„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბასკეთის მხარეში, ქალაქ გერნიკაში, ევროპის ერთ-ერთი უძველესი პარლამენტის შენობაში, სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„ჩემთვის დიდი პატივია ისტორიულ ადგილას სტუმრობა, სადაც იწერებოდა ბასკეთის ისტორია. ქართველები ვამაყობთ ისტორიული კავშირით და მეგობრობით ბასკ ხალხთან. უღრმესი მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის!”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ სამახსოვრო წიგნში.