დეპოლარიზაციის მოთხოვნის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ კვლავ საპარლამენტო ერთიანობის მიღმა მუშაობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი საკითხის კომენტირებისას აცხადებს, რომ ამ პარტიების მიზანია, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს ჩრდილი მაიდგეს.
„ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანმდევი პარტიები – „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ მონაწილეობენ. ამის მიზეზი ყველასთვის კარგადაა ცნობილი. მათი მიზანია, რომ რამენაირად ჩრდილი მიადგეს ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესს“, – ამბობს ქადაგიშვილი.
ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებზე სამუშაოდ პოლიტიკურ მხარეებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ, თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილი კვლავ ბოიკოტს განაგრძობს და ე.წ. ალტერნატიული ჯგუფების შეხვედრებს მართავს.