პარასკევი, მარტი 13, 2026

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის წარმომადგენლები ემოციურად გამოვიდნენ და დაუპირისპირდნენ ფეხბურთელებს, მათი დავალებაა, რომ ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს

მინდა, გავიხსენო ის, რაც იკადრეს ფეხბურთელებთან მიმართებით, აქაც ის კი არ არის, ემოციურად გამოვიდნენ და დაუპირისპირდნენ ფეხბურთელებს, ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს, ეს არის მათი დავალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ დავალებას ზოგი შეგნებულად, ზოგი კი უნებლიედ ასრულებს.

„ეს არის მოცემულობა. ეს არის ამ იდეოლოგიის მთავარი არსი, სიძულვილის თესვა. საზოგადოებას არ უნდა ჰყავდეს ავტორიტეტი, რადგან გარედან უნდა იყოს ადვილად სამართავი. ამის გამოძახილი თითოეული ის ქმედება, რასაც ეს ადამიანები ახორციელებენ. შესაბამისად, ერთი მხრივ, ეს ადამიანები არიან სიბრალულის ობიექტი, რადგან ძალიან მძიმე ამბავში არიან შესული, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება ამ ყველაფრის მიმართ იყო მშვიდად განწყობილი. ისინი ძალიან მძიმე ფორმით უპირისპირდებიან ჩვენს ძირეულ, ეროვნულ, ქვეყნის ინტერესებს. სამშობლო, ეკლესია, სიძულვილის თესვა, ეს არის მთავარი ხაზები, როგორ შეიძლება, ამის მიმართ იყო ლოიალური. ამიტომ, ჩვენ პრინციპულად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამ ადამიანების წინააღმდეგ, მათი ბრძოლის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, მათი ბრძოლა დაკავშირებულია სამშობლოს ფენომენის მოსპობასთან, ეკლესიის რეპუტაციის შელახვასთან და ამ ხელწერის მთავარი მახასიათებელი, ბოლშევიზმისა და ფაშიზმის მსგავსად საზოგადოებაში სიძულვილის თესვაა.

„ხშირად ვიხსენებ ხოლმე რობერტ ფიცოს გამოსვლას. 10-წუთიანი ვიდეოა, მას შემდეგ, რაც ესროლეს, საავადმყოფოში ჩაწერა ეს ვიდეო, რასაც ყვება, რა ხდება ქუჩებში, რაც ხდება თეატრებში, რა ხდება პოლიტიკოსების მიმართ, რა ხდება ავტორიტეტების მიმართ, ეს ეხება სლოვაკეთს, გეგონება, რომ საუბრობს საქართველოზე, რადგან ერთი ხელიდან იმართება. სიძულვილის თესვა, ქვეყანასთან დაპირისპირება, ეს არის მთავარი ხაზი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ შეიძლება ლოიალური დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ.

„გიგლა ბერბიჭაშვილიც საცოდავი კაცი იყო. იყო ერთი უბრალო კაცი, გააგიჟეს. იქაც იგივე იყო, რომ ავტორიტეტები არ უნდა არსებობდეს – დღევანდელი იდეოლოგიაც ეს არის, მაშინდელიც ეს არის. მთელი პროპაგანდა მიდიოდა ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ, თანაბრად იყვნენ ჩართული ამაში ბოლშევიკებიც და მენშევიკებიც, გააგიჟეს ეს საცოდავი კაცი, არც ინტელექტი ჰქონდა არც არაფერი, დაიჯერა, რომ თავად ჰქონდა უპირატესობა ილია ჭავჭავაძის მიმართ და ესროლა. ერთი მხრივ, საცოდავი კაცი იყო, მაგრამ ასე თუ შეხედავდი, მაშინ წაახალისებდი იმას, რაც გააკეთა. რაც ფიცოს შემთხვევაშიც მოხდა. არ შეიძლება ლოიალური დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ. ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებს თუ თავს დაესხმებიან, რეგიონის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა განადგურდება

ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებს თუ თავს დაესხმებიან, რეგიონის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა განადგურდება, – ამის შესახებ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს.„ჩვენ ვაფრთხილებთ აგრესორ მთავრობას და მის ყველა მოკავშირეს, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებზე პატარა თავდასხმასაც კი, მოჰყვება ჩვენი გამანადგურებელი და დამანგრეველი პასუხი. ასეთი აგრესიის შემთხვევაში, რეგიონის ყველა ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა, რომელშიც შეერთებულ შტატებსა და მის დასავლელ მოკავშირეებს პირადი ინტერესი აქვთ, განადგურდება“, – ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანთან ომის დაწყებიდან აშშ-მა ირანის 5 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, მათ შორის 60-ზე მეტ გემს.

რატომ იზრდება ბავშვებში შფოთვა და დეპრესია თანამედროვე სამყაროში

ბოლო წლებში ფსიქოლოგები და მკვლევარები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბავშვებსა და მოზარდებში შფოთვისა და დეპრესიის შემთხვევები იზრდება. სპეციალისტების შეფასებით, ამ ტენდენციას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს.ციფრული გარემო და სოციალური ქსელები თანამედროვე ბავშვები დიდი დროის განმავლობაში იყენებენ სმარტფონებს, კომპიუტერებსა და სოციალურ ქსელებს. ფსიქოლოგების თქმით, მუდმივი შედარება სხვებთან, ონლაინ კრიტიკა და კიბერბულინგი შეიძლება გავლენას ახდენდეს ბავშვების თვითშეფასებასა და ემოციურ მდგომარეობაზე.აკადემიური და სოციალური წნეხი დღეს ბევრ ქვეყანაში ბავშვები დიდი კონკურენციის პირობებში სწავლობენ. მაღალი აკადემიური მოთხოვნები, გამოცდები და მომავლის მიმართ შფოთვა ზოგიერთ ბავშვში სტრესისა და დაძაბულობის ზრდას იწვევს.ეკრანთან გატარებული დრო სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეკრანთან გატარებული დრო ხშირად ცვლის ბავშვების ყოველდღიურ ჩვევებს. ნაკლები ფიზიკური აქტივობა, ნაკლები დრო ბუნებაში და ძილის დარღვევა შესაძლოა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც აისახოს.სოციალური იზოლაცია მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ონლაინ მუდმივად დაკავშირებულები არიან, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ რეალური სოციალური ურთიერთობები ხშირად მცირდება. მეგობრებთან პირისპირ კომუნიკაციის ნაკლებობამ შეიძლება მარტოობის განცდა გააძლიეროს.ოჯახური და გლობალური სტრესი თანამედროვე სამყაროში ბავშვები ხშირად ისმენენ ინფორმაციას ომებზე, ეკონომიკურ პრობლემებზე და გლობალურ კრიზისებზე. ასეთი გარემო ზოგჯერ მათში გაურკვევლობისა და შფოთვის განცდას აძლიერებს.რას ურჩევენ სპეციალისტები ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად მნიშვნელოვანია: მშობლებთან ღია და მხარდამჭერი კომუნიკაცია ფიზიკური აქტივობა და დრო ბუნებაში ეკრანთან გატარებული დროის დაბალანსება საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგთან კონსულტაციასპეციალისტების თქმით, ბავშვების ემოციური კეთილდღეობა მხოლოდ ოჯახების პასუხისმგებლობა არ არის — ეს საზოგადოებისა და განათლების სისტემის ერთობლივი ამოცანაცაა.

კავკასია ახალი გეოპოლიტიკური თამაშის ცენტრში – რატომ გაიზარდა მსოფლიოს დიდი ძალების ინტერესი საქართველოს მიმართ

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასია სულ უფრო ხშირად ხვდება საერთაშორისო პოლიტიკური ანალიზების ცენტრში. რეგიონში მიმდინარე პროცესები, ენერგეტიკული პროექტები და გლობალური პოლიტიკური დაძაბულობა კავკასიას ერთ-ერთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სივრცედ აქცევს. ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს და მასზე გადის მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზები, რომლებიც ენერგორესურსებისა და ტვირთების გადაადგილებას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენერგეტიკულ და სატრანსპორტო დერეფნებს, რომლებიც კასპიის რეგიონს ევროპასთან აკავშირებს. ამ პროექტებმა საქართველოს სტრატეგიული როლი კიდევ უფრო გაზარდა. საერთაშორისო ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ თანამედროვე მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონკურენცია სულ უფრო ძლიერდება. ამ პროცესში პატარა ქვეყნებს, რომლებიც მნიშვნელოვან რეგიონებში მდებარეობენ, ხშირად განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. საქართველოსთვის ეს ვითარება ერთდროულად შესაძლებლობებსაც ქმნის და გამოწვევებსაც. ერთი მხრივ, ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა შეიძლება გახდეს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი, მეორე მხრივ კი საჭიროა ფრთხილი და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მომდევნო წლებში სამხრეთ კავკასია შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს საერთაშორისო პოლიტიკისთვის. სწორედ ამიტომ, საქართველო ყურადღების ცენტრში რჩება როგორც რეგიონული სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. ექსპერტების თქმით, თუ ქვეყანა შეძლებს სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკური პროექტების განვითარებას, საქართველო მომავალშიც შეინარჩუნებს მნიშვნელოვან როლს რეგიონულ და საერთაშორისო პოლიტიკაში.

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ არ იცის, დაამხობს თუ არა ირანელი ხალხი რეჟიმს – „თქვენ შეგიძლიათ ადამიანი წყაროსთან მიიყვანოთ, მაგრამ ვერ აიძულებთ, დალიოს“

არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ირანელი ხალხი აჯანყდება მას შემდეგ, რაც ისრაელი თეირანის რეჟიმის დასამხობად პირობებს შექმნის, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.„თქვენ შეგიძლიათ ადამიანი წყაროსთან მიიყვანოთ, მაგრამ ვერ აიძულებთ მას, დალიოს“, - ამბობს ნეთანიაჰუ. „ჩვენ შევქმნით ოპტიმალურ პირობებს ამისათვის, მათ შორის საჰაერო დარტყმების მეშვეობით - როგორც ეს გუშინ გავაკეთეთ და როგორც ამ დღეებში ვაკეთებთ - რათა ვცადოთ და მივცეთ მათ ქუჩაში გამოსასვლელად საჭირო სივრცე“.კითხვაზე, გახდება თუ არა მისი სამიზნე ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, ნეთანიაჰუ პასუხობს: „მე არცერთი ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის სახელზე სიცოცხლის დაზღვევის პოლისს არ გავაფორმებდი“.

გოგა გულორდავა – მედიაში არსებული პრობლემები იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავას განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო მიდგომის შედეგად გარანტირებულია მედიაპლურალიზმი და მრავალფეროვნება, თუმცა, მედიაში აშკარაა ისეთი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც პირველ რიგში მაყურებელს აზიანებს და ზრდის პოლარიზაციას.მისივე განცხადებით, აღნიშნული პრობლემები ასახულია ბევრ საერთაშორისო ანგარიშში.„წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები და გამოწვევები გვაქვს. სამწუხაროდ, დღეს მედია გაჯერებულია ყალბი ამბებით, მიკერძოებული საინფორმაციო გადაცემებით, ფაქტის დამახინჯებით, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით პოლარიზაციის გაღვივებით, სიძულვილის ენის დათესვით, რაც საბოლოო ჯამში მედიის საზოგადოებაზე გავლენის მასშტაბიდან გამომდინარე, უკვე გასცდა იმ ჩარჩოებს, რასაც მედიაში არსებული გამოწვევა და პრობლემა ჰქვია. ის უკვე გადავიდა საზოგადოებაში. ნათლად ჩანს, რაოდენ პოლარიზებას ახდენს მედიიდან გამოწვეული ზეგავლენა უკვე საზოგადოებაში, თუ რაოდენ პოლარიზებულია საზოგადოება, რაოდენ მიუღებელი ხდება განსხვავებული აზრის გამოხატვა – რაზეც ვთანხმდებით, რომ ასე ვერ გაგრძელდება. ეს ყველაფერი ისახება საზოგადოებაზე და ზიანდება მაყურებელი, ზიანდება ჩვენი საზოგადოება. ამიტომ, რეგულაცია და მისი უმთავრესი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ამ მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ ჩვენი საზოგადოება“, –  განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.

ბოლო სიახლეები