რა თქმა უნდა, კოვიდპანდემიასა და მიმდინარე დინამიკას ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ ყველა სიტუაციისა და ფაქტორის გათვალისწინებით, ეკონომიკის გახსნას შევუწყვეთ ხელი და დავიწყეთ ეს პროცესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის სურვილია, რომ პანდემია რაც შეიძლება მალე დაიძლიოს და ვაქცინაციის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდეს.
„ყველას მინდა მარტივი წესის დაცვისკენ მოვუწოდო, რომელიც აუცილებელია პანდემიის პრევენციისთვის: ეს არის ნიღბის ტარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.