ხუთშაბათი, ივნისი 5, 2025

ირაკლი კობახიძე – ჩვენი სურვილი და მიზანია გავაღრმაოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით, პოტენციალი არის ძალიან დიდი

ჩვენი სურვილი და მიზანია გავაღრმაოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებული პოტენციალი გვაქვს ეკონომიკის სფეროში, ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჩინეთთან შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ გაღრმავდეს პარტნიორობა ყველა სფეროში. „დღეს დავასრულეთ ვიზიტი ჩინეთში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მმართველი პარტიის საგარეო გუნდის ხელმძღვანელობასთან, მინისტრთან, მინისტრის მოადგილესთან, ასევე ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოადგილესთან, ასევე ქალაქ შანხაის ხელმძღვანელობასთან. პოტენციალი არის ძალიან დიდი. ჩვენი სურვილი და მიზანია გავაღრმაოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით. შარშან ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რაც ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ გაღრმავდეს პარტნიორობა აბსოლუტურად ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებული პოტენციალი გვაქვს ეკონომიკის სფეროში, ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

4 წლის წინ, ამ დღეს გაგიცანი და ყველაზე ბედნიერი ვიყავი; მთელი ცხოვრება მემახსოვრება, როგორ თბილად მიმიღე და ჩამიხუტე…” – სოსო ჯაჭვლიანის რძალი ემოციურ პოსტს...

მსახიობი, სოსო ჯაჭვლიანი დღეს 67 წლის გახდებოდა.მსახიობის რძალი, კატო გიორგაძე სოსო ჯაჭვლიანს იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:„იმიერში გილოცავ. დაგვაკლდი ყველას და ყველაფერს ….. მადლობა ყველაფრისთვის... რამდენად ძლიერი და დიდი ადამიანი უნდა იყო ასე შეეტყოს შენი არ ყოფნა გარემოს. ამაყი ვართ და ვიქნებით შენი სახელის ხსენებით მუდამ“,- წერს სოსოს რძალი სოციალურ ქსელში.

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.ფაქტებისაქართველოს ნაკრებისთვის ეს ფარერებთან გამართული მესამე მატჩი იყო – ჩვენმა გუნდმა სამივე მოიგო. ფარერების კარში მეათე გოლი ლუკა ლოჩოშვილის ანგარიშზეა. საქართველოს ნაკრებში 79-ე მატჩი გამართა მეკარე გიორგი ლორიამ. მან ამ შეხვედრით სანაკრებო კარიერა დაასრულა. ფარერებთან მატჩში საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდათ ახალგაზრდებს: ნიკა გაგნიძეს, საბა ხარებაშვილსა და დავით კერესელიძეს. ეს „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრების მე-80 მატჩი იყო.მატჩის დასაწყისში სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა  გუნდის მეკარეს, გიორგი ლორიას, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა, საგანგებო ჯილდო გადასცა.შეხვედრა „ჯვაროსნების“ უპირატესობით დაიწყო. პირველი მომენტი საბა ლობჟანიძეს ჰქონდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მე-9 წუთზე გიორგი გულიაშვილის მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილმა მცველს დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.საქართველოს ნაკრებს კიდევ რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ ჩვენმა შემტევმა ფეხბურთელებმა მომენტებით ვერ ისარგებლეს.36-ე წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე პოულ კალსბერგი აღმოჩნდა, მაგრამ გიორგი ლორიამ საიმედოდ ითამაშა.სტუმრებმა კიდევ ერთი მომენტი 50-ე წუთზე შექმნეს, მაგრამ დანიელ იოჰანსენის დარტყმული ბურთი გიორგი ლორიამ მოიგერია.მე-80 წუთზე ვილი სანიოლმა მოედანზე საბა ხარებაშვილი შეუშვა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც საქართველოს ნაკრებში უთამაშია – 16 წლის, 9 თვისა და 2 დღის.მატჩის ბოლო წუთები უფრო აქტიურად ფარერის კუნძულების ნაკრებმა ჩაატარა, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 1:0 მოიგო.საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 8 ივნისს გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კაბო ვერდეს დაუპირისპირდება.

დონალდ ტრამპი – ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა.„ილონს და მე გვქონდა შესანიშნავი ურთიერთობა. არ ვიცი, გვექნება თუ არა კიდევ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.ტრამპის განმარტებით, ილონ მასკს კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემა მაშინ გაუჩნდა, როდესაც გაიგო, რომ ხელისუფლება ელექტრომობილების მანდატის შემცირებას გეგმავდა.„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ილონმა ამ კანონპროექტის შიდა სამუშაო აქ მყოფთაგან უკეთესად იცოდა. თქვენზე უკეთ. მან მის შესახებ ყველაფერი იცოდა. მასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მას მოულოდნელად პრობლემა გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ჩვენ ვაპირებთ ელექტრომობილების მანდატის შემცირებას, რადგან ეს მილიარდობით დოლარია და ეს ნამდვილად უსამართლოა. ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ყველა სახის მანქანა, ელეტრომანქანები, თუმცა გვინდა, რომ გვქონდეს ბენზინის ძრავებიც და სხვაც. გვინდა, რომ გვქონდეს ჰიბრიდული მანქანები. ჩვენ გვსურს, რომ ყველაფრის გაყიდვა შეგვეძლოს. და როდესაც კონგრესმა ამის შეკვეცა მოისურვა, ის ცოტა განსხვავებული გახდა და მე შემიძლია, გავიგო ეს, თუმცა მან იცოდა ამ კანონპროექტის ყველა ასპექტი. მან ის თითქმის ყველაზე უკეთ უცოდა და ამასთან არასდროს ჰქონია პრობლემა, ვიდრე არ წავიდა და თუ ნახეთ, განცხადებები, რომლებიც მან ჩემზე გააკეთა, რომლებსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ადვილად მოიპოვებთ, ისინი სულ ახალია. მან თქვა კარგი რაღაცები ჩემზე. პირადად ჩემზე მას ცუდი არაფერი უთქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემდეგ იქნება. თუმცა, მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონით. მე ილონს ბევრით დავეხმარე“, – თქვა ტრამპმა.საპასუხოდ, ილონ მასკმა ამ განცხადებას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ მისთვის კანონპროექტი არასდროს უჩვენებიათ. მასკის შეფასებით, კანონპროექტი ხარჯების ფლანგვას გულისმხობს.„ცივილიზაციის მთელი ისტორიის განმავლობაში არასდროს ყოფილა კანონმდებლობა, რომელიც დიდიცაა და მშვენიერიც. ყველამ იცის ეს! შენ იღებ ან დიდ და უშნო კანონპროექტს ან თხელს და მშვენიერს“, – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ში კანონპროექტზე, რომელსაც ტრამპმა „დიდი და მშვენიერი“ უწოდა.ილონ მასკმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია გასულ კვირას დატოვა. აღნიშნულ დეპარტამენტს, რომელიც ხარჯების შესამცირებლად შეიქმნა, მასკი 129 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.ცნობისთვის, კანონპროექტი ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, 2017 წელს მიღებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას, ასევე თავდაცვის სფეროსა და უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დამატებით დაფინანსებას. ის ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის ლიმიტის ოთხ ტრილიონ დოლარამდე გაზრდას.ამჟამად კანონპროექტი სენატშია წარდგენილი.

„დედაჩემი მოგზაურობს“ – ქალმა დედის ფერფლი ზღვით გააგზავნა, რომ მისი აუხდენელი ოცნება აესრულებინა

ქალმა დედის ფერფლი ზღვის ტალღებში გაატანა ბოთლით, რათა აესრულებინა მისი აუხდენელი ოცნება – მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა- ამის შესახები BBC- სი წერს. კარა მელიამ, ოლდემიდან, თქვა, რომ დედამისმა, 51 წლის ვენდი ჩადვიკმა, როგორც ხუთი შვილის მარტოხელა მშობელმა, ვერ მოახერხა მოგზაურობა მანამ, სანამ 2024 წლის თებერვალში გარდაიცვლებოდა. ქალიშვილმა ფერფლი ბოთლში ჩაასხა და თან მოაყოლა წერილი:„ეს ჩემი დედაა. თუ იპოვე – ისევ გადაუშვი ზღვაში, ის მოგზაურობს. მადლობა, კარა, ოლდემი.“ ბოთლი 12 საათში იმავე პლაჟზე იპოვეს და ამ ამბის შესახებ ფეისბუქ პოსტი მალევე ვირუსულად გავრცელდა.შემდეგ ბოთლი კვლავ ზღვაში დააბრუნეს. ბიბისი რადიო მანჩესტერთან საუბარში კარა მელიამ თქვა, რომ იმედი აქვს, ამჯერად ბოთლი უფრო შორს გაცურავს. 24 წლის მელიამ აღნიშნა:„დედაჩემს ცხოვრება ისე აეწყო, რომ ვერასდროს შეძლო მოგზაურობა.არავის უნდა ეპოვა ბოთლი მაშინვე – იდეა იყო, რომ სულ სხვაგან, უცხო ქვეყანაში აღმოჩენილიყო.ძალიან მინდა, რომ ბოლოს ეს ბოთლი ბარბადოსის ან ესპანეთის პლაჟზე აღმოჩნდეს – და ამას, ცხადია, დრო სჭირდება.“ მან ასევე თქვა, რომ თავდაპირველად აპირებდა ფერფლის პლაჟზე დაყრას, მაგრამ შემდეგ მისმა ბიძაშვილმა და საუკეთესო მეგობარმა შესთავაზეს ბოთლის იდეა.ბოთლი ზღვაში გაუშვეს სკეგნესში, სადაც მეგობრებთან ერთად ისვენებდნენ. კარას თქმით, დედამისი, რომელიც გულის დაავადებით გარდაიცვალა, „ძალიან უცნაური და არაორდინარული ადამიანი იყო, რომელსაც უყვარდა მზე და ზღვა“ – და დარწმუნებულია, რომ ახლა ამ ყველაფერზე სიცილით იხალისებდა. ბოთლი ზღვაში გაუშვეს იმ იმედით, რომ ნახონ, სადამდე მიაღწევს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

„იმედისმომცემია იმ ენთუზიაზმისა და ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის ხილვა, რასაც ჩვენი ახალგაზრდები სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ჩართულობით ავლენენ. სტუდენტური კონფერენცია არა მხოლოდ სამეცნიერო-აკადემიური პლატფორმაა, არამედ ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მომავლის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებს ამჟღავნებს. წარმოდგენილი სტუდენტური კვლევების მრავალფეროვნება და სიღრმე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოს მომავალი თაობის მეცნიერები უდავოდ შეიტანენ მნიშვნელოვან კონტრიბუციას გლობალურ სამეცნიერო სივრცეში. საორგანიზაციო კომიტეტის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი მუდმივად უწევენ ახალგაზრდებს აკადემიური სრულყოფილების მიღწევისა და სამეცნიერო ძიების პროცესში“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.სტუ-ის ცნობით, სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობს უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 679 სტუდენტი, ასევე, უცხოელი სტუდენტები ევროპის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო ღონისძიების გახსნას კონფერენციის მონაწილე სტუდენტები და მათი სამეცნიერო ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. როგორც ვიცე-რექტორმა გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა აქტივობამ წელს მოლოდინს გადააჭარბა.„მოხარული ვართ, რომ სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით, სტუდენტების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი და მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. მათი აქტიური ჩართულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სტუდენტები მზად არიან წარადგინონ თავიანთი კვლევები, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გახდნენ სამეცნიერო და აკადემიური დიალოგის ნაწილი. სწორედ მათი მოტივაცია და მეცნიერებაში წვდომის დიდი სურვილი წარმოადგენს ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მდგენელს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდების წარმატება და მათი მომავალი კეთილდღეობა ყველა საუნივერსიტეტო ინიციატივის ამოსავალი წერტილია. ამ და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობა სწორედ ამ პრინციპის ურყევ დაცვასა და მხარდაჭერაზე მეტყველებს და მიმართულია ახალგაზრდების მრავალმხრივი და სრულფასოვანი განვითარებისკენ. ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტუდენტმა არა მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს, ჩაერთოს კვლევებში, არამედ იცხოვროს საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრებით, რაც ჩვენს ახალგაზრდებს მუდმივად დაეხმარება კარიერულ განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევაში“, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ახალგაზრდა მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა და სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ფიფიამ.როგორც ლევან ფიფიამ აღნიშნა, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია 57 დარგობრივ სექციად წარიმართება, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე - 5 სექცია, 50 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე - 2 სექცია, 39 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე - 5 სექცია, 43 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე - 2 სექცია, 45 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე - 2 სექცია, 65 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე - 9 სექცია, 149 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა - 1 სექცია, 26 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე - 6 სექცია, 62 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე - 4 სექცია, 27 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 6 სექცია, 56 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე - 1 სექცია, 22 სტუდენტი.სტუ-ის ინფორმაციით, სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სასესიო მუშაობას 5 ივნისიდან შეუდგება და 21 ივნისს დაასრულებს. კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი მიმდინარე წლის 8 ივლისს გაიმართება.

ბოლო სიახლეები