ოპოზიცია მთლიანად არის მოშლილი და ეს პირდაპირ აისახება რეიტინგებშიც, არის განხეთქილება ოპოზიციის შიგნით, ასეთ ფონზე, არავის უკვირს ის, რომ ჩვენი რეიტინგი იმატებს, ხოლო ოპოზიციის რეიტინგი რადიკალურად მცირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობაიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, რადიკალურ ოპოზიციის დასუსტება არის ერთადერთი გზა, რაც ქვეყანას მიიყვანს დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებამდე.
„ოპოზიცია მთლიანად არის მოშლილი და ეს პირდაპირ აისახება რეიტინგებშიც. არის განხეთქილება ოპოზიციის შიგნით. ასეთ ფონზე არავის უკვირს ის, რომ ჩვენი რეიტინგი იმატებს, ხოლო ოპოზიციის რეიტინგი რადიკალურად მცირდება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი ამოცანა იყო რადიკალური ოპოზიციის დასუსტება, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რაც ჩვენ მიგვიყვანს დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებამდე. კვლევები აჩვენებს იმას, რომ ეს პროცესები სწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა პრემიერმა.