სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას და მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს – ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი

ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას ბიზნესს, ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს. ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ დაიწყო აქტიური მუშაობა და პანდემიის შემდეგ ქვეყანა გაიხსენა, ბიზნესმა დაიჯერა მთავრობის პოლიტიკის, შარშან ქვეყანამ მიიღო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

„მე მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან. ჩვენ საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს და გვქონდა ყოველთვის ბიზნესთან. ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას ბიზნესს, ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს. ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი. შემთხვევითი არ არის ის, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა და პანდემიის შემდეგ ქვეყანა გავხსენით, ბიზნესმა დაიჯერა ჩვენი პოლიტიკის, ბიზნესი გამოგვყვა და ჩვენ შარშან მივიღეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, რომ საგრძნობლად, თითქმის 30%-ით არის გაზრდილი მთელი ბიზნესის ბრუნვა. თუ არ ვცდები, 150 მილიარდ ლარამდე არის ასული. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ 2020 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი, იყო თითქმის 50 მილიარდი ლარი. 2023 წლის იანვრისთვის, მომავალ ელს, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება დაახლოებით 80 მილიარდი. სულ რაღაც ორ წელიწადში 30 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ეს არის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარში. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 7500 დოლარი გახდება, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა.

ჩვენ ვისაუბრეთ ბიზნესთან ახალ ინიციატივებზე, პროგრამებზე, პროექტებზე. მთავრობამ წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ გვესახება კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. ჩვენ შევთანხმდით მთელ რიგ ახალ ინიციატივებზე, რომელსაც განვახორციელებთ. მთავრობა უსმენს ბიზნესს და ერთ-ერთი მაგალითი, რაც მინდა შეგახსენოთ, არის შემდეგი: მე შარშან დეკემბერში შევხვდი ფარმაცევტულ ბიზნესს. მაშინ თვეების წინ დაწყებული მქონდა მუშაობა მედიკამენტების, წამლების ფასებზე, რომელიც ჩვენ ყველას გვაწუხებდა და მოსახლეობას, ჩვენს ხალხს აწუხებდა. როგორც კი მოვისმინე ეს წუხილი და პრობლემები, მე ვუთხარი ბიზნესს, რომ ეს იყო მოსაგვარებელი. მაშინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და გავხსენით თურქეთის ბაზარი. ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ შედეგი არის შემდეგი: სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 70-80 მილიონი ლარი დაზოგა ჩვენმა მოსახლეობამ და წლის ბოლომდე 200 მილიონ ლარს დაზოგავს ამ ერთი გადაწყვეტილებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები