ხუთშაბათი, მარტი 20, 2025

ირაკლი კობახიძე – რიგგარეშე არჩევნებს როცა ითხოვ, ზუსტად იცი, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიების მოყვანა გინდა, აქციებზე დგანან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც მათგან ერთ-ერთს აძლევდნენ ხმას

არ შეიძლება, რაიმე მოცემულობაში ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, როგორ შეიძლება, ქართველი ხალხის უმრავლესობა გაჰყვეს სააკაშვილის პარტიას, გვარამიას პარტიას, ხაზარაძის პარტიას და გახარიას პარტიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სინამდვილეში, აქციები უწყვეტად 26 ოქტომბრიდან დაიწყო.

„თვითონ არ უყვართ ხოლმე ამის გახსენება, უყვართ ხოლმე 28 ნოემბრიდან ათვლის დაწყება, თუმცა სინამდვილეში, აქციები დაიწყო უწყვეტად 26 ოქტომბრიდან. 5 დღე იყო ნამდვილი ომის იმიტაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩაგდების მცდელობა, ეს იყო 28 ნოემბრიდან. დღესაც 300-350 კაცი იკრიბება ყოველდღე, ეს არის ორგანიზებული აქტივი. რეალურად მასშტაბური ძალადობრივი აქციები 28 ნოემბერს დაიწყო და გაგრძელდა 5 დღე. დანარჩენი, საშუალოდ იკრიბება 300-350-400 კაცი, ეს არის რეალური მოცემულობა. რეალურად, ეს არის დაფინანსებული აქტივი და იხდიან ბიუჯეტში თანხებს, 5 ათასი ლარი კაცზე, საკუთარი ნებით ავსებენ ბიუჯეტს. მართლა საოცარი მოვლენაა. მეორე მხრივ, ირონია რომ გვერდზე გადავდოთ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზული თანხებიც არის ჩართული ამ პროცესებში, თუმცა შედეგს ვერ აღწევენ ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს არის კულტურული ქვეყანა. არ შეიძლება, რაიმე მოცემულობაში ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. არ შეიძლება. ქართველი ხალხის უმრავლესობა ამ გზას არ დაადგება არც ერთ შემთხვევაში და როგორ შეიძლება, ქართველი ხალხის უმრავლესობა გაჰყვეს სააკაშვილის პარტიას, გვარამიას პარტიას, ხაზარაძის პარტიას და გახარიას პარტიას. როგორ შეიძლება, გქონდეს მაგის მოლოდინი, რომ ვინმე შეიძლება გაჰყვეს ამ ადამიანებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ფარსია განცხადებები იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეები პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან, ვინაიდან ისინი რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ.

„ჩვენ რომ მიგვეღო ამ არჩევნებში არა 1 120 000 ხმა, არამედ რამდენიც მიიღეს მათ – დაახლოებით 750 000 ხმა, ამ შემთხვევაში ვინ მოდიოდა ხელისუფლებაში? მოდიოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. თუ ემიჯნებიან, რატომ ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს. თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები, ხომ იმიტომ უნდათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეღარ მოიგოს. არის ოპოზიციურად განწყობილი ის 300 კაცი, ვინც გამოდის, უნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეღარ მოიგოს არჩევნები და ჩვენ ავიღოთ არა 54%, არამედ მაგალითად 40% შემდეგ არჩევნებში. ასეთ შემთხვევაში რა ხდება? ხელისუფლებაში მოდიან სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია. რიგგარეშე არჩევნებს თუ ითხოვენ, როგორ ემიჯნებიან ამათ? ორ თვეში რა ახალი პარტიები უნდა გამოჩნდეს. შენ ხომ ზუსტად იცი, როცა ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, რომ ხელისუფლებაში გინდა მოიყვანო სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები. რამხელა ფარსია, ხომ ხედავთ? სინამდვილეში იმ აქციებზე დგანან მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევდნენ ამ 4 პარტიიდან ერთ-ერთს და დღეს არიან იმედგაცრუებული იმის გამო, რომ წააგეს არჩევნები. ეს არის რეალობა. 26 ოქტომბერს რატომ ვიხსენებ და რატომ იხსენებენ ისინი მხოლოდ 28 ნოემბერს, იმიტომ, რომ სინამდვილეში ამ აქციების რეალური მიზეზი იყო არა რაიმე განცხადება. დღეს რაიმე მოთხოვნა აქვთ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით? ხომ ვითომ ევროინტეგრაციის გამო გამოვიდნენ ქუჩაში? ორი მოთხოვნა აქვთ სულ – ერთი არის პატიმრების გათავისუფლება და მეორე – რიგგარეშე არჩევნები. სად არის ევროკავშირი? 78-ე მუხლი ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში და ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა რადიკალურმა ოპოზიციამ თავის დროზე, ეს იყო 2017 წელი. რაც შეეხება ჩვენს 28 ნოემბრის განცხადებას, ამ განცხადებამ გამოიღო ძალიან სერიოზული შედეგი – შეწყდა შანტაჟი ამ თემით, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების გახსნა. ჩვენი ქვეყანა მუდმივ შანტაჟს ნამდვილად ვერ გაუძლებდა. ჩვენ ამოვედით სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან. სამ თვეში ერთხელ იკრიბება ევროპული საბჭო და ნახეთ, რა იყო დაგეგმილი. შარშან დეკემბერში უნდა შეკრებილიყვნენ და ეთქვათ, არ გიხსნი მოლაპრაკებებს, შემდეგ მარტში – არ გიხსნი მოლაპარაკებებს, მერე ივნისში, სექტემბერში, დეკემბერში და ასე უნდა გაგრძელებულიყო უსასრულოდ 2028 წლის ჩათვლით, არ ვიცი, 2029-ში რა მოხდებოდა. ამას უბრალოდ ვერ გაუძლებდა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ის, რომ არავისთვის მიგვეცა ქვეყნის მუდმივად შანტაჟის ქვეშ დატოვების საშუალება და ამ შედეგს მივაღწიეთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დაჩი ცაგურია: ვნახეთ ომში გამდიდრებული სატელევიზიო მებრძოლები, პირში კბილი არ ჰქონდათ, ახლა ჰოლივუდის ღიმილით გვერთვებიან პირდაპირ ეთერებში – აქ ვნახე პირველად, “ტიკ ტოკერი” მეომრები

„ვერც აწი იზამენ ეგენი ვერაფერს. აწი უფრო და უფრო ვეღარ იზამენ იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვლება სამყარო და როგორ იცვლება მსოფლიო. იგივე ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებს ვხედავთ, იქ რა ხდება. რა ხდება ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ჩვენი ქვეყნის იყო ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში, უკრაინის ფრონტზე. როცა ადამიანებმა აქ მოდაში შემოიღეს ვითომ ომში წასვლა, იქ „სელფების“ გადაღება და „ტიკ ტოკში“ ბრძოლა და აქ პროვოკაცია რომ მოუწყვეს ჩვენს ქვეყანას, რომ აბა, არიქა ომში მინდა წასვლა და არ მიშვებენ და საქართველოს ხელისუფლება თითქოს არ უშვებს. სხვათა შორის სამი წელი გავიდა, ომი მიდის და ვერ ჩააღწიეს უკრაინამდე. ვინც იქ იყო აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც იმ პროვოკაციაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო დაგეგმილი მონაწილეობდა, არც ერთი მათგანი ინტერვიუებს ვინც აძლევდა არ ჩასულა უკრაინაში საომრად. ჩვენ ვხედავდით ეს რატომაც კეთდებოდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოეწყოთ პროვოკაცია. თორემ ნებისმიერი მათგანი, ხვალ მოვიდეს ჩემთან და მე დავეხმარები და ჩავიყვან იქ, რა პრობლემაა?!ჩვენ ვნახეთ ომში გამდიდრებული სატელევიზიო მებრძოლები. ადამიანები, რომლებსაც პირში კბილი არ ჰქონდათ, ახლა ჰოლივუდის ღიმილით გვერთვებიან პირდაპირ ეთერებში. ომში გასუქებული კაცი აგერ, ახლა აქ ვნახე პირველად, ეს ჩვენი „ტიკ ტოკერი“ მეომრები.წარმოიდგინეთ, ახლა მაგათ ჭკუაზე რომ გაევლო საქართველოს ხელისუფლებას, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდით. მილიონი ადამიანი არის ამ ომში გარდაცვლილი და დასახიჩრებული და არც ერთ ამ სატელევიზიო მებრძოლს ეკალიც კი არ შერჭობია. ანუ ესენი იყვნენ მიზანმიმართული პროვოკატორები საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

სწორედ საფრანგეთის ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია – ვნახოთ, როგორ მოიქცევა ამჯერად ელჩი – შალვა პაპუაშვილი

"სწორედ საფრანგეთის ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია - ვნახოთ, როგორ მოიქცევა ამჯერად ელჩი,"- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, სწორედ ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია."რამდენიმე დღის წინ, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ენჯეო "საფარის" ხელმძღვანელმა, მსგავსი ზიზღის ენა გამოიყენა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ. მაშინ საჯაროდ მოვუწოდე ელჩს, დაეფიქსირებინა მისი პოზიცია. ელჩი ამ პასუხისმგებლობას გაექცა.სწორედ ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია.ამგვარი ზიზღის გამოვლენა, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ცალკეული რადიკალი აქტივისტის დაზიანებული ემოციური მდგომარეობის გამოხატულება. მას კონკრეტული ამოცანა აქვს - სამიზნეში ამოყვანილი ჟურნალისტის დაშინება, შევიწროება, დათრგუნვა.ვნახოთ, როგორ მოიქცევა ამჯერად საფრანგეთის ელჩი. მოუწოდებს მის მიერ მხარდაჭერილ ადამიანს ღირსების შემლახველი ქცევისგან თავშეკავებისკენ, თუ წაყრუებით წაახალისებს ზიზღის ახალ აქტს," - წერს შალვა პაპუაშვილი.

დიეგო მარადონას საქმეზე პოლიციელები დაკითხეს – მათ გარდაცვლილი ფეხბურთელის სახლში ნანახზე მძიმე დეტალები გაამხილეს

არგენტინაში გრძელდება დიეგო მარადონას გარდაცვალებისას ექიმების სავარაუდო გულგრილობის საქმეზე სასამართლო პროცესი. მორიგ სხდომაზე დაიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დაწვრილებით აღწერეს, რა აღმოაჩინეს სიკვდილის ადგილას მისვლის შემდეგ.კომისარმა ლუკას ბორხემ, რომელიც პოლიციელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ მიიღო სატელეფონო ზარი მარადონას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და ადგილზე მისვლის შემდეგ ნანახმა გაუმძაფრა ეჭვი იმაზე, რომ ლეგენდას არასათანადოდ უვლიდნენ.„ვერ ვნახე ვერანაირი სამედიცინო ნივთი ოთახში. მარადონას ზეწარი ჰქონდა გადაფარებული და მუცელი არაბუნებრივად იყო გაბერილი.ეს არ იყო ავადმყოფისთვის განკუთვნილი საწოლი, არამედ ჩვეულებრივი მატრასი. და ოთახში არ იყო დეფიბრილატორი“, – მოჰყავს ბორხეს სიტყვები გაზეთ Olé-ს.„გაოცებული დავრჩი, როცა მარადონა ასეთ მდგომარეობაში ვიხილე. არასოდეს მეგონა, რომ ამგვარი სურათის წინაშე აღმოვჩნდებოდი. უპრეცედენტო, სრულიად არაადეკვატური და უპასუხისმგებლო ჰოსპიტალიზაცია სახლში“, – განაცხადა კომისრის თანაშემწემ ლუკას ფარიასმა.შეგახსენებთ, რომ სასამართლო ცდილობს დაადგინოს, დამნაშავენი არიან თუ არა ბრალდებულები, მათ შორის პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე და ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩოვი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მარადონას არ მიუღია სათანადო სამედიცინო მზრუნველობა, იმ დროს, როცა დაცვის მხარე ირწმუნება, რომ ყოფილი ფეხბურთელის ოჯახმა მკურნალობის პირობები მიიღო.არაგანზრახ მკვლელობაში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

VIDEO: „ქართულ ოპოზიციას აქვს ის პრობლემა, რომ ის საერთოდ ვერ ერკვევა გლობალურ პოლიტიკურ საკითხებში…“ – თათია პაჭკორია

„ქართულ ოპოზიციას აქვს ის პრობლემა, რომ ის საერთოდ ვერ ერკვევა გლობალურ პოლიტიკურ საკითხებში...“ - ამის შესახებ პროფესორმა, თათია პაჭკორიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

აშშ-მა იემენზე საჰაერო იერიში მიიტანა

აშშ-მა იემენზე საჰაერო იერიში მიიტანა.როგორც „როიტერი“ წერს, იემენელი ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტელეარხი „ალ მასირა“ იუწყება, რომ აფეთქებების ხმა იემენის დედაქალაქ სანაში გაისმა.მათივე ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმები აეროპორტთან ახლოს მოხდა.დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ირანს მოუწოდებდა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა. ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-მა იემენზე იერიში მიიტანა. 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იემენზე მიტანილი თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი იყო დაღუპული, ხოლო 101 დაშავებული. იერიშის მიზეზად აშშ-მა შეიარაღებული ჯგუფის მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე განხორციელებული თავდასხმები დასახელდა.იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა ღაზაში ისრაელ-„ჰამასის“ ომის საპასუხოდ დაიწყო.

ბოლო სიახლეები