პარასკევი, იანვარი 31, 2025

ირაკლი კობახიძე: რა შუაშია ევროინტეგრაცია და მკვლელები და ყაჩაღები, სწორედ ამიტომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54%, ხოლო მწამებლები და მკვლელები ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ვერც ვერასდროს დაბრუნდებიან, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დევს ხელის გულზე, საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა, რომ მტკიცებულებების დონეზე ვაჩვენოთ ხალხს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი იმ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა 2004-2012 წლებში საქართველოში.

„რეალურად, მათი დანაშაულები დევს ხელის გულზე. გახსოვთ, რა ხდებოდა საქართველოს 2004-2012 წლებში, ეს იყო ადამიანების მკვლელობა, 150 ადამიანი ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს, ეს იყო ადამიანების წამება, ციხეებში რა ხდებოდა, ყველას კარგად გახსოვთ და ყველამ ძალიან კარგად იცით ეს ყველაფერი, ტოტალური ფორმა ჰქონდა მიღებული ბიზნესის რეკეტს. ტელევიზიების მიტაცება. გახსოვთ, რა მოხდა „რუსთავი 2“- თან, „იმედთან“ დაკავშირებით, სხვა კერძო ტელევიზიებთან დაკავშირებით, ტოტალური მონოპოლია დაამყარეს მედიის სფეროში. ეს ხომ ხელის გულზე არსებული დანაშაულებია და მთავარი დანაშაული მაინც არის, რა თქმა უნდა, 2008 წლის ომი, რის შედეგადაც საქართველომ დაკარგა ტერიტორიების 20 პროცენტი, მოხდა ე.წ. აღიარება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, 30 ათასი ადამიანი იქცა დევნილად და 400-ზე მეტი ჩვენი სამოქალაქო და სამხედრო პირი დაიღუპა. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რისთვისაც უნდა დადგეს პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დევს ხელის გულზე, საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა იმისათვის, რომ მტკიცებულებების დონეზე ვაჩვენოთ ხალხს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის, თუ რა უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი იმ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩი, ქართველ ხალხს უმტკიცებდა, რომ მწამებლები, მკვლელები, ომის გამჩაღებლები, ბიზნესის რეკეტიორები, მედიის მიმტაცებლები თუ არ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში ქვეყანას არ ეღირსებოდა ევროინტეგრაცია.

„რა შუაშია ევროინტეგრაცია და მკვლელები, ყაჩაღები და ა.შ. საზოგადოებამ გამოიტანა დასკვნა და ამის გამო, ის გაჰყვა არა ევროკავშირის მოწოდებას, არამედ გაჰყვა სიმართლეს და სწორედ ამიტომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54 პროცენტი, ხოლო ეს მწამებლები, მკვლელები და ა.შ. ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ვერც ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი, ეს არის ჯონ ლოკის ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა – კობახიძე

ვიღაცებს „შერატონი“ ჰგონიათ ცივილიზაციის აკვანი, თუმცა სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე, ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი და როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მიზეზის გარეშე საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე შეფასებით, სამარცხვინო მოვლენაა, როდესაც ჯონ ლოკის ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზეა საუბარი. „ზოგადად, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი არის ერთგვარი აკვანი დემოკრატიული ცივილიზაციის, დემოკრატიის აკვანი. ვიღაცებს „შერატონი“ ჰგონიათ ცივილიზაციის აკვანი, თუმცა სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე. ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი. როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მიზეზის გარეშე საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. ეს არის ჯონ ლოკის ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა,“- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს საფინანსო სისტემას კიდევ ერთი ამერიკული საკორესპონდენტო ბანკი დაემატა – ნათია თურნავა

ინვესტორები დარწმუნდნენ იმაში, რომ საქართველოში ბანკები თავიდან ბოლომდე იცავენ სანქციებს, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, სანქცირების კონკრეტული პრეცედენტებიც არსებობს, თუმცა იმდაგვარად იმართება ეროვნული ბანკისა და ბანკების მხრიდანაც ეს პროცესი, რომ სანდოობა არ დაზიანებულა. „სულ რამდენიმე დღეა ჩვენს ბანკებს დაემატა კიდევ ერთი ამერიკული საკორესპონდენტო ბანკი. ჩვენ ყოველთვის გვქონდა გამოწვევა, რომ ორი ძირითადი საკორესპონდენტო ბანკი იყო, რომელიც თანამშრომლობდა ჩვენს ბანკებთან და დაემატა მესამე, რომელთანაც მოლაპარაკებები წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. შესაბამისად, ასეთ დროს ამერიკული ბანკი აკეთებს ძალიან დეტალურ შესწავლას და ის ფაქტი, რომ მან უკვე გახსნა ჩვენთან საკორესპონდენტო ანგარიში და აპირებს ამ პროცესის გაგრძელებას, ადასტურებს, რომ რისკები იყო იმდაგვარად შეფასებული, რომ ჩვენი მიმზიდველობა, როგორც პარტნიორის არ დაზიანებულა. მინდა ვთქვა, მაქვს დიდი იმედი, როგორც მოქალაქეს, რომ მალე პარტნიორებთან ურთიერთობები გადაიტვირთება. როგორც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი კი გეტყვით, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა სრულად იცავს სანქციებს. რა თქმა უნდა, ვალდებულია ადგილობრივი კანონმდებლობაც დაიცვას და ჩვენ ვახერხებთ თითოეული ასეთი ქეისის წარმატებით მართვას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ჩვენ ვამტკიცებდით 3 წლის განმავლობაში იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია – გაწირეს ჩვენი მეგობარი უკრაინა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი...

რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი-ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ გადაარჩინა ქვეყანა იმ ტრაგედიას, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს. "არ ვიცი, რამდენად შეძლებს, საბოლოო ჯამში, ახალი ადმინისტრაცია "დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას, მაგრამ რაც დღეს ხდება, უკვე ამისთვის ტრამპის ადმინისტრაციას მადლობა უნდა გადავუხადოთ. რეალურად, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი-ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება. მათ შორის, ეს ეხება უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს და ახლა უკვე ახალი ადმინისტრაციის განცხადებებს. გახსოვთ, ჩვენ ვამტკიცებდით 3 წლის განმავლობაში იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია - რეალურად, გაწირეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი. ყოველგვარი შედეგის გარეშე. შედეგი არის ერთადერთი - ეს არის განადგურებული უკრაინა, ტერიტორიების 20% დაკარგული, ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტი დაკარგული, აღარაფერს ვამბობ მთავარ ტრაგიკულ მოვლენაზე, 100 000-ობით დაღუპულ უკრაინელზე. რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი, ამაზე არავის აქვს პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, პასუხი არსებობს. იყო რაღაც გლობალური ინტერესები, უმახინჯესი, მანკიერი ინტერესები, რასაც შეეწირა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა და როგორც ბატონმა რუბიომ განაცხადა, დაახლოებით 100 წელიწადი, მთელი საუკუნე დასჭირდება იმას, რომ უკრაინა დაუბრუნდეს მდგომარეობას, რომელშიც ის იყო 2014 წლამდე. ეს იყო ტრაგიკული მოვლენა და ჩვენ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინეთ ამ ტრაგიკულ მოვლენას. დღესაც იგივე ვითარება იქნებოდა, 3 წლის წინ ჩვენთან მოდიოდნენ ზუსტად ამ ტექსტებით, რომ უკრაინა იგებს ომს და თქვენ ეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდანო. ამას გვეუბნებოდნენ დახურულ კარს მიღმა, როცა მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ. ჩვენ გვქონდა თავშეკავებული პოზიცია და დღეს, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ასევე ბატონი რუბიოს განცხადებებიც ადასტურებს, რომ ჩვენი მიდგომა იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

PHOTO: ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას მეორე შვილი შეეძინათ – რა დაარქვეს პატარას

ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას მეორე შვილი შეეძინათ. წყვილმა ახლშობილის ფოტო სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. კეთილი იყოს შენი მობრძანება ნინა მაქაცარია - წერს ირაკლი მაქაცარია.    

საზოგადოება „ქართული“ – ქართულმა დელეგაციამ აღკვეთა „დიფ სთეითის“ ვერაგული ცდა, ჩავარდნილი „მაიდნის“ ფონზე, გაკოტრებული ოპოზიცია უკანა კარიდან შემოაპაროს და ხალხს წაართვას არჩევანი

საზოგადოება „ქართული“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართულმა დელეგაციამ აღკვეთა „დიფ სთეითის“ მორიგი ვერაგული ცდა, ჩავარდნილი „მაიდნის“ ფონზე, გაკოტრებული ოპოზიცია უკანა კარიდან შემოაპაროს პოლიტიკურ სივრცეში და ქართველ ხალხს წაართვას არჩევანი“. საზოგადოება „ქართული“ მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 29 იანვრის რეზოლუცია აცდენილია საერთაშორისო სამართალს, სამართლიანობის პრინციპს და ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს. „ასამბლეის სხდომაზე ჩავარდა საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის გეგმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორები იყვნენ გარე ძალების მიერ მართული რადიკალური ოპოზიციისა და „არასამთავრობო“ ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამასთან, რეზოლუცია შეიცავს დათქმებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობაა. პირველ რიგში, ვგულისხმობთ დოკუმენტის მოთხოვნას, რომლის მიხედვით, თურმე საქართველოს ხელისუფლებამ აპრილამდე ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოს. ამ რეზოლუციით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავისი კომპეტენციის ზღვარს – მას არ აქვს უფლება მოითხოვოს ამა თუ იმ ქვეყნისგან კონკრეტული შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ამ ყველაფერს არეგულირებს არა ევროსაბჭო, არამედ კონკრეტული სახელმწიფოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია. საქართველოს ხელისუფლების მიმართ ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისადმი უპატივცემულობის გამოხატულებაა. გამოდის, რომ ევროსაბჭო მოითხოვს საქართველოს 1 200 000-ზე მეტი მოქალაქის ნების უგულებელყოფას და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, მათთვის ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციური პროცესის თავსმოხვევას. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებიდან ლამის ოთხი თვე გავიდა. ამ ოთხი თვის განმავლობაში, ვერც რადიკალურმა ოპოზიციამ, ვერც „არასამთავრობო“ ორგანიზაციებმა და ვერც მათმა უცხოელმა კურატორებმა ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი ფაქტი და არგუმენტი, რაც არჩევნების გაყალბებას დაადასტურებდა. მეტიც, მათმა დიდმა ნაწილმა პროკურატურასთან არ ითანამშრომლა და ვინც ჩვენება მისცა, ისინი თვითმხილველები კი არ იყვნენ, არამედ ეყრდნობოდნენ ანონიმური მესამე პირების მონათხრობს. შედარებისთვის, წელს არჩევებზე დაიწერა 1174 საჩივარი, როცა წინა არჩევნებში ეს ციფრი 2200-სს აღემატებოდა. შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდათ რეზოლუციის ავტორებს. მით უფრო, რომ არჩევნების დღეს უამრავმა უცხოელმა დამკვირვებელმა საჯაროდ ძალზე დადებითი შეფასება მისცა არჩევნების პროცესს, ხოლო ეუთო-ოდირმა, რომელიც ერთადერთი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციაა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, აღიარა – არჩევნები საქართველოში იყო კონკურენტული და თავისუფალი. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს ფაქტის კონსტატაცია – 29 იანვარს მიღებული ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუცია თავიდან ბოლომდე ჯდება „დიფ სთეითის“ სტრატეგიაში, რომლის მიზანია, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოიყვანოს საკუთარი მარიონეტები. შემდეგ კი, მათი მეშვეობით, თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ქვეყანა ომში ჩართოს, რასაც ქართული სახელმწიფოებრიობის ნგრევა მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში. საზოგადოება „ქართული“ მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში „ქართული ოცნების“ გუნდის გადაწყვეტილება, საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის დროებით შეწყვეტის შესახებ, იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი. „ამ ნაბიჯით ქართულმა დელეგაციამ აღკვეთა „დიფ სთეითის“ მორიგი ვერაგული ცდა, ჩავარდნილი „მაიდნის“ ფონზე, გაკოტრებული ოპოზიცია უკანა კარიდან შემოაპაროს პოლიტიკურ სივრცეში და ქართველ ხალხს წაართვას არჩევანი. ეს არის ნამდვილად ღირსეული და ქართული ნაბიჯი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე. საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ადგილი არ არის იქ, სადაც ხელყოფენ ქვეყნის სუვერენიტეტს, საქართველოს მოსახლეობას აყენებენ შეურაცხყოფას, ხელისუფლებას კი შანტაჟის ენით ელაპარაკებიან. საქართველოს დელეგაცია მაშინ უნდა დაუბრუნდეს ასამბლეაში მუშაობას, როდესაც შანტაჟს კვლავ ჯანსაღი დისკუსია შეცვლის, შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას კი, პარტნიორობა. იმედი გვაქვს, ტრამპის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებული “დიფ სთეითის” დემონტაჟის კამპანია მიწვდება მის ევროპულ ნაწილსაც. ამას კარგად გრძნობს „დიფ სთეითი“ და ვიდრე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩენილა, უნდა შური იძიოს ყველაზე, ვინც სუვერენიტეტის, ეროვნული სახელმწიფოებრიობისა და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების პოლიტიკის გამტარებელია. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრების თემას – ევროპელმა პოლიტიკოსებმა თუ გააგრძელეს იმის მტკიცება, რომ სამართალდამცავებზე თავდამსხმელები პოლიტპატიმრები არიან, ეს ბუმერანგის პრინციპით ძალიან ცუდად შეუბრუნდებათ თავიანთ ქვეყნებსა თუ ქალაქებში, როგორც ეს პიროტექნიკასთან დაკავშირებით შეემთხვათ. ასეთი ორმაგი და სამმაგი სტანდარტები საქართველოს მოსახლეობაში ბევრ კითხვას აჩენს. ძალიან არ გვინდა, რომ ეს ევროპული სტრუქტურებისადმი იმედგაცრუებაში გადაიზარდოს, რადგან ნდობის თავიდან აღდგენას შესაძლოა, წლები დასჭირდეს. საქართველო, მიისწრაფვის ევროპისაკენ და არა ევრობიუროკრატიისკენ, რომელიც ბოლო წლებში ევროპელ ხალხებსა და სახელმწიფოებზე გაბატონებულ ძალად მოგვევლინა. იგი დასცილდა ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს და გახდა მსოფლიოს მძლავრი ნეოლიბერალური „დიფ სთეითის“ მარიონეტი. ამას ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით და ვგრძნობთ, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ. თუმცა, დღეს ამერიკაში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლით მსოფლიოში დაიწყო დიდი ცვლილებები, რომელიც, ვიმედოვნებთ, ადრე თუ გვიან, ევროპას დაუბრუნებს საკუთარ თავს, ღირებულებებს და რაც ყველაზე მთავარია, სამართლიანობას. და ბოლოს, ადამიანურად, ძალიან სამწუხარო იყო იმის ხილვა, რომ ეთნიკურად ქართველები, საქართველოს მოქალაქეები – ვგულისხმობთ რადიკალური ოპოზიციისა და „არასამთავრობოების“ წარმომადგენლებს – აპლოდისმენტებით შეხვდნენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვისა და თანამოქალაქეების დამცირების მცდელობას. თუმცა, არ გვიკვირს, რადგან იმავე ადამიანებმა, 16 წლის წინ, ამავე დარბაზში ხელი მოაწერეს ღალატის აქტს – ევროსაბჭოს #1633 რეზოლუციას, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს. არცაა გასაკვირი, ისინი წარმოადგენენ არა ქართველ ხალხს, არამედ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აგენტურულ და კრიმინალურ სინდიკატს და მის უცხოელ პატრონებს. არადა, საქართველოს ჰაერივით სჭირდება ქართველ ხალხსა და სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული ოპოზიცია. რაც უფრო ადრე ჩაანაცვლებს ქართული საზოგადოება უსამშობლო აგენტურას ნამდვილად ქართული და ჯანსაღი ოპოზიციით, მით უკეთესი ქვეყნისთვის“, – ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ განცხადებაში.

ბოლო სიახლეები