, რომ „სირთულე შეიძლება, ითქვას პირობითად, რადგან 39 წევრიდან შეიძლება, 39 განსხვავებული აზრი იყოს და ამან რაღაც სირთულე გააჩინოს, თუმცა ასე არ არის გათითოებული არჩევანი“.„კრებაზე მოწვეული პირების ხმა იქნება სათათბირო, რის შემდეგაც სინოდის წევრები ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ერთ კანდიდატს თუ ექნება ხმათა უმრავლესობა, არჩევანი ცხადია. თუ ორ კანდიდატს ექნება თანაბარი მხარდაჭერა და მესამეს ნაკლები, მაშინ დამატებითი კენჭისყრა ჩატარდება ორ კანდიდატს შორის. რა თქმა უნდა, ეს პროცესი სირთულეს შეიცავს, თუმცა არაფერია ისეთი, რაც ხელს შეუშლის ამ სულისკვეთებას, რომ მშვიდობიანად, ერთობით მოხდეს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, ამას არაფერი წინ არ აღუდგება ისე, რომ დააზიანოს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დავითმა.შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ საეკლესიო კრებას სამის ნაცვლად ორი ან ერთი კანდიდატი წარედგინოს, მიტროპოლიტმა დავითმა აღნიშნა, რომ ყველაფერი შესაძლებელია.„შესაძლებელია, სამის ნაცვლად ორი ან ერთი კანდიდატის წარდგენაც, თუმცა, ჩემი აზრით, სამი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი, რათა არჩევანი მათ შორის გაკეთდეს. ეს პროცესი ჩვენთვის მართლაც ძალიან ხანდაზმულია, რადგან მსგავსი შემთხვევა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ მომხდარა. სინოდის ყველა წევრი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულიერი შვილები ვართ და სინოდიც მისი ჩამოყალიბებულია. ამიტომ, ეს ჩვენთვის პირველი შემთხვევაა. მღელვარება ამ კუთხით შეიძლება, იყოს, მაგრამ ისეთი არაფერია, რომელიც ამ ისტორიულ არჩევანს დამაზიანებლად დაუპირისპირდება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დავითმა.

თეთრ სახლში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს აშშ-მა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება მოითხოვა

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლივიტმა უარყო ინფორმაცია, რომ აშშ-მა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება მოითხოვა.„დილით ვნახე ზოგიერთი, კვლავ მცდარი ინფორმაცია, რომ ჩვენ ფორმალურად მოვითხოვეთ ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება. ეს სიმართლე არ არის“, – განაცხადა ლივიტმა.მისივე თქმით, მოლაპარაკებები პროდუქტიულად მიმდინარეობს.კითხვაზე, გაიმართება თუ არა ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, ლივიტმა აღნიშნა, რომ ის, სავარაუდოდ, ისევ პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში შედგება.ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ირანის პორტებისკენ მიმავალი და იქიდან გამომავალი ყველა ქვეყნის გემის მიმართ სრულად ამოქმედდა.„ირანის საუკეთესო ინტერესებშია, შეასრულოს პრეზიდენტის მოთხოვნები, რომლებიც მან ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა“, –  აღნიშნა ლივიტმა.

ბოლო სიახლეები