პარასკევი, იანვარი 3, 2025

ირაკლი კობახიძე – საპარლამენტო რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი პოლიტიკა, რომელსაც ეფუძნებოდა პრემიერ-მინისტრის განცხადებაც, არის უცვლელი

დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი პოლიტიკა, პრიორიტეტები, პრინციპები და ღირებულებები, რომელსაც ეფუძნებოდა პრემიერ-მინისტრის განცხადებაც, არის უცვლელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის დამტკიცების მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა საჯარო განცხადება, რომლითაც კიდევ ერთხელ გამოითქვა რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის მზადყოფნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით. მათ შორის გამოითქვა ჟენევის ფორმატის გააქტიურების მზადყოფნა და სურვილი. გამოითქვა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად.

სწორედ ამ სულისკვეთებასა და მიზნებს ეფუძნება დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუციაც“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ოპონენტების მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციისა და პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა.

„სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება გახდა ოპონენტების მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციისა და პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. ოპონენტებმა სცადეს პრემიერ-მინისტრის განცხადების წარმოჩენა „ქართული ოცნების“ კურსისა და მიდგომის ცვლილებად, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი. დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი პოლიტიკა, პრიორიტეტები, პრინციპები და ღირებულებები, რომელსაც ეფუძნებოდა პრემიერ-მინისტრის განცხადებაც, არის უცვლელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია რუსეთთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოხატულებაა. მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მკაფიო წითელი ხაზები აქვს რუსეთთან მიმართებით.

„როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადება, ისე დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია არის რუსეთთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოხატულება, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები რუსეთთან მიმართებით პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებისას. ეს წითელი ხაზები დაკავშირებულია ჩვენი ისტორიული რეგიონების დეოკუპაციასთან და საქართველოს მიერ აღებულ დასავლურ კურსთან. აღნიშნული წითელი ხაზები კიდევ ერთხელ მკაფიოდ არის დაფიქსირებული პარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებულ რეზოლუციაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ დეპუტატს – საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საპარლამენტო რეზოლუციას და მინდა გამოვხატო რწმენა, რომ რეზოლუციაში ასახული ჩვენი ეროვნული მიზნები და ამოცანები აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ ახალ წელს“ – ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს და ახალ წელს გვილოცავს. „გილოცავთ ახალ წელს“, – წერს ნანუკა.  

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ილია თოფურია და მისი ოჯახი 2025 წელს გვილოცავენ

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა ოჯახმა ახალი 2025 წლის მოსვლა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოჯახმა დრო ბედნიერად გაატარა.

ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია 2025 წლის დადგომას გვილოცავენ – ფოტოები

 კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე ფაჩულია სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტოებს გვიზიარებს და ახალი, 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდ მოწონება, თიკამ და მისმა ოჯახმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

ნახეთ, გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბლის საახალწლო ფოტოსესია

მომღერალი გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან, მია მაჩაბელთან და შვილებთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს გვიზიარებს და ახალი 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა კადრებმა უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

ბოლო სიახლეები