შაბათი, მარტი 29, 2025

ირაკლი კობახიძე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო.

პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

პარაკლისის დასრულების შემდეგ, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა, ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – 2013-2015 წლებში უცხოურ ჯგუფებს სხვანაირი ძალა ჰქონდათ, კუბილიუსის მსგავსი ევროპარლამენტარის გამოსვლაზე დეპრესიაში ვარდებოდა ნახევარი საქართველო, დღეს ყველაფერს ფარდა ეხდება

2013-2015 წლებში სხვანაირი ძალა ჰქონდათ უცხოურ ჯგუფებს, მაშინ რომ გამოვიდოდა კუბილიუსის მსგავსი ევროპარლამენტარი, ნახევარი საქართველო დეპრესიაში ვარდებოდა, დღეს ყველაფერს ეხდება ფარდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, დღეს ყველა კარგად ახარისხებს, რა სქემები მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ.„ძალა, რომელიც მფარველობს მიხეილ სააკაშვილს, ცდილობს, ყველანაირად დაიხსნას და, რა თქმა უნდა, 2013-2014-2015 წლებში სულ სხვა შესაძლებლობები ჰქონდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და სხვანაირი ძალა ჰქონდათ მაშინ იმ უცხოურ ჯგუფებსაც. მაშინ რომ გამოვიდოდა კუბილიუსის მსგავსი რომელიღაც ერთი ევროპარლამენტარი, ნახევარი საქართველო დეპრესიაში ვარდებოდა, როგორ მოვისმინეთ კრიტიკული სიტყვა უცხოეთიდანო, დღეს კი ყველა ძალიან კარგად ახარისხებს, ვინ რომელ კლასტერშია, ვინ რომელ ფარულ ჯგუფებშია და რა სქემები მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. ყველაფერს ეხდება ფარდა; მათ შორის, ამერიკული FARA ამაში ძალიან კარგად გვეხმარება და ცენტებით, დოლარებით ვიცით, ვინ რამდენ ფულს იღებს საქართველოს წინააღმდეგ ამ კამპანიისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვარკეთილში კორპუსის მეშვიდე სართულზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში კორპუსის მეშვიდე სართულზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მოხუცი ქალბატონია.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

გაერო უარყოფს ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინაში დროებითი მმართველობა ჩამოყალიბდეს

გაერო უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში დროებითი მმართველობა ჩამოყალიბდეს.მოსკოვის ინიციატივას გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინას ლეგიტიმური მთავრობა ჰყავს, რომელსაც პატივი უნდა სცენ.რუსეთის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინას არალეგიტიმური პრეზიდენტი ჰყავს და კიევში დროებითი გარდამავალი მთავრობა გაერო-ს ეგიდით უნდა ჩამოყალიბდეს.

ზელენსკი: უკრაინა არ მოაწერს ხელს აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას, თუ ის საფრთხეს შეუქმნის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ მოაწერს ხელს აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას, თუ ის საფრთხეს შეუქმნის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დღეს მიიღო აშშ-ისგან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ვარიანტი.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია „მაღალ დონეზე იურისტების კონკრეტული რეცენზიის“ მიღება.„უკრაინის კონსტიტუციაში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ ჩვენი კურსი ევროკავშირისკენ არის. არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, არის შესაბამისი ნაბიჯები. ის, რაც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მიუღებელია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ირანისთვის ცუდი რამ მოხდება, თუ ის არ მიაღწევს შეთანხმებას აშშ-თან ბირთვულ პროგრამაზე – დონალდ ტრამპი

ირანისთვის ცუდი რამ მოხდება, თუ ის არ მიაღწევს შეთანხმებას აშშ-თან ბირთვულ პროგრამაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.აშშ-ის პრეზიდენტმა ირანზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც თეირანმა დონალდ ტრამპის წერილს ასევე წერილობითი ფორმით უპასუხა და ომანის შუამავლობით ვაშინგტონს გაუგზავნა.ირანმა ტრამპისგან წერილი არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მიიღო, სადაც ვაშინგტონი თეირანს სამხედრო მოქმედებებით ემუქრება, თუ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება ორი თვის ვადაში არ მიიღწევა. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არ არიან დაინტერესებული აშშ-თან პირდაპირი დიალოგით, თუმცა მზადყოფნას აცხადებენ, გამართლონ არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის შუამავლობით.„ირანი ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს ჩემს სიაში, რომელზეც ყურადღებაა საჭირო. მე მათ ახლახან გავუგზავნე წერილი და ვუთხარი: თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ასე თუ ისე, ან უნდა ვილაპარაკოთ და განვიხილოთ ეს თემა, ან ძალიან ცუდი რამ დაემართება ირანს. არ მინდა, ეს მოხდეს. ჩემი დიდი უპირატესობა – და ამას არ ვამბობ სიძლიერის ან სისუსტის გამო – ის არის, რომ ჩვენ ამას მოვაგვარებთ ირანთან, მაგრამ ჩვენ თუ ამას ვერ გავაკეთებთ, ცუდი რამ მოხდება ირანისთვის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ბოლო სიახლეები