პარასკევი, მარტი 20, 2026

ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერთან ერთად, თავისუფლების მოედნისა და თაბორის ქედის დამაკავშირებელი საბაგირო და თაბორზე მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად თავისუფლების მოედნის და თაბორის ქედის დამაკავშირებელი საბაგირო და თაბორზე მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსი დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა და დედაქალაქის მერმა საბაგიროთი იმგზავრეს და დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორისგან, გიორგი ბაიდარაშვილისგან მიიღეს.

„თაბორზე მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსი არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც მთლიანად ქალაქის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისებას შეუწყობს ხელს. პროექტში ჩადებულია 175 მლნ დოლარის ინვესტიცია და ეს იქნება უნიკალური სივრცე თბილისისთვის და ტურისტებისთვის, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში. ჩვენ ვიმგზავრეთ ახალი საბაგიროთი და ძალიან კარგია, რომ ახალი წლისთვის გაიხსნება როგორც სასტუმრო კომპლექსი, ასევე საბაგირო გზა, რითაც ისარგებლებენ როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ასევე უცხოელი ვიზიტორები. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“, რომელიც იყო მთლიანად ამ იდეის ავტორი და ამ პროექტის სულის ჩამდგმელი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და ეს პროექტიც ამის საუკეთესო გამოხატულებაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თავისუფლების მოედნის და თაბორის ქედის დამაკავშირებელი საბაგიროს პროექტში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საბაგიროს ორივე სექციას საათში 1 000 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. პირველი სექციის სადგურებს შორის მანძილი 1 200 მეტრია და მგზავრობას დაახლოებით ხუთი წუთი სჭირდება, ხოლო მეორე სექციის სადგურებს შორის არსებულ 700-მეტრიან მანძილზე მგზავრობის ხანგრძლივობა 3,5 წუთია.

პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა თაბორის ქედზე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსის მშენებლობაც დაათვალიერეს, რომელიც დასრულების ეტაპზეა. სასტუმრო „პარაგრაფ თაბორი“ და თავისუფლების მოედნის და თაბორის ქედის დამაკავშირებელი საბაგირო საახალწლოდ დასრულდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმ. იოანეს ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენი – ყველა მორწმუნის მიმართ გამოვხატავთ სამძიმარს, გვინდა, დაგარწმუნოთ, რომ თქვენთვის ვლოცულობთ

იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმ. იოანეს ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს უგზავნის.„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ღრმა მწუხარებით შევიტყვე მისი უწმინდესობის, ილია II-ის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შესახებ – პიროვნებისა, რომელიც ქართველი ხალხისთვის დიდად პატივსაცემი სულიერი მამა იყო. მისი ხანგრძლივი მსახურების განმავლობაში, რომელიც 1977 წელს დაიწყო, მისი უწმინდესობა სიბრძნითა და ერთგულებით ხელმძღვანელობდა ეკლესიას, ურთულეს პერიოდებში ინარჩუნებდა მას და მხარს უჭერდა მის სულიერ განახლებას.მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის სახელით, მსურს, გამოვხატო თქვენ მიმართ, წმინდა სინოდის და ყველა მორწმუნის მიმართ ჩემი უღრმესი სამძიმარი და დაგარწმუნოთ, რომ ამ გლოვის დროს თქვენთვის ვლოცულობთ.ვანდობ განსვენებული პატრიარქის სულს უფლის მოწყალებას და ვლოცულობ, რომ ყველამ, ვინც მას გლოვობს, ნუგეში ჰპოვოს“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერს დიდი კომენდატორი, ფრა ემანუელ რუსო.

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება 09:00 საათზე დაიწყება, წესის აგებაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო პატრიარქი

კვირის მსახურება დილით დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს წირვას. მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი დაახლოებით 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, სამების საკათედრო ტაძარში შესვლაზე გარკვეული შეზღუდვები იქნება.„იქნება სიტყვით გამოსვლა, ქადაგება სხვადასხვა მოღვაწეების, უწმინდესის შესახებ. შემდეგ სიონში გადავასვენებთ უწმინდესს და იქ დაიკრძალება. ოფიციალურად სტუმრების სიას გამოაქვეყნებს საპატრიარქოს გვერდი. მე ზუსტად ვერ ჩამოვთვლი. მოქალაქეების რიგები მეტროდან იწყება, უწყვეტად, მრავალი საათის განმავლობაში და მით უმეტეს, დაკრძალვის დღეს ბევრად მეტი ადამიანი იქნება. ალბათ გადაჭედილი იქნება მთელი ტერიტორია სამებიდან სიონის ტაძრამდე. ტაძარში შესვლაზე იქნება გარკვეული შეზღუდვები, დაშვება იქნება მხოლოდ საშვებით. სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს და შესვლა იქნება მხოლოდ საშვებით. ეზოში მოქალაქეები, დიდი ალბათობით, შეძლებენ შესვლას. გაირკვევა, ჯერ დადგენის პროცესია, როგორ იქნება პროტოკოლით ყველაფერი. მედიას შიგნით არ ექნება დაშვება.ილია მეორის გადასვენებას რაც შეეხება, ზუსტად ვერ გეტყვით, რომელ საათზე იქნება, ბევრ რამეზეა დამოკიდებული – რა დროს მობრძანდება მსოფლიო პატრიარქი, რამდენ ხანს გაგრძელდება წესის აგება, სიტყვით გამოსვლა, გამოსვენება. დაახლოებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე, სავარაუდოდ“, – განაცხადა იოანე მჭედლიშვილმა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ილია მეორის ხსოვნისადმი პატივსაცემად, სტრასბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სტრასბურგში, ევროპის სასახლის წინ ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა.აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად მიიღო.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე დაესწრება

კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას დაესწრება.ამის შესახებ ალაჰშუქურ ფაშაზადემ ბაირამობის ლოცვის შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს საელჩოში იმყოფებოდა.„იქ სამძიმარი გამოვხატე. ილია მეორე ჩემი მეგობარი იყო. ის სომხეთის საკითხში ჩემთან იყო. ღმერთმა შეიწყალოს იგი“, – განაცხადა შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადემ.

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის დაბლოკვა „უხეში არალოიალურობის აქტია“

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის დაბლოკვა „უხეში არალოიალურობის აქტია“.მერცის თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას სთხოვეს, უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინისთვის დაპირებული სესხის გადახდის შესაძლო გზები მოძებნოს.„ჩვენ ვთანხმდებით, რომ არ შეგვიძლია, შევეგუოთ იმას, რაც დღეს ევროპულ საბჭოში მოხდა. ამას ექნება შედეგები, რომლებიც ბევრად სცდება ამ ერთ შემთხვევას“, – განაცხადა მერცმა.გერმანიის კანცლერის თქმით, აღნიშნულმა ნაბიჯმა ევროკავშირის შიგნით სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია.„ეს არის ევროკავშირში უხეში არალოიალურობის აქტი, რომლის მსგავსი, როგორც ჩემზე გამოცდილმა კოლეგებმა თქვეს, აქამდე არ მომხდარა. დარწმუნებული ვარ, ეს ღრმა კვალს დატოვებს“, – განაცხადა მერცმა.ამასთან, მერცმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები აზიანებს კავშირის ეფექტიანობას.„ეს არის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთგულების უხეში დარღვევა და აზიანებს ევროკავშირის მოქმედების უნარსა და მის რეპუტაციას. ვთხოვეთ კომისიას, შეისწავლოს შესაძლო გზები, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს ამ სესხის გამოყოფა, მიუხედავად არსებული წინააღმდეგობისა“, – განაცხადა მერცმა.ამასთან, გერმანიის კანცლერმა არ გამორიცხა, რომ უნგრეთის პოზიცია შიდა პოლიტიკურ ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული.„შესაძლოა, უნგრეთში არსებული შიდა პოლიტიკური მიზეზები განაპირობებდეს პრემიერ-მინისტრის ამ ნაბიჯს. შესაძლოა, დროთა განმავლობაში შესაძლებელი გახდეს სესხის გამოყოფა. ამასობაში ჩვენ ვეცდებით, დავეხმაროთ უკრაინას არსებული რესურსებით. თუმცა ვიმედოვნებთ, გონიერება გაიმარჯვებს და ერთ დღეს ჩვენ ნამდვილად შევძლებთ ამ სესხის გაცემას“, – განაცხადა მერცმა.

ბოლო სიახლეები