როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი ძალა ვერ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ხალხმა ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება შეიძინა.
„ამიტომ, არავითარი ეფექტი აღარ აქვს უსამართლო განცხადებებს. რა თქმა უნდა, თუნდაც მომავალში, მათი მხრიდანაც რომ იყოს სამართლიანი განცხადებები რამე თემასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ამას ექნება გავლენა საზოგადოებაზე, მაგრამ, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი ძალა ვერ ექნება. ამის გამოა, რომ მიუხედავად სრული მხარდაჭერისა, რასაც ეს ჩინოვნიკები უცხადებენ აქციებს, რადიკალურ ოპოზიციას, არჩევნებში ისინი იღებენ 20 პროცენტზე ნაკლებს, ქუჩაში გამოდის 150 ადამიანი. რა თქმა უნდა, უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან დიდი სიბრძნე აქვს შეძენილი, მთლიანობაში, 35 წლის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

