ოთხშაბათი, თებერვალი 26, 2025

ირაკლი კობახიძე – სტიქიის ზონაში აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია

სტიქიის ზონაში აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია. ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო სოფელ შრომამდე მოსასვლელი გზა, რომელიც მაშველებმა ღამის განმავლობაში მთლიანად გაწმინდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოფელ შრომაში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სოფელი შრომა და რამდენიმე მიმდებარე სოფელი მთლიანად იყო მოწყვეტილი ოზურგეთს.

„ღამის განმავლობაში დილამდე მაშველებმა ძალიან აქტიურად იმუშავეს და მთლიანად გაიწმინდა გზის ეს მონაკვეთი. შესაბამისად, კომუნიკაცია არის აღდგენილი, გზის არარსებობის გამო ელექტროენერგიაც ჯერ კიდევ არის შეწყვეტილი და გზის გაწმენდა იძლევა იმის საშუალებას, რომ უახლოეს საათებში ელექტროენერგიის მიწოდებაც აღდგეს. „ენერგო-პროსთან“ გვქონდა ამაზე საუბარი და დაგვპირდნენ, რომ უახლოეს საათებში ეს პრობლემა მოგვარდება. ანალოგიურად, ყველა სხვა დასახლების შემთხვევაში მსგავსი სამუშაოები არის ჩასატარებელი. გრძელდება აქტიურად მუშაობა იმისათვის, რომ აღდგეს კომუნიკაცია, სადაც საჭიროა, აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება და ეს სამუშაოები გაგრძელდება. ასევე, მაქსიმალურად, სადაც ამის საჭიროება იქნება, უზრუნველვყოფთ მოსახლეობას სურსათით, მედიკამენტებით. ძალიან აქტიურად მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადები. აქამდე არ გვაქვს არცერთი კრიტიკული შემთხვევა, როდესაც იყო გადაუდებელი აუცილებლობა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო ადგილზე მისვლა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები ახერხებდნენ ადგილზე მისვლას და სასწრაფო დახმარების გაწევას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მაშველებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, სამხედროებს, ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველას, ვინც ჩართულია შესაბამის სამუშაოებში.

„მადლობა ყველას, მაშველებს, რომლებიც არიან ჩართული აქტიურად ამ სამუშაოებში, სასწრაფო დახმარებას, სამხედროებს, რომლებიც გუშინ ჩაერთვნენ შესაბამის სამუშაოებში, ყველას განსაკუთრებული მადლობა. ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა, დღისა და ღამის განმავლობაში ისინი აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ყველა პრობლემა გადაიჭრას. რა თქმა უნდა, რჩება სერიოზული სირთულეები და პრობლემები. ჯერ კიდევ არის დასახლებები, რომლებიც მთლიანად მოწყვეტილია გარესამყაროს, შესაბამისად, იქ მაქსიმალური ყურადღება იქნება გამახვილებული, რათა კომუნიკაცია აღდგეს. სხვადასხვა საშუალება იქნება ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

VIDEO: ჩვენ, ოპოზიცია გვყავს პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი, ისინი მთლიანად გადასული არიან ნულოვან თამაშზე – ირაკლი ქადაგიშვილი

„ოპოზიციის დაპირისპირების ფრონტი არის, ადამიანის ტრაგედია, სტიქიური უბედურება, ნაგავის არ გატანა, მოლარის ბოიკოტი, ხანძრის გაჩენა, ეკონომიკის ჩამოქცევა, ანუ ეს არის გირლიანდი, რომელსაც აწყობს დღეს ოპოზიცია...“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ, ოპოზიცია გვყავს პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი, ისინი მთლიანად გადასული არიან ნულოვან თამაშზე, რომ ხელისუფლება ნებისმიერი გზით უნდა დაამხონ. ამ შემთხვევაში, ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერზე შეიძლება სპეკულირება, რაც კი საზოგადოებაში უკმაყოფილებას გამოიწვევს. ანუ მათი დაპირისპირების ფრონტი არის ადამიანის ტრაგედია, სტიქიური უბედურება, ნაგავის არ გატანა...“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.  

ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – გურიაში ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული – თემურ მღებრიშვილი

საბედნიეროდ გურიაში ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული. იყო გარდაცვალების სხვა ფაქტები, მაგრამ ეს სტიქიური მოვლენებით არ იყო გამოწვეული, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.„ძალიან ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, ეს სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული. საბედნიეროდ გურიაში ამ დროისთვის, ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული. იყო გარდაცვალების სხვა ფაქტები, მაგრამ ეს სტიქიური მოვლენებით არ იყო გამოწვეული“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ტრამპი: უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.„შეგიძლიათ დაივიწყოთ. ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც ყველაფერი დაიწყო“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.მან დასძინა, რომ მას ძალიან კარგი საუბრები ჰქონდა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან.„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ორივე მხარისთვის საუკეთესო გარიგება მივიღოთ“, - დასძინა მან.

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტი იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.„ის იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს. და ვფიქრობ, მჯერა, რომ ჩვენი არჩევის შედეგად ეს ომი დასრულდება. და ასევე მჯერა, რომ თუ ეს ადმინისტრაცია არ მოიგებდა არჩევნებს დიდი უპირატესობით, ეს ომი გაგრძელდებოდა დიდხანს, და პუტინს მოუნდებოდა ყველაფრის წაღება“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, მოუწევს თუ არა პუტინს დათმობებზე წასვლა უკრაინაში ომის დასასრულებლად.ხოლო, ჟურნალისტის კითხვაზე, რა სახის დათმობებზე მოუწევს რუსეთის პრეზიდენტს წასვლა, ტრამპს არ დაუკონკრეტებია.„არ მინდა, ახლა გითხრათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.„მგზავრთა საყურადღებოდ!ინტენსიური თოვის, ყინვისა და გზებზე გართულებული მოძრაობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან „შატლ ბასების“ მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება.რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ამ წუთებში ათენიდან პირდაპირი რეისი შესრულდა. ინფორმაციას აეროპორტის ოპერირებასთან დაკავშირებით პერიოდულად განვაახლებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები