პარასკევი, თებერვალი 21, 2025

ირაკლი კობახიძე – სააკაშვილი, გვარამია, სამადაშვილი შეურაცხმყოფელი ფორმებით მოიხსენიებდნენ ტრამპს, არქივი არ იშლება, მათ არ აქვთ შანსი, დადებითი კომუნიკაცია დაამყარონ ტრამპის ადმინისტრაციასთან

სააკაშვილი, ცოტა ხნის წინ სოციალური მედიაში ტრიალებდა შესაბამისი განცხადებები, გვარამია, სალომე სამადაშვილი „ლელოდან“, უკიდურესად უხეში, შეურაცხმყოფელი ფორმებით მოიხსენიებდნენ ტრამპს და რა თქმა უნდა, არქივი არ იშლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთ პირობებში, მათ არავითარი შანსი არ აქვთ, რაიმე დადებითი კომუნიკაცია დაამყარონ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან.

„მინდა შეგახსენოთ ოპოზიცია რას ლაპარაკობდა დონალდ ტრამპთან დაკავშირებით 2020 წელს, არჩევნების დასრულების შემდეგ. მაშინ, რეალურად, გაყალბების შედეგად დაკარგა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობა. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა იგივე საფოსტო გზავნილების კუთხით, როგორ ტარდებოდა ამერიკული არჩევნები 2020 წელს. რომ ყოფილიყო სუფთად ჩატარებული არჩევნები, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ხელმეორედ იქნებოდა არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე, თუმცა განსხვავებული მიმართულებით განვითარდა სცენარი. მაშინ, მე მინდა შეგახსენოთ, რას ამბობდა ოპოზიცია და ეს არის ოთხიდან სამი წამყვანი რადიკალური ოპოზიციური პარტია, მე-4 უბრალოდ მაშინ არ არსებობდა, როგორც ოპოზიცია, ისინიც იგივეს იტყოდნენ, დარწმუნებული ვარ. სააკაშვილი, ცოტა ხნის წინ სოციალური მედიაში ტრიალებდა შესაბამისი განცხადებები, გვარამია, სალომე სამადაშვილი „ლელოდან“, უკიდურესად უხეში, შეურაცხმყოფელი ფორმებით მოიხსენიებდნენ ტრამპს და რა თქმა უნდა, არქივი არ იშლება. ასეთ პირობებში, მათ არავითარი შანსი არ აქვთ, რომ რაიმე დადებითი კომუნიკაცია დაამყარონ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, ერთადერთი არიან, ამერიკელი კუბილიუსი, ჯო უილსონის იმედზე, ეს არის და ეს, არაფერი რესურსი არ აქვთ. ეს გამოჩნდა ინაუგურაციის დღესაც, იქადნებოდნენ, რომ ისინი იყვნენ მიწვეული ინაუგურაციაზე, დაესწრებოდნენ ინაუგურაციას, თუმცა ნახეთ, რომ მე-3 და მე-4 ოთახებში და ზოგი ოთახშიც ვერ მოხვდა, ზოგს უწევდა შენობის გარეთ ტელევიზიით ინაუგურაციის ყურება. რეალურად ეს არის, რასაც აკეთებს ოპოზიცია პრეზიდენტ ტრამპთან მიმართებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ აბსოლუტურად მოწადინებული, რომ გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან. დანარჩენი არის შიდა სამზარეულო, რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ დამყარდეს მჭიდრო კომუნიკაცია. ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე. როგორც კი საბოლოოდ დამარცხდება „დიფ სთეითი“, მაშინვე სრულფასოვნად აღდგება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეთრი სახლის პრესსპიკერი კაროლინ ლევიტი: მოუთმენლად ველით, რომ აშშ დაამარცხებს [ჰოკეის მატჩში] უახლოეს ხანში ჩვენს 51-ე შტატს, კანადას

თეთრი სახლის პრესმდივანს, კაროლინ ლევიტის პრესკონფერენციაზე, რომელიც რამდენიმე საათის წინ შედგა, ჰკითხეს, -  „დებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ფსონს კანადის პრემიერ მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან ამაღამ, აშშ-კანადის ჰოკეის თამაშზე?“ „ის მოუთმენლად ელის ამ საღამოს მატჩის ყურებას და ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ შეერთებული შტატები დაამარცხებს ჩვენს უახლოეს 51-ე შტატს, კანადას“. - უპასუხა თეთრი სახლის პრესმდივანმა. - ვიდეოს FOX NEWS ავრცელებს.

“სტრატეგიული შეცდომა” იქნება-ემანუელ მაკრონი – ტრამპს ვეტყვი: არ შეიძლება სუსტი იყო პუტინის წინააღმდეგ, ეს შენი სტილი არ არის – თუ უკრაინას მიატოვებ, რუსეთი შეუჩერებელი...

ტრამპს ვეტყვი, რომ არ შეიძლება პუტინის წინააღმდეგ სუსტი იყოს, ეს მისი სტილი არ არის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირდაპირი ეთერში მაყურებლების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მისი ვაშინგტონში ვიზიტი “რამდენიმე დღეში” შედგება. კითხვებზე პასუხისას მაკრონმა გააჟღერა თუ რის თქმას აპირებს დონალდ ტრამპისთვის. “მას ვეტყვი: არ შეიძლება სუსტი იყო პუტინის წინააღმდეგ, ეს შენი სტილი არ არის. როგორ შეიძლება ამის შემდეგ ჩინეთის წინააღმდეგ იყო ანგარიშგასაწევი? თუ უკრაინას მიატოვებ, რუსეთი შეუჩერებელი იქნება! ის მოიპოვებს უკრაინულ არმიას და ჩვენს აღჭურვილობას,” - განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ ეს “სტრატეგიული შეცდომა” იქნება. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტი “სხვებში გარკვეულ ბუნდოვანებას აჩენს”, ვინაიდან “ყველაფრის გაკეთება შეუძლია”. “ეს ბუნდოვანება კარგია ჩვენთვის და უკრაინისთვის. მაგრამ ეს ბუნდოვანება გამოყენებას საჭიროებს. ცუდი მხარე ის არის, რომ ის ბუნდოვანებას აჩენს მოკავშირეებში,” - განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ლეგიტიმურია, თავისუფალი სისტემითაა არჩეული და არსებულ ვითარებაში არჩევნების ჩატარება არ შეუძლია. “თქვენი აზრით, მას შეუძლია საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება ქვეყანაში, საიდანაც რამდენიმე მილიონი უკრაინელი გაიქცა უსაფრთხოებისთვის?.. მეტი დემოკრატია გვსურს უკრაინაში გრძელვადიან პერსპექტივაში, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა მოიტანს. პრეზიდენტ ზელენსკის ასევე სურს დემოკრატია, ვინაიდან, მისი ნაყოფია,” - განაცხადა მაკრონმა.

უნდათ „სამშობლოს ღალატის“ მუხლის მიღება? კი ბატონო, მიიღონ, მაგრამ თვითონ გასამართლდებიან

„ერთი პერიოდი, როდესაც ტრამპის ამ საკმაოდ ოდიოზურ განცხადებებს ვუყურებდი, შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ეს იყო პოლიტიკური ტაქტიკის თემა, რაც მისთვის დამახასიათებელი იყო პირველი ვადის დროსაც - გადადიოდა შეტევაზე ამა თუ იმ მხარესთან, რათა უკეთესი მოსალაპარაკებელი პოზიციები მიეღო და ამის შემდეგ გარკვეულ დათმობებზე, კომპრომისებზე იწყებდა საუბარს. მაგრამ დღევანდელი ვითარება უკვე ძალიან შორს წავიდა. „წითელი ხაზებიც“ კი გადაიკვეთა. რაც მოვისმინეთ გუშინ ტრამპისგან, ეს წმინდა რუსული ნარატივია. რიცხვების დონეზეც კი, როდესაც ზელენსკის 4%-იან მხარდაჭერაზე საუბრობდა და დიქტატორად აცხადებდა, ზელენსკი არალეგიტიმურიაო და ა.შ. წმინდა რუსული ნარატივი იყო. ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, მაგრამ ბოლომდე კატეგორიული არ ვიქნებოდი, რადგან საბოლოოდ, ემოციებს რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი ასეთ ვითარება, შეიძლება პირიქით, ისე შემოტრიალდეს, რომ დიდი პოზიტივით დასრულდეს. როდესაც ქრონიკული დაავადება სჭირს ადამიანს, ხშირად საჭირო ხდება ამ დაავადების პროვოცირება, კიდევ უფრო გამწვავება, რომ დარტყმითი მკურნალობით საბოლოოდ ამოძირკვო ეს დაავადება. შესაძლოა, ზუსტად ამ სახადის წინაშე დადგა დღეს სამყარო და თუ გვინდა ამაში რაღაც პოზიტივი დავინახოთ, პოზიტივი არის. რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, რასაც ტრამპის შესრულებით ვუყურებთ: ეს არის ის, რომ ევროპა გაიღვიძებს. ევროპას აქვს თუ არა სურვილი, უწევს საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირება. ვაკვირდებით, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფი ტემპებით დაიწყო. ევროპას ძალიან ჯანსაღი, სწორი მიდგომები აქვს ამ ომის თემებთან დაკავშირებით. ევროპა თუ რეალურად შემოვიდა, როგორც დიდი მოთამაშე თავისი, როგორც ეკონომიკური პოტენციალით, ასევე სხვა ტიპის რესურსებით და თუ გადავიდა რეალურ მოქმედებებზე, ეს მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება დემოკრატიის მომავალ განვითარებაზე აისახოს. ერთი ელემენტია ის, რომ ევროპა იძულებულია, საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურაზე იზრუნოს, რაც შეიძლება სწრაფად, რათა მათ მხოლოდ უკრაინის დაცვის განცდა კი არ აქვს, არამედ საკუთარი თავისაც. რას ნიშნავს გარიგება ტრამპსა და პუტინს შორის: ევროპა აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ საბოლოოდ და ბუნებრივია, ევროპისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ეს. მარტო ეს არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა ხდება ამერიკაში და რამდენად მაღალი შანსები აქვს ტრამპს ამ პოლიტიკის ასე გაგრძელების. ამერიკული დემოკრატიაც გარკვეულწილად, სერიოზულ გამოცდას აბარებს, პრობლემები თვითონ ამერიკაშია. ასე ვართ მიჩვეული, რომ ამერიკაში პრეზიდენტია და მისი განცხადებები სამოქმედო გეგმის ტოლფასად მიგვაჩნია. პოსტსაბჭოთა სამყაროში ასე ხდება. საქართველოში, ბიძინა რომ რაღაცას იტყვის, შემდეგ ის აღსრულებაში მიდის. ამერიკაში ხომ ასე არაა?! ამერიკა ინსტიტუციური დემოკრატიის ქვეყანაა, სადაც პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ის გადამწყვეტი და ერთადერთი არაა. ბევრი შემაკავებელი ინსტიტუციური და პოლიტიკური შემაკავებელი ფაქტორია. ტრამპის პარტიაში, უმრავლესობას არ მოსწონს განცხადებები, რასაც ტრაპი აკეთებს. როდესაც საუბრობს, რომ ზელენსკი დიქტატორი ყოფილა და პუტინი მოლაპარაკების მხარე, ეს ხომ აბსურდია? რესპუბლიკური პარტია, რა თქმა უნდა, ამ განცხადებებზე მძიმედ რეაგირებს. თუ ტრამპმა ასე გააგრძელა, დიდი ალბათობით, ეს თემა მის იმპიჩმენტამდე მივა. თუ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, ის „კოჭლი იხვი“ ხდება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მომავალ კვირაში ემანუელ მაკრონსა და კირ სტარმერს უმასპინძლებს

თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი მომავალ კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს უმასპინძლებს. მაკრონი დონალდ ტრამპს 24 თებერვალს შეხვდება, ხოლო კირ სტარმერი 26 თებერვალს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კაბინეტის პირველ სხდომას მომავალ ოთხშაბათს, 26 თებერვალს გამართავს. „სიამაყით გვინდა, გამოვაცხადოთ, რომ პრეზიდენტი მომავალ ოთხშაბათს, 26 თებერვალს, თეთრ სახლში კაბინეტის პირველ ოფიციალურ სხდომას გამართავს“, – განაცხადა ლივიტმა.

მაიკ უოლცი – პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტ ზელენსკით ძალიან იმედგაცრუებულია, ზელენსკი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს და კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება დადოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს და კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება დადოს, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე. „აშკარაა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად ძალიან იმედგაცრუებულია პრეზიდენტ ზელენსკით, იმ ფაქტი, რომ ის არ მოვიდა მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომ არ ისურვა ამ შესაძლებლობის გამოყენება, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. ვფიქრობ, ის საბოლოოდ მივა ამ წერტილამდე და იმედი მაქვს, ძალიან მალე. პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ჩვენ მკაფიოდ განვუცხადეთ ჩვენს რუს კოლეგებს და მინდა, დღესაც ვთქვა – ფოკუსირებულია ბრძოლების შეჩერებაზე და წინსვლაზე“, – განაცხადა უოლცმა. როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა განმარტა, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკით იმედგაცრუებულია რამდენიმე საკითხში. „პრეზიდენტ ზელენსკისთან ტრამპის იმედგაცრუება, როგორც თქვენ გაიგეთ, მრავალმხრივია. პირველ რიგში, საჭიროა დაფასება იმისა, რაც ამერიკელმა ხალხმა, ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი პირველი ვადის დროს გააკეთა და რაც მას შემდეგ გავაკეთეთ. ასე რომ, ზოგიერთი რიტორიკა კიევიდან და შეურაცხყოფა პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, მიუღებელია“, – განაცხადა უოლცმა. ჟურნალისტის კითხვაზე იმის შესახებ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება, უოლცმა უპასუხა: „ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს. ის მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს და ჩვენ განვაგრძობთ დისკუსიებს იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდის ეს შეთანხმება“.

ბოლო სიახლეები