კვირა, მაისი 18, 2025

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციური პარტიის შექმნას გამორიცხავს – ვის უნდა დავუპირისპირდე?

ვის უნდა დავუპირისპირდე? მე გეტყვით, რომ მსგავსი არაფერი განიხილება, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები და ცალკეული ადამიანების მიერ გავრცელებული მიზანმიმართული დეზინფორმაციები, რასაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან, – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ მიიღო პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება.

„მგონი, აბსოლუტურად სწორად ჩამოვაყალიბე და მაქსიმალური სიზუსტით ავხსენი ის ვითარება, რაც დღეს პარტიაში გვაქვს. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, გულწრფელად გეუბნებით და განცხადებაშიც ვთქვი, ამ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი. ის საპატიო მისია, რაც დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მხრიდან, ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ჯერ მინისტრად, შემდეგ პრემიერ-მინისტრად დანიშვნით, შემდეგ პარტიის თავმჯდომარედ არჩევით, კიდევ გავიმეორებ, მიმაჩნია, რომ ეს საპატიო მისია შევასრულე და დღეს ვეღარ ვხედავ პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. შესაბამისად, მინდა, ეს დრო გამოვიყენო ჩემი ოჯახისთვის, ჩემი პირადი მიზნების განსახორციელებლად და, უბრალოდ, მინდა, რომ ჩემი შესაძლებლობებიც მოვსინჯო სხვა სფეროში, ეს არის. ამიტომ, მინდა, გთხოვოთ ყველას, ნუღარ გავაგრძელებთ სპეკულაციებს, რატომ გადავდექი, როდის დავბრუნდები და ასე შემდეგ. ჯერ, ძალიან გთხოვთ, მაცალეთ წასვლა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რომის პაპმა პირობა დადო, რომ ავტოკრატი არ იქნება

ვატიკანში რომის ახალი პაპის - ლეო XIV-ის ინტრონიზაციის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ის თავის უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუდგა.ქადაგებისას პაპმა მრევლს ერთიანობისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს კათოლიკური ეკლესიის მემკვიდრეობას და არ იქნება ავტოკრატი. მან ასევე აღნიშნა, რომ თავის მისიას „შიშითა და თრთოლით“ იღებს, მაგრამ როგორც 1,4 მილიარდი კათოლიკეს ლიდერი არ დანებდება თანამედროვეობის გამოწვევების წინაშე და პაპ ფრანცისკეს საქმეს გააგრძელებს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ბრძოლა სიღარიბესთან და გარემოს დაცვა.მან ასევე გააკრიტიკა „სიძულვილი, ძალადობა, ცრურწმენა, განსხვავებულობის შიში და ეკონომიკური პარადიგმა, რომელიც დედამიწის რესურსების ექსპლუატაციას ეწევა “.ლეოს თქმით, კარდინალებმა, რომლებმაც მას ხმა მისცეს, „აირჩიეს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ქრისტიანული რწმენის მდიდარი მემკვიდრეობის შენარჩუნება და ამავდროულად მომავლისკენ ყურება, რათა პასუხი გასცეს თანამედროვე სამყაროს პრობლემებს, გამოწვევებსა და კითხვებს“.ცერემონიას მორწმუნეებთან ერთად მსოფლიოს ლიდერებიც დაესწრნენ - მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბრიტანეთის პრინცი ედვარდი და სხვები.

პუტინმა უკრაინაში ომის მიზნები დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად იმ ადამიანების ინტერესების დაცვას ასახელებს, რომლებიც ცხოვრობენ ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობა რუსულს მშობლიურ ენად, რუსეთს კი თავის სამშობლოდ თვლის.შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში გააკეთა, რომელიც ეთერში 4 მაისს გავიდა, თუმცა დღეს ჟურნალისტმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ნაწყვეტი, რომელიც ინტერვიუს საბოლოო ვერსიაში არ შესულა.პუტინი ასევე აცხადებს, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს კრიზისის მიზეზების აღმოფხვრა, მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„არ მეგონა ასეთი ძლიერი რომ ვიყავი… ჩემს თავზე მეტად, ჩემს მეუღლეზე ვფიქრობდი…“ – გიორგი გოჩოლეიშვილმა შვილზე საუბრსას ემოციები ვერ შეიკავა

ერთი თვის წინ ფეხბურთელ გიორგი გოჩოლეიშვილის შვილმა, სანდრო გოჩოლეიშვილმა ლეიკემია დაამარცხა. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა კლინიკიდან გაწერის ემოციურმა კადრებმა, რომელიც თავად ფეხბურთელმა გაუზიარა საზოგადოებას, გულგრილი არავინ დატოვა. ფეხბურთელი წერდა, რომ ძალიან რთული დღეები გამოიარეს.საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლეიშვილი მისი შვილის, სანდროს შესახებ Geo Team-ს ესაუბრა. ინტერვიუ საკმაოდ ემოციური გამოდგა, ფეხბურთელი ცრემლებს ვერ იკავებს შვილზე საუბრისას.„არ მეგონა ასეთი ძლიერი რომ ვიყავი, მაგრამ გავაანალიზე, რომ თუ ძალას არ ვიპოვიდი, ჩემი ოჯახი ამ მძიმე სიტუაციას ვერ გადაიტანდა… ჩემს თავზე მეტად, ჩემს მეუღლეზე ვფიქრობდი…არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი დასრულდა, სანდროს მამობა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს“,- ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი. 

ვიმედოვნებთ, რომ ახალ პაპთან ერთადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები – მიხეილ ყაველაშვილი

წინა პაპთან მიმართებაშიც ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა და ვიმედოვნებთ, რომ ახალ პაპთან ერთადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომში, ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის შემდეგ.მისივე თქმით, საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია.„მქონდა შესაძლებლობა, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დავსწრებოდი. შემდე მომეცა შესაძლებლობა, რომ მისთვის პირადადაც მიმელოცა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მე ხვალ მაქვს მასთან შეხვედრა.ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები საქართველოსა და ვატიკანს შორის. წინა პაპთან მიმართებაშიც ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა და ვიმედოვნებთ, რომ ახალ პაპთან ერთადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრო.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, რადგან “ნაციონალური მოძრაობა” თავისი ანასხლეტებით პოლიტიკურად დასამარებულია – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ანასხლეტებით პოლიტიკურად დასამარებულია.მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის ჩამოუყალიბებლობა მიუთითებს იმაზე, რომ არა მარტო კრიზისი აქვთ, მათი არამედ მათი დასამარების პროცესია დაწყებული."თავად ის ფაქტი, რომ დღემდე ვერ ჩამოყალიბებულა "ნაციონალური მოძრაობა" თავის განშტოებებით, ვინ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და ვინ არა, უკვე ნიშნავს იმას, რომ კრიზისი კი არ აქვთ, პრაქტიკულად პოლიტიკური დასამარების პროცესია "ნაციონალურ მოძრაობაში" და მის ანასხლეტებში. ნაწილი ამბობს, რომ იღებს მონაწილეობას, ნაწილი ამბობს რომ არ იცის. მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ანასხლეტებით პოლიტიკურად დასამარებულია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ბოლო სიახლეები