შაბათი, ივნისი 14, 2025

ირაკლი კობახიძე- პოლონეთის პარლამენტში რაც მოვისმინეთ დასანანი და სამწუხაროა, არ შეიძლება, ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ მათი არჩევანი

რეალურად, გუშინ პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ მუქარა ქართველი ხალხის მიმართ, რაც არ აისახება საქართველოში ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად, იმედი მაქვს, მომავალში ეს დამოკიდებულება შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება, ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ მათი არჩევანი.

„ქართველებმა გააკეთეს თავისი არჩევანი, შარშან მათ მხარი დაუჭირეს ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვინმეს მოსწონს თუ არა, ყველამ პატივი უნდა სცეს და აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ. ვფიქრობ, ეს არის შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ შეიძლება, პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა რეალურად ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც მრავალი წელია, გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. ვფიქრობ, ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც, ეს მუქარები არის დასანანი და სამწუხარო“, – განაცხადა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, თეირანში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, დედაქალაქში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა.სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, ისრაელის მიერ განახლებული სარაკეტო თავდასხმაა ასახული. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განცხადებით, ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა. ამის შესახებ ირანელმა დიპლომატმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივან დევივ ლამისთან საუბრის დროს განაცხადა.აბას არაღჩის თქმით, ირანის პასუხი ისრაელის თავდასხმებზე იქნება „მტკიცე და გადამწყვეტი“.

გაერო-ში ირანის წარმომადგენელი – ისრაელის დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, აშშ სრულ პასუხისმგებლობას იზიარებს შედეგებზე

გაერო-ში ირანის წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 320-ზე მეტი, უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები.როგორც ამირ საიდ ირავანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, დაღუპულთა შორის არიან სამხედრო მაღალჩინოსნებიც.ამირ საიდ ირავანის თქმით, ამის თანამონაწილეა შეერთებული შტატებიც.„ამ დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, ისინი სრულ პასუხისმგებლობას იზიარებენ შედეგებზე“, – განაცხადა დიპლომატმა.

თუ უქმეებს გეგმავთ ამინდის ეს პროგნოზი ნახეთ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

1-ლი ივლისიდან მნიშვნელოვანი ცვლილება შედის ძალაში! – ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ასამოქმედებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.„2025 წლის 1 ივლისიდან, კომერციული მიზნით M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, სომხეთის მიმართულებით ტურისტული ან საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანების განხორციელებისას, სავალდებულო ხდება ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) 95/2 რეზოლუციით განსაზღვრული საკონტროლო დოკუმენტი — მგზავრთა სიის გამოყენება.მგზავრთა სია უნდა შეივსოს ელექტრონულად ოპერაციის დაწყებამდე და მაკონტროლებელი ორგანოსთვის წარადგინოთ ბეჭდური ვერსია.გთხოვთ, დაიცვათ პროცედურა და გამოიყენოთ მხოლოდ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რათა თავიდან აიცილოთ შეფერხებები და დარღვევები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები