საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოსა და ხორვატიას შორის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პლეიოფის შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტაცია ავრცელებს.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის პლეიოფში ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებთან საპასუხო შეხვედრას 19 ნოემბერს გამართავს.