კვირა, მაისი 11, 2025

ირაკლი კობახიძე: საგარეო კურსთან დაკავშირებით ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არის ცარიელი სპეკულაციები – ჩვენი ევროპული კურსი არის ურყევი

ჩვენი საგარეო ევროპული კურსი არის ურყევი, არავითარი კავშირი ამ კანონპროექტს არ აქვს ჩვენს ევროპულ მომავალთან, ევროპულ კურსთან და ამას ყველა დაინახავს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი სახის სპეკულაციები საქართველოს საგარეო ვექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით 2019 წლის ნოემბერში, არჩევნების პროპორციული სისტემის ჩავარდნის დროს იყო, თუმცა, მას შემდეგ ყველამ დაინახა, რომ ქვეყანას არჩეული საგარეო კურსიდან არ გადაუხვევია.

„კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებით საგარეო კურსთან დაკავშირებით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არის ცარიელი სპეკულაციები. თქვენ გახსოვთ, მსგავსი ტიპის სპეკულაციები მაგალითად, 2019 წლის ნოემბერში, როცა ჩავარდა პროპორციული სისტემა – მაშინაც იყო შექმნილი აჟიოტაჟი, ამბობდნენ რომ გადაუხვია ქვეყანამ საგარეო კურსს, სინამდვილეში, რაც მოხდა მაშინ, იყო ის, რომ რეალურად დაზარალდა უფრო მეტად „ნაცმოძრაობა“ იმ სისტემის ჩავარდნით, რომელიც მაშინ იყო დაინიცირებული. მე პირადად მაშინ მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემას, თუმცა, კოლეგების წინააღმდეგობის გამო ჩავარდა. არავითარი კურსიდან გადახვევა 2019 წლის ნოემბერში არ მომხდარა, 3,5 წელი გავიდა მას შემდეგ და ყველა ხედავს, რომ ჩვენი საგარეო ევროპული კურსი არის ურყევი.“- აღნიშნა კობახიძემ.

მისი შეფასებით, ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესში ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არ მიიღო მონაწილეობა, აჩვენებს, რომ რეალურად, ისინი არ არიან დაინტერესებული საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებით და კანდიდატის სტატუსის მიღებით.

„დღეს ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, იყო კომპრომისული გადაწყვეტილება სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით. ოპოზიციის წარმომადგენელს დავუჭირეთ მხარი და ამაშიც კი არ ჩაერთო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, რაც აჩვენებს იმას, რომ ისინი სინამდვილეში არიან ფარისევლები, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ შეფერხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება. ჩვენ ვაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს, რომ საქართველომ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გაგრძელდეს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ. ეს არის ჩვენი არჩევანი და რა თქმა უნდა, მივყვებით ამ არჩევანს“, – განაცხადა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

„სასწრაფოების ხმა ახლაცაა…“ – ბათუმში, სახურავი ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა

ბათუმში, შენობის სახურავი ჩამოინგრა.სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ რონ ნანგრევები ცოლ-ქმარს და ორ ავტომობილს დაეცა.„სასწრაფოების ხმა ახლაცაა... კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს სხვადასხვა დაზიანებები აქვს...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

14 მაისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ბოლო სიახლეები