კვირა, ივნისი 1, 2025

ირაკლი კობახიძე – ჩვენი გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე შეეწირნენ აგენტურის დავალების შესრულებას, იმას, რომ ჯაშუშებმა საქართველოში მიიღეს დაკვეთა ომის დაწყებაზე, რომელიც ორ დღეში წააგეს

წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვიყოთ აგენტურა, დაგვავალოს „დიფ სთეითმა“ ომის დაწყება, არტილერიით შტურმის მიტანა ცხინვალზე და სოხუმზე, რა თქმა უნდა, რამდენიმე დღეში საქართველოს ეყოლება რამდენიმე ასეული გმირი და ჩვენი ავანტიურა, თუ ჩვენი ღალატი არცერთი ამ გმირის გმირობას არ დააკნინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარია არა გმირის გმირობის დაკნინებაზე, არამედ საუბარია იმაზე, თუ რას შეეწირნენ ადამიანები.

„წარმოვიდგინოთ, ხვალ რომ მოხდეს ასეთი რაღაც, ლეგიტიმური უფლება ამის ხელისუფლებას აქვს, ზოგადად ვამბობ. თუ სამართლებრივ მხარეზეა საუბარი, შენი ტერიტორიაა და ა.შ. თან მაშინ სხვა სიტუაცია იყო იმიტომ, რომ სამშვიდობო ძალები იდგა საქართველოს თანხმობით ცხინვალში. როცა არტილერიამ დაიწყო შტურმი, შეტევა ცხინვალზე, მაშინ იქ იდგა სამშვიდობო ძალები და ჩვენ ხელი გვქონდა მოწერილი შესაბამის შეთანხმებაზე, რაც გვიკრძალავდა კონკრეტული ოპერაციის დაწყებას და ჩატარებას. წარმოიდგინეთ თეორიული სცენარი, რომ ჩვენ გავგიჟდით და გავაკეთეთ ის, რასაც ითხოვდნენ ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენი ოპონენტები, რომ მიუშვირეთ არტილერია ცხინვალს ან სოხუმს, წარმოვიდგინოთ ასეთი თეორიული ვარიანტი, სხვათა შორის იმის გაგრძელებაა, რაც იკითხეთ თეა წულუკიანის განცხადებასთან დაკავშირებით. მე PR-ს არ დავარქმევდი, მე დავარქმევდი აგენტურის მიერ მიღებული დავალების შესრულებას, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვიყოთ აგენტურა, დაგვავალოს „დიფ სთეითმა“ ომის დაწყება, არტილერიით შტურმის მიტანა ცხინვალზე და სოხუმზე, რა თქმა უნდა, რამდენიმე დღეში საქართველოს ეყოლება რამდენიმე ასეული გმირი და ჩვენი ავანტიურა, თუ ჩვენი ღალატი არცერთი ამ გმირის გმირობას არ დააკნინებს, მაგრამ აქ საუბარი რაზეა, არა გმირის გმირობის დაკნინებაზე, არამედ საუბარია იმაზე, თუ რას შეეწირნენ ადამიანები. ეს ადამიანები შეეწირნენ იმას, რომ აგენტურამ, ჯაშუშებმა საქართველოში მიიღეს დაკვეთა ომის დაწყების თაობაზე, რომელიც ორ დღეში წააგეს. 7-ში ღამე დაიწყო არტილერიით შეტევა, გახსოვთ თქვენ 8 აგვისტო, ყველა არქივი წაშლილია, „იმედი“, „რუსთავი 2“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაშინდელი ყველა არქივი, უწყვეტი არქივი არ არსებობს. რატომ, რა ჰქონდათ დასამალი, მათ ხელში იყო ყველა ტელევიზია. უწყვეტი არქივი არსად არ არსებობს. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ სხვა დღეები, უწყვეტი არქივი აბსოლუტურად ყველა დღის, რაც შეეხება 7-8 აგვისტოს, პირველ რიგში, უწყვეტი არქივი არის ყველგან წაშლილი. რატომ დამალეს, იმიტომ, რომ 7-ში გამოგვიცხადეს დიდის ამბით, რომ კონსტიტუციური წყობილების აღდგენას აპირებდნენ და 8-ში იმაზე კი არ იყო საუბარი, რომ გვიტევენ და თავს ვიცავთ, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ უცბად შემოვიდა უცხო ჯარი, რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე და შენ ამ დროს განცხადებებს აკეთებ, რომ მე ეს სოფელი ავიღე, მე ის სოფელი ავიღე, როკის გვირაბისკენ მივდივარ. ამას აკეთებ? შენ ხომ ამბობ, რომ მე თავს დამესხნენ და თავს ვიცავ. აქ საუბარი რაზე იყო, 7-ში გამოგვიცხადეს კონსტიტუციური წყობილების აღდგენა და 8-ში მთელი დღე, სანამ მერე გამოვიდოდა მედვედევი და დააანონსებდა ოპერაციის დაწყებას, მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ეს სოფელი ავიღეთ, ის სოფელი ავიღეთ,ცხინვალში შევედით, როკის გვირაბისკენ მივდივართ. ეს ხომ ხელის გულზე დევს. რა თქმა უნდა, ამ ღალატს მოჰყვა ძალიან დიდი მსხვერპლი“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელიამ 2024/2025 წლის საკლუბო სეზონი 20 საგოლე მოქმედებით დაასრულა

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ გაუტანა და კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დამაჯერებელი სტატისტიკით დაასრულა.2024/25 წლების სეზონში ხვიჩა პსჟ-ს მხოლოდ იანვარში შეუერთდა და ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ოფის ეტაპიდან ჩაერთო. მან ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა – „ბრესტის“, „ასტონ ვილას“ და ფინალში მილანური გუნდის კარში. გარდა ამისა, კვარაცხელიამ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.ქართველი ფეხბურთელი პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატის, თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.საერთო ჯამში, ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მოაგროვა:„ნაპოლიში“ – 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა„პარი სენ-ჟერმენში“ ლიგა 1-ში – 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაჩემპიონთა ლიგაზე – 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა

ირაკლი ღარიბაშვილი-კვარა ჩემპიონია!  ხვიჩა, გილოცავ ისტორიულ გამარჯვებას! მთელი საქართველო შენით ამაყობს!

,,გილოცავთ! კვარა ჩემპიონია!ხვიჩა, გილოცავ ისტორიულ გამარჯვებას!მთელი საქართველო შენით ამაყობს! -წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია! – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.„გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია!“, - წერს იგი.5:0 - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. 

ვულოცავ ხვიჩას და ვულოცავ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას და „პსჟ“-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებას ულოცავს.„ვულოცავ ხვიჩას და ვულოცავ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას“, - წერს ირაკლი კობახიძე.5:0 - ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ მოიგო. 

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა – ბიძინა...

„ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებას ულოცავს.ბიძინა ივანიშვილი ამ გამარჯვებას ასევე ულოცავს საქართველოს და კვარაცხელიას უსურვებს, რომ “ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო.„ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა! ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან, თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია. მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო”- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო სიახლეები