ორშაბათი, ივნისი 29, 2026

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის არც პარლამენტში შესვლას და არც არშესვლას არავითარი ფასი არ აქვს, რესურსი არ აქვთ, სარგებელი მოუტანონ საპარლამენტო ცხოვრებას, უნდათ, შემოვიდნენ, უნდათ, ნუ შემოვლენ

არავითარი ფასი არ აქვს ოპოზიციის არც პარლამენტში შესვლას და არც არშესვლას, მათი საქმიანობა თავიდან ბოლომდე დესტრუქციული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პარლამენტში თუ არ შევლენ, მეტი სიმშვიდე იქნება ქვეყანაში.

„სამწუხაროდ, მგონია, რომ შევლენ, ალბათ შევლენ. არც მათ შესვლას და არც არშესვლას არავითარი ფასი არ აქვს. არავითარი რესურსი არ აქვთ, რაიმე სარგებელი მოუტანონ საპარლამენტო ცხოვრებას და მათი საქმიანობა თავიდან ბოლომდე დესტრუქციული იქნება. არც მათ შესვლას და არც არშესვლას არავითარი ფასი არ აქვს. თუ არ შევიდოდნენ, მეტი სიმშვიდე იქნებოდა ქვეყანაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა სიმშვიდეს ასედაც და ისედაც დავიცავთ. მოკლედ, მათი გადასაწყვეტია, უნდათ, შემოვიდნენ, უნდათ, ნუ შემოვლენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცოტნე ივანიშვილი – საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, ამას უნდა ვაკეთებდეთ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა მათი დათმობის ხარჯზე

საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რასაც შეგვიძლია, ევროპის დეფინიციაც მივაბათ, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველო იმ ევროკავშირისკენ უნდა მიდიოდეს, რომელზეც ევროპა აშენდა.„საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რასაც შეგვიძლია, ევროპის დეფინიციაც მივაბათ, ქრისტიანული მორალი, ადამიანის უფლებები და ა.შ. ამას უნდა ვაკეთებდეთ ქართული ადათ-წესების, ტრადიციების და რასაც ღირსებას ვუწოდებთ, იმის შენარჩუნებით და არა მის ხარჯზე. ჩემი პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს ევროპისკენ სვლა ჩვენი ღირებულებების ხარჯზე, არამედ იმ ღირებულებებით, რომელზეც ევროკავშირი დგას და აშენდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ცოტნე ივანიშვილი – არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის

საკმაოდ გადაჭრით ვიტყვი, არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის,  – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ხატავს ძალიან ბევრს, აკადემიური მიმართულებით კი, იკვლევს ფილოსოფიასა და ხელოვნების ისტორიას.„ეს არის ორი სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებს. გარდა ამისა, ვესწრები ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრებს, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს. ნებისმიერი საქმე მოითხოვს დაუღალავ შრომას. ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო ამ ორ მიმართულებაში. საქართველოს მოქალაქე ვარ. ჩემი აზრის დაფიქსირება, დიალოგში შესვლა ნებისმიერ თემაზე არ მიმაჩნია არაკომფორტულად ან ურთიერთგამომრიცხავად სხვა პროფესიაში საქმიანობასთან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ცოტნე ივანიშვილი – დიდი ნაკლებობა იყო კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებული აზრების გაცვლის, მიხარია, რომ ნელ-ნელა ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი არის

ყოველთვის ვიყავი მეტი დიალოგის მომხრე და აქედან გამომდინარე, ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ფორმატს, დღეს იყო დასკვნითი ღონისძიება, ვესაუბრე ბორდის წარმომადგენლებს და აპირებენ, რომ დიალოგი განაგრძონ ახალგაზრდებთან, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა დღეს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიების შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებთან დიალოგი გაგრძელდეს.„მე პირადად ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ნაკლებობა იყო დიალოგის, ამ მიმართულებით მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც არის. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში მოხერხდება ფორმატის გააუმჯობესონ. სხვა მხრივაც თუ წამოვა ინიციატივები, რომ მეტი დიალოგი დაინერგოს, კარგი იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი – ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის

ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ყაზახეთთან ურთიერთობების გაძლიერებასა და გამყარებას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი, მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა.„ვიზიტის ფარგლებში გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი, მაღალი რანგის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ყაზახეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არა მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისთვის, არამედ სხვა რეგიონის ქვეყნებისთვისაც, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ყაზახეთში გამართულ შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ, მათ შორის, შუა დერეფნის ქვეყნებისთვის, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებაში გაშვებას ზოგადად ჩვენი რეგიონისთვის და შუა დერეფნისთვის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – დეკლარაციის ხელმოწერით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ძლიერი პარტნიორობა, რაც ახალ თავს დაწერს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში

სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ძლიერი პარტნიორობა, რაც ახალ თავს დაწერს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან  შეხვედრით დაიწყო.„ყაზახეთის რესპუბლიკაში ჩემი ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრით დაიწყო. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ძლიერი პარტნიორობა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით, რაც ახალ თავს დაწერს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში“, – აღნიშნავს პრემიერი.

ბოლო სიახლეები