ძალიან რთული იყო გასული ორი წელი, გაგრძელდა ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც მანამდეც აწარმოებდა ევროპული ბიუროკრატია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იყო ჩარევა საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებში.
„პირდაპირ ევროკავშირის ელჩი გამოვიდა შესაბამისი განცხადებებით. 4 ოქტომბერს, როდესაც საჯაროდ გამოცხადდა დამხობის მცდელობა, ამასაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპულმა ბიუროკრატიამ, მისი პრესსპიკერის სახით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის თქმით, ორი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის მცდელობები, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და ეს აჩვენებს ხელისუფლების სიძლიერეს.
„ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში შევძელით, პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, ეს იყო რთული პროცესები, რომელიც გამოიარა ჩვენმა მთავრობამ, დამტკიცებიდან ძალიან მალევე. თუ რას ხმარდებოდა ქვეყნის გარედან შემოსული თანხები, ეს იყო უამრავი პროპაგანდისტული ხაზი, მათ შორის, მიმართული სახელმწიფო ინსტიტუტების, მართლმადიდებელი ეკლესიის, სოციალური ინსტიტუტების წინააღმდეგ და მიმართული იყო, მათ შორის, სიძულვილის დათესვისკენ. ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით. ეს არ იყო იოლი. აქაც იყო რევოლუციის მცდელობები, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და ეს აჩვენებს ხელისუფლების სიძლიერეს. ჩვენ ორი არჩევნები მოვიგეთ, რაც, ბუნებრივია, არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. ამას ხედავს საზოგადოება“, – განაცხადა პრემიერმა.

